ბიზნეს კონსიერჟი MICE სერვისები კონსიერჟული ღონისძიებები მოგზაურობის დაგეგმვა
ბიზნეს კონსიერჟი
MICE სერვისები
კონსიერჟული ღონისძიებები
მოგზაურობის დაგეგმვა

კონსიერჟ ღონისძიებები

Concierge Tbilisi  ქართულ ბაზარს სთავაზობს ჰიბრიდული ფორმატის ვირტუალურ ღონისძიებებს, სადაც ონლაინ და ე.წ ოფლაინ ელემენტები გაერთიანებულია, რომელიც ქმნის საინტერესო გამოცდილებას დამსწრეთათვის.

 

ჩვენი გუნდი უშუალოდ თქვენთან მუშაობს იმისათვის, რომ თქვენი განსაკუთრებული ხედვა ვაქციოთ დაუვიწყარ ღონისძიებად

01
01

Concierge Tbilisi-ის საქმისადმი ერთგული და პროფესიონალი გუნდი ორგანიზებას უწევს გამორჩეულ ღონისძიებებს, რომლებიც პასუხობს თქვენს საჭიროებებს.

 

ჩვენ დაგეხმარებით დაგეგმოთ:

 

  • კორპორაიული ღონისძიებები;
  • ქორწილი
  • იუბილე
  • გამოფენ
  • პროდუქტის პრეზენტაცია და ახალი მომსახურების წარდგენა
  • კონფერენცია/ვორქშოპი
  • გუნდური გასვლითი ტურები ე.წ TeamBuilding

კონსიერჟ ღონისძიებები

კონსიერჟული ღონისძიებები
თქვენს სურვილებს მისადაგებული ჩვენი კრეატიული გუნდის ხედვით ორგანიზებული ღონისძიებები დაუვიწყარ მოგონებად დარჩება
უკუკავშირი
01
21

TRILOGY-ს პრეზენტაცია

 

კლიენტის მოლოდინების თანახმად, ეს ღონისძიება უნდა ყოფილიყო ფეშენებელური, მდიდრული და კომფორტული სტუმრებისთვის. ამასთან, უნდა შერჩეულიყო საუცხოო კერძები, რომლებიც იდეალურად ეხამება ახალ ბრენდის, და, აუდიტორიის განწყობის ასამაღლებლად, უზრუნველყოფილი უნდა ყოფილიყო კლასიკური მუსიკა ცოცხალი შესრულებით და დისკ-ჟოკეების მონაწილეობით.

 

მთავარი აქცენტი კეთდებოდა ახალი პროდუქტის ეფექტურ და მოულოდნელ გამოჩენაზე და მის წარდგენაზე საზოგადოებისთვის.

 

Concierge Tbilisi-მ წარადგინა აუდიტორიისთვის დასამახსოვრებელი უმაღლესი კლასის ფეშენებელური ღონისძიების დეტალური კონცეფცია და სამგანზომილებიანი ვიზუალური მასალა, რომლებშიც ხაზგასმული იყო ბრენდის არსი და უზრუნველყოფილი იყო მისი წარმოჩენა საუკეთესო კუთხით.

 

ჩვენ სპეციალურად შევარჩიეთ მუსიკა, განათება და საბალეტო ნომრები, რათა პროდუქტის წარდგენას დაუვიწყარი შთაბეჭდილება მოეხდინა და სტუმრებს საკმარისი ყურადღება დაეთმოთ პროდუქტის ბრენდირებისთვის მის დაგემოვნებამდე.

 

ამ ღონისძიებისთვის Concierge Tbilisi-მა შეარჩია ძველი ქარხნის შენობა და, კომპანია სარაჯიშვილთან ერთად, განახორციელა ამ ძველი საბჭოთა შენობის სრული გაფორმება დეკორაციებით, რის წყალობითაც იგი გარდაიქმნა TRILOGY ბრენდის პრეზენტაციისთვის იდეალურ მდიდრულე.წ ლოფტად. გარდა ამისა, ერთ-ერთ ოთახში ჩვენ შევქმენით კომპანია სარაჯიშვილის გაცნობითი ხასიათის დროებითი  მუზეუმიც.

 

სარაჯიშვილი - TRILOGY

კონსიერჟული ღონისძიებები
ღონისძიების დასახელება: TRILOGY-ს პრეზენტაცია | ინდუსტრია: ალკოჰოლური სასმელები | კლიენტი: კომპანია სარაჯიშვილი | მდებარეობა: თბილისი (საქართველო) | დამსწრეთა რაოდენობა: 350 | თარიღი: 2017 წლის 23 დეკემბერი
უკუკავშირი
01
14

HUGO BOSS მაღაზიის გახსნა

 

კომპანია HUGO BOSS-ის სათაო ოფისს ჰქონდა ღონისძიების მკაფიო ხედვა, რომლის საფუძველზეც ჩვენ მოგვაწოდეს დეტალური ინფორმაცია თავად ღონისძიების შინაარსის და თავიანთი მოლოდინების შესახებ. Concierge Tbilisi-ს მოუწია თბილისის მთავარი გამზირის დროებით გადაკეტვა ღია ცისქვეშ ღონისძიებისთვის სივრცის მოსაწყობად და დეკორაციებით გასაფორმებლად.

