გაწევრიანდით ჩვენი ბრენდის ქვეშ
MICE სერვისები
"კონსიერჟ თბილისის" გუნდმა ქართულ ბაზარზე დანერგა მოქნილი და კლიენტის საჭიროებებზე მორგებული MICE ტურიზმის მომსახურება. ჩვენ უზრუნველვყობთ ბიზნეს შეხვედრების, კონფერენციების და გუნდური შეკრებების მაღალი სტანდარტით ჩატარებას.
ჩვენი გუნდი მჭიდროდ თანამშრომლობს კლიენტთან მაღალი კლასის მომსახურების უზრუნველსაყოფად. კლიენტის ბრიფის გაზიარების მომენტიდან „კონსიერჟ თბილისის“ გუნდი ახდენს ღონისძიებების საჭიროებების შეფასებას. MICE ჯგუფები ასევე სარგებლობენ პირადი ბიზნეს კონსიერჟის მომსახურებით, რომელიც მყისიერად უგვარებს წვრილმან ბიზნეს საზრუნავსა და მოთხოვნებს.
-
ფრენების და მოგზაურობის დაგეგმვა
“კონსიერჟ თბილისში“ ფუნქციონირებს ავიაბილეთების შეძენის/დაჯავშნის 24-საათიანი მომსახურება, რომელიც ზუსტად პასუხობს თქვენს ბიზნესსაჭიროებებს. -
სასტუმროს დაჯავშნა
„კონსიერჟ თბილისმა“ ყოველთვის იცის MICE ტურისტული ჯგუფებისათვის შესაფერისი საუკეთესო ლოკაცია. ჩვენ გირჩევთ სად უნდა განათავსოთ თქვენი ჯგუფი იმისათვის, რომ ქონდეთ პროდუქტიული შეხვედრა, კონფერენცია და ისიამოვნონ გარემოთი. -
უნიკალური გამოცდილება
ჩვენ ავამაღლეთ MICE ტურიზმის სტანდარტი, შესაბამისად სტანდარტული ტურების პარალელურად, საქართველოში ჩამოსულ ჯგუფებს ვთავაზობთ უნიკალურ გამოცდილებას. -
MICE ღონისძიებები
„კონსიერჟ თბილისი“ გეგმავს და ახორციელებს ნებისმიერი მაშტაბის ღონისძიებას. ჩვენი მომსახურება მოიცავს ღონისძიების დაგეგმვასთან დაკავშირებულ ყველა დეტალს, დაწყებული ლოკაციის შერჩევით და დასრულებული ივენთის განხორციელების ანგარიშის წარდგენით.
ტრანსპორტის დაჯავშნა
მგზავრების უსაფრთხო ტრანსპორტირება ნებისმიერი ბიზნეს შეხვედრისათვის უმნიშვნელოვანესი საკითხია. ჩვენი ლოჯისტიკის გუნდი ზრუნავს იმისათვის, რომ თქვენს ჯგუფს მოემსახუროს მათ მოთხოვნებზე მორგებული ტრანსპორტი.
ბიზნეს პროტოკოლი
იმისათვის, რომ ქვეყანაში ჩამოსულმა ბიზნეს ჯგუფმა თავი კომფორტულად იგრძნოს, მნიშვნელოვანია ის იცნობდეს საქართველოს კორპორატიულ კულტურას, საზოგადოების ჩვევებს და ზოგადად ღონისძიების ორგანიზების სპეციფიკას.
საფურშეტო მომსახურება
ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს, რომ თქვენთვის ყოველთვის საუკეთესო მაგიდა გამოიყოს და უბადლო ატმოსფერო შეიქმნას. რესტორნების მფლობელებსა და შეფ-მზარეულებთან კარგი ურთიერთობები გვაძლევს შესაძლებლობას, ჩვენს კლიენტებს შევთავაზოთ ექსკლუზიური კერძები და რესტორნის ხელმისაწვდომობა პრაქტიკულად ნებისმიერ დროს.
მარკეტინგი და კომუნიკაცია
თავისი კონცეფციიდან გამომდინარე ღონისძიების დაგეგმვისას „კონსიერჟ თბილისი“ მრავალფეროვან მომსახურებას სთავაზობს ბიზნეს ჯგუფებს და დელეგაციებს. მარკეტინგი ჩვენი სერვისების განუყოფელი ნაწილია.