 

ამ ღონისძიების დაგეგმვის გარდა, Concierge Tbilisi-ს ასევე სჭირდებოდა მედიასთან და მოდის სფეროს ბლოგერებთან კომუნიკაცია,ასევე ეფექტური პრ კამპანიის წარმართვა, პრესის წარმომადგენლების აქტიური ჩართულობით. BOSS-თან ჩვენი თანამშრომლობის ფარგლებში სპეციალური მოთხოვნა მდგომარეობდა ბრენდის ხილვადობის გაზრდაში.

 

Concierge Tbilisi-მ გადაკეტა თბილისის მთავარი გამზირი. ჩვენ შევიმუშავეთ და შევქმენით სპეციალური ავეჯი, ინსტალაციები  და ყველა აქსესუარი ამ ღონისძიებისთვის, ასევე მოვიწვიეთ ცნობილი შეფ-მზარეული, რომელმაც შეადგინა ექსკლუზიური მენიუ.

 

ჩვენმა გუნდმა შეადგინა 250 VIP სტუმრის სია, წამოიწყო თანამშრომლობა მოდის ბლოგერებთან და ამ სფეროში მოღვაწე ცნობილ პირებთან. Concierge Tbilisi-მ შეარჩია ღონისძიების წამყვანები  და შეადგინა გასართობი პროგრამა. ჩვენ ასევე დავგეგმეთ მედიასთან ურთიერთობის კამპანია და მოვიწვიეთ ყველა სამიზნე მედიასაშუალების წარმომადგენლები და დაინტერესებული მხარეები.

 

ამ განსაკუთრებული თანამშრომლობის ფარგლებში, Concierge Tbilisi-ის ძალისხმევით, Mercedes Benz დათანხმდა ღონისძიების მხარდაჭერაზე და თავის ავტომობილებზე განათავსა BOSS-ის ლოგოები. გარდა ამისა, ყველა ცნობილი პირი და ღონისძიების წამყვანები  წითელ ხალიჩაზე გამოცხადდა Mercedes-ის ავტომანქანებით.

 

HUGO BOSS მაღაზიის გახსნა

კონსიერჟული ღონისძიებები
ღონისძიების დასახელება: HUGO BOSS-ის მაღაზიის გახსნა | ინდუსტრია: მოდა | კლიენტი: HUGO BOSS | მდებარეობა: თბილისი (საქართველო) | დამსწრეთა რაოდენობა: 250 | თარიღი: 2017 წლის 29 ივნისი
უკუკავშირი
01
09

სანდროს და მარიამის ქორწილი

 

სანდრო ნეფარიძემ და მარიამ ლაშხმა დაქორწინება ოქტომბერში გადაწყვიტეს. Concierge Tbilisi  მოხარული იყო, მონაწილეობა მიეღო ამ ღონისძიების დაგეგმვაში, იმისთვის, რომ  შეექმნა დაუვიწყარი დღე არამხოლოდ ახლადდაქორწინებულებისათვის, არამედ ყველა სტუმრისთვის. დაკვეთის კვალდაკვალ ჩვენ დავიწყეთ “ ვარდების ბაღისდარბაზის “ გაფორმებაზე ზრუნვა.  დიზაინერთან ერთად ვიფიქრეთ თითოეულ დეტალზე, არსებული ინვენტარის გამოყენებაზე და დამატებითი დეკორაციის მობილიზებაზე. კონსიერჟის მიერ გაწეული რეკომენდაციებით გვინდოდა ქორწილის დღე ყოფილიყო საოცარი და განსხვავებული ისე, როგორც ეს კომპანიის კულტურას ესადაგება და თან გათვალისწინებული ყოფილიყო დღის მთავარი გმირის - პატარძლის სურვილები.

 

Concierge Tbilisi-მა თავის თავზე აიღო დეკორაციებზე ზრუნვა. დარბაზი და ბაღი გაფორმებული იყო სხვადასხვა ზომისა და ფორმის სანთლებით, ხელოვნური და ბუნებრივი ყვავილებით, ევკალიპტის ფოთლებით და გარე განათებებით.

 

სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის, Concierge Tbilisi -ის გუნდმა დაამზადა ვერცხლის გრავირებული ჭურჭელი, რომელიც სამახსოვროდ მშობლებმა ახლად შექმნილ ოჯახს გადასცეს.

 

საქორწილო მოსაწვევ ბარათზე იზრუნა ჩვენმა დიზაინერმა, რომელიც შემდეგ ცოცხალი ყვავილებით ხელით დამზადდა.

 

კონსიერჟის მთავარი პრინციპი ორგანიზებულობა და კომფორტი გათვალისწინებული იყო ე.წ. სტუმრების დაფაზეც, სადაც ყველა სტუმარს საშუალება ჰქონდა ამოეკითხა რომელ მაგიდაზე იყო მისი ადგილი.

 

დაორგანიზდა ფოტოსესია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის კოშკურაში და ასევე თბილისის ოპერაში, რომელიც სპეციალურად Concierge Tbilisi -ის დამკვეთებისთვის დაიშვა.

 

ხელის მოწერის ცერემონია ღია ცის ქვეშ, „ვარდების ბაღში“ გაიმართა. ცერემონიის მიმდინარეობისას  სტუმრების განწყობაზე ზრუნავდა საქსაფონისტი.

 

ნეფე პატარძლის მომლოდინე სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ღია ცის ქვეშ თავშესაქცევად შამპანიური დაეგემოვნებინათ.

 

კულტურული პროგრამა იმდენად მრავალფეროვანი იყო, რომ ყველა ასაკის სტუმარმა მოახერხა გართობა. ანსამბლი „ერისიონი“, ქართული ფოლკლორული კვარტეტი, თეა დარჩია, სუხიშვილების პროგრამით, ჯგუფი „SaLio” და ხათუნა ჯალაღონია ბენდით. ამას გარდა ნეფე-პატარძლის საცეკვაო სიურპრიზი და ერისიონის მოცეკვავეებთან შესრულებული ქართული ცეკვა ქორწილის ერთ-ერთი კულმინაცია იყო.  

 

იმის გათვალისწინებით, რომ სტუმრების ნაწილი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები იყვნენ, კონსიერჟ თბილისის გუნდმა იზრუნა მრავალფეროვან მენიუზე, სადაც ყველა გემოვნების თუ მიმდინარეობის სურვილები გათვალისწინებული იყო.

 

რაც მთავარია, კონსიერჟმა იმუშავა ფოტო-ვიდეო გადამღებ ჯგუფთან, რომელმაც შეძლო 6 ოქტომბრის დაუვიწყარ კადრებად აღბეჭდვა.

მარიამის და სანდროს ქორწილი

კონსიერჟული ღონისძიებები
ღონისძიების დასახელება: მარიამის და სანდროს ქორწილი | კლიენტი: მარიამი და სანდრო | მდებარეობა: გარდენ ჰოლი, თბილისი, საქართველო | დამსწრეთა რაოდენობა: 200 | თარიღი: 06.10.2018
უკუკავშირი
01
08

2ნაბიჯის კორპორაციული საღამო

 

საქართველოში ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა საცალო გაყივების კომპანიამ 2 ნაბიჯი გადაწყვიტა თავისი თანამშრომლებისთვის მულენ რუჟის თემატიკის კორპორაციული წვეულება დაეგეგმა. გუნდმა ადგილმდებარეობად „ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისი“ შეარჩია, რომელიც თავისი მასშტაბებითა და გლამურით მართლაც საუკეთესო ადგილი იყო. ამის შემდეგ საქმეში კონსიერ თბილისი ჩაერთო და გუნდმა საღამოს ორგანიზება საკუთარ თავზე აიღო.

 

როგორც კი ჩამოვაყალიბეთ კონკრეტული ხედვა, დეკორაციების აწყობის პროცესიც დაიწყო. წვეულების საღამოს, პირველი რაც სტუმრებს თვალში ხვდებოდათ ეს იყო ფოტო-ბანერი წისქვილით და კოქტეილის მაგიდები წითელ და ოქროსფერ ფერებში. სცენა გაფორმებული კაბარეს სტილის თაღით, წითელი ბუმბულებითა და ოქროსფერი პალმის რტოებით. გარდა ამისა, დარბაზის დეკორაციას კიდევ უფრო ალამაზებდა მცენარეების დეკორაციები და განათებები.

 

კონსიერჟ თბილისის გუნდმა საღამოს მუსიკალური გაფორმებისათვის მოიწვია მომღერალი ელენე კალანდაძე ბენდთან ერთად და დიჯეი ანა ჯაფარიძე. სტუმრებისთვის საღამოს ასევე გამოვიდა შოუ-ბალეტი ელენ-ბი სამი საცეკვაო ნომრით. საღამოს წამყვანები იყვნენ ენერგიული და ელეგანტური: ბახვა ბრეგვაძე და ვიკა კალანდია.

 

იმისთვის, რომ სტუმრებს თავი მართლაც მულენ რუჟის სამყაროს ნაწილად ეგრძნოთ, ჩვენ მათ დავახვედრეთ კაბარეს სტილის აქსესუარები - ნიღბები, ბადეები, ქუდები, ბაფთები და ჩიბუხები. ხასიათის ასამაღლებლად, პროფესიონალი ვიზაჟისტების დახმარებით, მათ შეეძლოთ სადღესასწაულო მაკიაჟის გაკეთება. გარდა ამისა, ხუთი ულამაზესი გოგონა ზრუნავდა მულენ რუჟის განწყობისის შექმნაზე. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ უგემრიელესი სადღესასწაულო ტორტი.

 

და ბოლოს, კონსიერჟ თბილისის გუნდმა 2ნაბიჯს საჩუქრად კოქტეილის შოუ აჩუქა. ცეცხლოვანმა შოუმ თითოეულ სტუმარზე დაუვიწყარი შთაბეჭდილება მოახდინა.

2ნაბიჯის კორპორაციული საღამო

კონსიერჟული ღონისძიებები
ღონისძიების დასახელება: 2 ნაბიჯის კორპორაციული წვეულება | სფერო: საცალო ვაჭრობის კომპანია | კლიენტი: 2 ნაბიჯი | მდებარეობა: ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისი. თბილისი, საქართველო | დამსწრეთა რაოდენობა: 315 | თარიღი: 08.02.2019
უკუკავშირი
01
11

VEON საქართველო

 

Vimpelcom-ს სურდა ექსტრავაგანტულ და ეფექტურ გარემოში სტუმრებზე შთაბეჭდილების მოხდენა თავისი ახალი  ტელეფონის აპლიკაციის პროგრამით VEON. კლიენტის არჩევანი შეჩერდა ანდერგრაუნდის ელექტრონულ მუსიკის ღონისძიებაზე, რომელშიც არ იქნებოდა ბრენდის სარეკლამო ელემენტების სიჭარბე, თუმცა მინიმალისტური დეკორაციების წყალობით, VEON მაინც მიიპყრობდა აუდიტორიის ყურადღებას.

 

ამ ღონისძიების არსს განსაზღვრავდა სილაღე, ექსტრავაგანტური სულისკვეთება და გამბედაობა.

 

ჩვენ Concierge Tbilisi-ში კარგად ვაცნობიერებდით, რომ ამ პროექტის მოსაპოვებლად ჩვენ უნდა გვქონოდა ექსტრავაგანტული, გაბედული და შთამბეჭდავი ღონისძიების იდეა.

 

ჩვენმა გუნდმა კლიენტს შესთავაზა უნიკალური ადგილი ღონისძიებისთვის: Spacehall - ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ანდერგრაუნდ კლუბი თბილისში, ასევე პოპულარული არტისტი დერიკ მეი, რომელმაც უბრალოდ მონუსხა აუდიტორია.  ინსტალაციების დიზაინი უზადოდ ეხამებოდა ღამის კლუბის ატმოსფეროს. სტუმართა უმრავლესობა ამ შემოქმედებითი და მინიმალისტური ინსტალაციების ფოტოებს სოციალურ ქსელებში უხვად ათავსებდა.

 

კლიენტმა, რომელიც ძალიან კმაყოფილი დარჩა ღონისძიებით, სათანადოდ დააფასა კომპანიის მიერ გაწეული თავდაუზოგავი შრომა, რისთვისაც არ დაიშურა კომპლიმენტები ჩვენი გუნდის მისამართით.

 

VEON საქართველო

კონსიერჟული ღონისძიებები
ღონისძიების დასახელება: VEON -ის პრეზენტაცია | ინდუსტრია: კომუნიკაციები |კლიენტი: Vimpelcom | მდებარეობა: Spacehall, თბილისი (საქართველო) | დამსწრეთა რაოდენობა: 1 000 ახალგაზრდა | თარიღი: 2017 წლის 5 ოქტომბერი
უკუკავშირი
01
07

VIMPELCOM

 

Vimpelcom ეძებდა საქართველოში კარგად დაგეგმილი და ორგანიზებული სხდომის ჩატარების შესაძლებლობას და განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებდა სხდომათა დარბაზის მომხიბვლელ მდებარეობასა და დიზაინზე. ჩანაფიქრის მთავარი ასპექტი მდგომარეობდა სტუმართმოყვარე და კომფორტული ატმოსფეროს შექმნაში, განსაკუთრებული კულტურული პროგრამის დაგეგმვასა და შთამბეჭდავი გასტრონომიული გამოცდილების უზრუნველყოფაში.

 

Concierge Tbilisi-ის კლიენტს მართლაც განსაკუთრებული მოლოდინები ჰქონდა ამ ღონისძიებასთან დაკავშირებით 100 აღმასრულებელი დირექტორის მონაწილეობით. შესაბამისად, ჩვენ შევთავაზეთ სხდომათა დარბაზი თბილისის პანორამული ხედებით, რათა საბჭოს წევრებისთვის ხანგრძლივ სესიებზე დასწრება სასიამოვნო გამოცდილებად ქცეულიყო. მენიუ მორგებული იყო ყველა დელეგატის კვების რეჟიმის თავისებურებებზე. შთამბეჭდავი კულტურული და გასართობი პროგრამების შესაქმნელად ჩვენ მოვიწვიეთ ხალხური სიმღერისა და ცეკვის ცნობილი შემსრულებლები.

 

საქართველოში გამართული სესიების ფარგლებში მთავარი მოვლენა გახლდათ ჯადოსნური, პომპეზური  სადილი რუსთაველის თეატრის სამეჯლისო დარბაზში. Concierge Tbilisi-ის გუნდმა - სტუმრებს შესთავაზა ნამდვილი ქართული სუფრის ლაზათი. დელეგატებზე დაუვიწყარი შთაბეჭდილების შესაქმნელად ჩვენ ასევე შევარჩიეთ საუცხოო ტრადიციული საჩუქრები, რომლებმაც უდიდესი მოწონება დაიმსახურა სტუმართა შორის.

VIMPELCOM

კონსიერჟული ღონისძიებები
ღონისძიების დასახელება: Accelerator შეხვედრა | ინდუსტრია: კომუნიკაციები | კლიენტი: Vimpelcom | მდებარეობა: თბილისი (საქართველო) | დამსწრეთა რაოდენობა: 100 აღმასრულებელი დირექტორი | თარიღი: 2016 წლის 25-27 ნოემბერი
უკუკავშირი
01
07

ახალი წელი მერანში

 

17-დან 30 დეკემბრის ჩათვლით მერანში მოსულ სტუმრებს სავაჭრო გალერეაში ჯადოსნური სამყარო დახვდათ. მრავალფეროვანი საშობაო დეკორაციები, გასართობი პროგრამები და სხვა მრავალი, რამაც მათი საყიდლების პროცესს კიდევ უფრო მეტი ხალისი შემატა.

 

სავაჭრო გალარეის წარმომადგენლებმა ენერგია არ დაიშურეს იმისათვის, რომ საახალწლოდ მოსულ სტუმრებს დახვედრპდათ სასწაულებით სავსე გარემო და სადღესასწაულო განწყობა.

 

ჩვენმა გუნდმა იზრუნა სავაჭრო გალერეაში მოსული პატარების მრავალფეროვან გართობაზეც. ბავშვებს შაბათს და კვირას, მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა თამაშებში მონაწილეობა შეეძლოთ, რომლებსაც ანიმაციეური ფილმების საყვარელი პერსონაჟები აწყობდნენ. ასევე ჩატარდა ხელნაკეთი საშობაო დეკორაციების მასტერკლასი. პატარებს უმასპინძლა სანტა კლაუსმა. საშობაო პროგრამა კიდევ უფრო სადღესასწაულო ცეცხლოვანმა ტამტამ-შოუმ გახადა.

 

მერანის სავაჭრო გალერეის ეზოში 22-23 და 29-30 დეკემბერს მოეწყო საშობაო სოფელი, რომლის ფარგლებშიც იყიდებოდა საახალწლო ხელნაკეთი ნივთები, ტკბილეულობა და, რა თქმა უნდა, ცხელი გლინტვეინი მოსული სტუმრების განწყობის ასამაღლებლად.

ახალი წელი მერანში

კონსიერჟული ღონისძიებები
ღონისძიების დასახელება: ახალი წლის დღესასწაული მერანის სავაჭრო გალერეაში | სფერო: სავაჭრო გალერეა |კლიენტი: სავაჭრო გალერეა მერანი | მდებარეობა: სავაჭრო გალერეა მერანი, თბილისი, საქართველო | დამსწრეთა რაოდენობა: 500 | თარიღი: 22.12.2018-30.12.2018
უკუკავშირი
01
09

ვალენტინობის დღე მერანში 

 

14 თებერვალს სავაჭრო გალერეა მერანი სავსე იყო სიყვარულით. კონსიერჟ თბილისმა მერანის გუნდთან ერთად დაგეგმა სიყვარულის დღე და მერანი სტუმრებისთვის ყველაზე ძვირფას ადგილად აქცია.

 

ჯერ კიდევ შესასვლელიდან სტუმრებს შეეძლოთ შეეგრძნოთ ვალენტინობის დღის განწყობა გულებიანი დეკორაციით. გარდა ამისა, სავაჭრო გალერიის ჭერის ყველა ნაწილი დაფარული იყო გულების დეკორაციით, რომლებიც სწორედ ჭერიდან ეშვებოდა. ეს ყველაფერი ერთად მართლაც საოცარ გარემოს ქმნიდა.

 

ღონისძიების დღეს გალერეის ყველა სართულზე შეხვდებოდით კუპიდონებს, რომლებიც ხალხს სიყვარულს და დადებით ენერგიას უზიარებდნენ გულის ფორმის კანფეტით და იღბლიანი ორცხობილებით.

 

ღონისძიების მთავარი ინსტალაცია  ნათურებით გაფორმებული უზარმაზარი გული იყო. გული ინთებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წყვილი მის წინ ერთმანეთს აკოცებდა. 

 

და ამ ლამაზ დღეს კიდევ ერთი სასწაული შეემატა - სავაჭრო გალერეა მერანში კოკამ გვანცას ხელი სთხოვა!

 

კოცნა, ფლეშმობი, კონფეტი, ბეჭედი, მუსიკა, განათება, ყვავილები და რა თქმა უნდა, მეგობრები. რაც შეეხება პასუხს: გვანცამ თქვა „კი“!

 

ოპერატორის, ფოტოგრაფისა და მემოგრამის საუკეთესო გუნდის დახმარებით კი ეს ღონისძიება კონსიერჟ თბილისმა კიდევ უფრო დაუვიწყარი გახადა.

ვალენტინობის დღე მერანში

კონსიერჟული ღონისძიებები
ღონისძიების დასახელება: ვალენტინობა მერანის სავაჭრო გალერეაში | სფერო: სავაჭრო გალერეა | კლიენტი: სავაჭრო გალერეა მერანი | მდებარეობა: სავაჭრო გალერეა მერანი | დამსწრეთა რაოდენობა: 500 | თარიღი: 14.02.2019
უკუკავშირი
01
13

LIV Hospital - გახსნა

 

LIV Hospital Georgia შედის საერთაშორისო ქსელში LIV Hospital. შესაბამისად, კლიენტის სურვილი მდგომარეობდა საერთაშორისო სტანდარტების დახვეწილი და დასამახსოვრებელი გახსნის ცერემონიის ჩატარებაში, რომელსაც დაესწრებოდა 300-ზე მეტი ადგილობრივი და უცხოელი სტუმარი.

 

Concierge Tbilisi-ს მიმართეს თხოვნით დეტალური კონცეფციის, სტუმართა სიისა და ვიზუალური მხარის შესახებ ინფორმაციის შედგენასთან, ასევე ახალგახსნილ საავადმყოფოში ჟურნალისტებისთვის ტურის ორგანიზებასთან დაკავშირებით.

 

Concierge Tbilisi-მა დაგეგმა მასშტაბური ღონისძიება ღია ცისქვეშ, საავადმყოფოს წინ, რისთვისაც აღმართა კარვები, სცენა და გამასპინძლების სექცია, შეიქმნა მოძრავი თემატური ბანერი და, ამაღლებული გარემოს  შესაბამისად, მოწვეული იქნა კლასიკური მუსიკის კვარტეტი.

 

ჩვენ შევარჩიეთ განსაკუთრებული მენიუ 300 სტუმრისთვის, ახალგახსნილ საავადმყოფოში ორგანიზება გავუწიეთ ტურებს მედიისა და სტუმრებისთვის, დავგეგმეთ და განვახორციელეთ დეტალური გაშუქება მედიაში.

 

პროექტის ძირითადი აქცენტები

  • საავადმყოფოს პრეზენტაცია ხელისუფლებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის, ასევე უცხოელი სტუმრებისთვის;

  • სპეციალური მენიუ - აზიური და ევროპული სამზარეულოს ნაზავი;

  • პრეს-ტური ჟურნალისტებისთვის;

  • საავადმყოფოს ტური სტუმრებისთვის;

  • კლასიკური და cover მუსიკის შესრულება კლასიკური მუსიკის კვარტეტის მიერ.

 

შეთავაზებული მომსახურება

 

  • ღონისძიების ადგილის დეკორაცია;

  • სტუმართა სიის მენეჯმენტი;

  • მედიასთან ურთიერთობის მენეჯმენტი;

  • სპეციალური მენიუს შერჩევა;

  • საავადმყოფოს ტურის დაგეგმვა;

  • ცოცხალი შესრულებით მუსიკის შერჩევა;

  • სრული აუდიო და ვიზუალური მხარდაჭერა.

LIV Hospital - გახსნა

კონსიერჟული ღონისძიებები
ღონისძიების დასახელება: საავადმყოფოს გახსნა | ინდუსტრია: მედიცინა | კლიენტი: LIV Hospital | მდებარეობა: თბილისი (საქართველო) | დამსწრეთა რაოდენობა: 300
უკუკავშირი
01
04

SITUATIONIST SS18

 

კომპანია SITUATIONIST-ის დამფუძნებელსა და მთავარ დიზაინერს, ირაკლი რუსაძეს ჰქონდა ძალიან მკაფიო ხედვა თავისი მოდის ჩვენებასთან დაკავშირებით, რომელიც უნდა ყოფილიყო უნიკალური, გამორჩეული და სტუმრებისთვის დასამახსოვრებელი. მან გვთხოვა საუკეთესო ადგილის შერჩევა, სპეციალური კინემატოგრაფიული განათების დაყენება და მოწვეული სტუმრებისთვის დასასხდომი სივრცის მოწყობა.

 

Concierge Tbilisi დაეხმარა კლიენტს მოლაპარაკებებში ღონისძიებისთვის საუკეთესო ანდერგრაუნდ კლუბთან - ბასიანთან დაკავშირებით. ჩვენ დავიქირავეთ სპეციალური კინემატოგრაფიული განათების სისტემა, რომლის წყალობითაც პოდიუმზე გამოსვლა მართლაც ეფექტური, ა ინტრიგითა და მისტიციზმით აღსავსე მოვლენად იქცა.

 

სტუმრებისთვის მოეწყო სპეციალური სივრცე, რომელიც ყველასთვის უზრუნველყოფდა პოდიუმის შესანიშნავ ხედს და იძლეოდა ახალი დიზაინის ნიმუშებით ტკბობის შესაძლებლობას.

 

კიდევ უფრო მეტი კომფორტის შესაქმნელად Concierge Tbilisi მასპინძლობდა სტუმრებს გლინტვეინის მიღებაზე, რომლებიც კლუბის გარეთ ჩამწკრივდნენ ამ ღონისძიებაზე დასასწრებად.

SITUATIONIST SS18

კონსიერჟული ღონისძიებები
ღონისძიების დასახელება: SITUATIONIST SS18 | ინდუსტრია: მოდა | კლიენტი: ირაკლი რუსაძე - SITUATIONIST-ის დამფუძნებელი | მდებარეობა: ბასიანი, თბილისი (საქართველო) | დამსწრეთა რაოდენობა: 150 ადამიანი | თარიღი: 2017 წლის 3 ნოებერი
უკუკავშირი
01
03

BITFURY დუბაი

 

კომპანია Bitfury ეძებდა სადაც ხორციელდებოდა საერთაშორისო ფრენათა უმრავლესობა, ამასთანავე ლოკაცია უნდა ყოფილიყო მიმზიდველი საინტერესო ტურისტული ძეგლებისა და მარშრუტების, მაღალი კლასის სასტუმროების და  პლაჯების თვალსაზრისით. კლიენტის მოთხოვნები კვებასთან დაკავშირებით ძალიან დეტალური და ჯანსაღი ცხოვრებით მცხოვრები ადამიანების მოთხოვნებზე მორგებული იყო. ერთ-ერთი მოთხოვნა ასევე ეხებოდა აქტიურ და საინტერესო გასართობ პროგრამას.

 

Concierge Tbilisi ორი თვის განმავლობაში სწავლობდა და ეძებდა საუკეთესო ადგილს სტრატეგიული შეხვედრებისთვის, რომელსაც ექნებოდა სანიმუშო სატრანსპორტო კომუნიკაციების სისტემა, მაღალი კლასის ხუთვარსკვლავიანი სასტუმროები, განსაკუთრებული ხარისხის მომსახურება და ხელმისაწვდომი ტარიფები.

 

საბოლოოდ, შევჩერდით დუბაიზე, სადაც ჩვენ მოვიპოვეთ booking.com-ის 40%-იანი ფასდაკლება Fairmont The Palm ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს ფასებზე, რომელიც პლაჟის მიმდებარე ტერიტორიაზეა განლაგებული, აქვს დიდი საკონფერენციო დარბაზები ტერასებით,, საიდანაც იშლება ზღვის საუცხოო ხედები და დუბაის დაუვიწყარი ქალაქური პეიზაჟები. სესიებს შორის ლანჩისა და ყავის შესვენებებისთვის ჩვენ შევადგინეთ სპეციალური მენიუ, ვაწარმოეთ მოლაპარაკებები საუკეთესო ფასების მოსაპოვებლად, შევარჩიეთ რესტორნები და დავგეგმეთ დასამახსოვრებელი  კულტურული პროგრამა.

BITFURY დუბაი

კონსიერჟული ღონისძიებები
ღონისძიების დასახელება: სტრატეგიული შეხვედრები | ინდუსტრია: ბიტკოინის ტრანზაქციები | კლიენტი: Bitfury | მდებარეობა: დუბაი (არაბთა გაერთიანებული საემიროები) | დამსწრეთა რაოდენობა: 40 | თარიღი: 2017 წლის 11-18 დეკემბერი
უკუკავშირი
01
06

ევროკავშირის დღეები საქართველოში

 

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ გამოაცხადა კონკურსი თბილისსა და საქართველოს 6 რეგიონში ევროკავშირის დღეების აღსანიშნავად მასშტაბური საზეიმო ღონისძიებების ორგანიზებასთან დაკავშირებით. მოთხოვნაში შედიოდა ევროპული სოფლის მოწყობა საინფორმაციო კარვებით, საბავშვო ზონითა და შესაბამისი გასართობი პროგრამით, ასევე კვებისა და სასმელების ზონით და ღონისძიების დამსწრე საზოგადოებისთვის კულტურული პროგრამით.

 

Concierge Tbilisi-მა გაიმარჯვა 5 კონკურენტ კომპანიას შორის და მოიპოვა ტენდერი. ჩვენმა გუნდმა ორგანიზება გაუწია ევროკავშირის შვიდივე დღეს თბილისში და ექვს შეხვედრას რეგიონებში. გარდა იმისა, რომ კლიენტის მოლოდინები ზუსტად შესრულდა, ჩვენ დამატებითი ინტრიგაც შევიტანეთ ამ ღონისძიებებში.

 

მასშტაბური ძალისხმევა ჩაიდო ევროპული სოფლის მოწყობაში, რომელშიც თავი მოვუყარეთ სათანადოდ აღჭურვილ საბავშვო ზონას რიგი გასართობი აქტივობებით, ანიმაციის სპეციალისტებით, რომლებიც ბავშვებთან ერთად ერთობოდნენ, პატარებისთვის სხვადასხვა ნუგბარის დახლებით (ბატი-ბუტი, ბამბის ნაყინი, ნაყინი). Concierge Tbilisi-მა უზრუნველყო საუკეთესო საკვებისა და სასმელების ზონა ამ ღონისძიების 5-წლიან ისტორიაში, რაც აისახა კიდეც ევროპული სოფლის სტუმართა კმაყოფილ გამოხმაურებებში.

 

ჯამში, ღონისძიებები ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. კლიენტმა მადლობა მოახსენა Concierge Tbilisi-ს ძალისხმევისთვის, შემოქმედებითი მიდგომისთვის და დეტალებისადმი ყურადღებისათვის, რის წყალობითაც შვიდივე ევროპული დღე განსაკუთრებული გამოდგა.

 

პროექტის ძირითადი აქცენტები

 

  • ევროპული სოფლის კონცეფციის დაგეგმვა და განხორციელება;

  • ადგილობრივ გუნდებთან ევროპული დღეების მდებარეობის შეთანხმება და ტერიტორიის დეკორაციებით შემკობა;

  • ბავშვებისა და ფართო საზოგადოებისთვის საინტერესო აქტივობების უზრუნველყოფა;

  • შთამბეჭდავი გასართობი და კულტურული პროგრამის შედგენა;

  • ღონისძიებების განმავლობაში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხილვადობის უზრუნველყოფა;

  • სოციალური მედიისთვის მაღალი ხარისხის ფოტო და ვიდეო მასალის შექმნა;

  • პროექტის განხორციელებისას ევროკავშირის წარმომადგენლობის სახელმძღვანელო წესების სრული დაცვა.

 

შეთავაზებული მომსახურება

 

  • ღონისძიების დეკორაციებით გაფორმება, ბრენდირება და ევროპული სოფლის მოწყობა;

  • ყველა საინფორმაციო კარვის მოწყობა;

  • საბავშვო აქტივობებისთვის ცალკე ზონის შექმნა;

  • ნაყინის, ბამბის ნაყინისა და ბატი-ბუტის დახლების პერსონალით მომარაგება;

  • ანიმაციის სპეციალისტების შერჩევა საბავშვო ზონისთვის და საინტერესო და მომხიბვლელი გასართობი პროგრამის დაგეგმვა;

  • მაღალი ხარისხის ფოტო და ვიდეო გაშუქების უზრუნველყოფა;

  • ღონისძიებებზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა;

  • შვიდივე ღონისძიებისთვის კულტურული და გასართობი პროგრამების დაგეგმვა;

  • სცენის, აუდიო და განათების მენეჯმენტის მომსახურების მიწოდება.

ევროკავშირის დღეები საქართველოში

კონსიერჟული ღონისძიებები
ღონისძიების დასახელება: ევროკავშირის დღეები საქართველოში | კლიენტი: ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში | განხორციელებული ღონისძიებები და მათი მდებარეობა: ევროპის დღეები თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ლაგოდეხში, მარნეულში, ახალციხეში, ზუგდიდში | დამსწრეთა რაოდენობა: 7 ღონისძიება და ჯამში 40 000-ზე მეტი მონაწილე | თარიღი: 2018 წლის მაისი-ნოემბერი
უკუკავშირი
01
01

30 წელი ერთად

 

ჩვენს VIP კლიენტს უყვარს ოჯახთან ერთად მოგზაურობა და ღონისძიებების მოწყობა სხვადასხვა ქვეყანაში. შესაბამისად, საქართველოში სტუმრობასთან დაკავშირებით მას ძალიან დიდი მოლოდინები ჰქონდა. ჩვენ უნდა დაგვეგეგმა ქორწინების 30-ე იუბილე - ზეიმი, რომელიც მთელი კვირის განმავლობაში გაგრძელდებოდა და რომელზეც წარმოდგენილი იქნებოდა ტრადიციული ქართული კერძები, ცეკვა, სიმღერა და აქცენტირებული დასვენების ელემენტები თავგადასავლის ელფერით.

 

მოულოდნელობის ეფექტის შესაქმნელად და კლიენტზე ჩვენი ქვეყნით შთაბეჭდილების მოსახდენად, Concierge Tbilisi-მა მოაწყო დასამახსოვრებელი ტურები მთელი საქართველოს მასშტაბით, შეარჩია სპეციალური საჩუქრები კლიენტის ოჯახის წევრთათვის, ყველა რესტორანში შეადგინა საუცხოო მენიუ და უზრუნველყო საუკეთესო, განსაკუთრებული მოვლენების აღსანიშნავად გადადებული ღვინით გამასპინძლება.

 

ჩვენ მიერ ორგანიზებული ქორწილის საიუბილეო საღამო მართლაც განსაკუთრებული აღმოჩნდა, რომლის ფარგლებში მოეწყო ფოტოგადაღებები ეროვნულ ტანისამოსში, საუცხოო კერძებით გამასპინძლება ქართული სიმღერის თანხლებით „შვიდკაცას“ შესრულებით.

30 წელი ერთად

კონსიერჟული ღონისძიებები
ღონისძიების დასახელება: 30 წელი ერთად | კლიენტი: რუსი ბიზნესმენი ფორბსის სიიდან | მდებარეობა: თბილისი, მთელი საქართველო | დამსწრეთა რაოდენობა: 16 ადამიანი | თარიღი: 2017 წლის 4-7 ივნისი
უკუკავშირი
01
14

სოფოს და გიორგის სურდათ ქორწილი მხოლოდ ძალიან ახლო ადამიანებთან ერთად, ვიწრო წრეში აღენიშნათ.  ყოფილიყო დასამახსოვრებელი როგორც მათთვის, ასევე მოსული სტუმრებისთვის. ლოკაციად საკუთარი აგარიკი შეირჩა. დამკვეთის სურვილის მიხედვით ღია სივრცე მოეწყო თემატურად. ქორწილის  მთავარი თემა მზესუმზირის ყვავილი იყო.

ჩვენი გუნდი შეეცადა თბილი და მყუდრო ატმოსფერო შეექმნა, სადაც ყველა მოსული სტუმარი თავს კომფორტულად იგრძნობდა.

კონსიერჟ თბილისმა გაუწია ორგანიზება:

 

ხელის მოწერის ცერემონიას - ამერიკულ სტილში

ტერიტორიის მორთვა / დეკორაცია

ფურშეტის შერჩევა / მიტანა

მუსიკალური გაფორმება

ღონისძების ჩატარების დრო: 3 აგვისტო 2019

სოფოს და გიორგის ქორწილი

კონსიერჟული ღონისძიებები
ზაფხულის მზიან დღეს სოფომ და გიორგიმ შეუღლება გადაწყვიტეს. ქალაქთან ახლოს აგარაკზე თავისი მეგობრები შეკრიბეს და ბედნიერი დღე მათთან ერთად აღნიშნეს
უკუკავშირი

გაწევრიანება

გაწევრიანდით ჩვენი ბრენდის ქვეშ

დეტალური ინფორმაცია

დიდი მადლობა კონსიერჟ თბილისის საწევრო პაკეტით დაინტერესებისათვის. ჩვენი კონსიერჟი მალე დაგიკავშირდებათ
წინა შემდეგი გაგზავნა
  • 01
  • 02
  • 03

პირადი ინფორმაცია

საკონტაქტო ინფორმაცია

სერვისის ინფორმაცია

უკუკავშირი

მოგვწერეთ თქვენი საჭიროებები. ჩვენი გუნდი მოთხოვნას დაამუშავებს და 48 საათის განმავლობაში დაგიკავშირდებათ

დეტალური ინფორმაცია

დიდი მადლობა დაინტერესებისათვის, ჩვენი კონსიერჟი დაგიკავშირდებათ
გაგზავნა

პირადი ინფორმაცია

დახურვა

ძიება

ძიება

მოძებნეთ სასურველი სერვისი ან სტატია

ვერ მოიძებნა საიტზე ინფორმაცია