გაწევრიანდით ჩვენი ბრენდის ქვეშ
დაუვიწყარი გართობა საქართველოში
2019 წლის ზაფხულში „კონსიერჟ თბილისმა“ უმასპინძლა 18 კაციან ჯგუფს აშშ-სა და კანადიდან. სტუმრების უმრავლესობას ნამუშევარი ქონდა ზემოხსენებული ქვეყნების შეიარაღებულ ძალებში, ან ფლობდნენ საინვესტიციო და სავაჭრო კომპანიებს.
ჯგუფი გამოირჩეოდა არაორდინალური მოთხოვნებით, და ქვეყნის ტურისტულად დათვალიერების მიღმა ელოდა დაუვიწყარი შთაბეჭდილებების მიღებას, ამასთანავე მეგობრისათვის ქორწილის წინა წვეულების დაგეგმვას.
FAQ
-
კონსირჟ თბილისი ტურ - ოპერატორია?
კონსიერჟ თბილისი ტურ ოპერატორობის მიღმა მუშაობს ბიზნეს კონსიერჟის, ცხოვრების სტილის მართვის და ღონისძიებების ორგანიზების მიმართულებით, მათ შორის ინდივიდუალური და ე.წ MICE ღონისძიებები.
-
შესაძლებელია „კონსიერჟ თბილისში“ ავია ბილეთის შეძენა?
„კონსიერჟ თბილისი“ ფლობს ავია ბილეთების შვილობილ კომპანიას, შესაბამისად ავიაბილეთს გთავაზოვთ ტურ პაკეტის ფარგლებში.
-
ტურის დასაგეგმად სტუმრების რა მინიმალური რაოდენობა უნდა შეგროვდეს?
ჩვენ ვემსახურებით როგორც ინდივიდუალურ კლიენტებს ისე ჯგუფებს. ყოველი ტური მორგებულია კლიენტის საჭიროებებსა და მოთხოვნებზე. მათ საქართველოში ყოფნის პერიოდში ემსახურებათ პირადი კონსიერჟი.
-
გამოწვევები
- სამხედრო თემატიკასთან დაკავშირებული აქტივობების დაგეგმვა
- სპორტული ღონისძიების მოფიქრება სადაც მომავალი სასიძო გამოავლენდა თავის შესაძლებლობებს
- მეცხვარესთან ერთად ცხვარში წასვლა
- სტუმრების ადგილობრივ ქართულ ოჯახში დაპატიჟება და „ქართული დროსტარების“ ტრადიციის გაზიარება
-
გადაწყვეტა
„კონსიერჟ თბილისის“ მთელ გუნდს გვჯერა, რომ არ არსებობენ უცნაური ან რთული დამკვეთები, ყველა კლიენტი საინტერესოა და მოითხოვს დიდ პროფესიონალიზმსა და გამოცდილებას, რომ მივაწოდოთ მასზე მორგებული მომსახურება.
ჩვენი გუნდის კონტაქტების გამოყენებით და ქართული მთავრობის მიერ გამოვლენილი სტუმართმოყვარეობით, სტუმრები მიწვეულ იყვნენ თავდაცვითი და სამოქალაქო მრეწველობის მიმართულებით მოღვაწე კომპანიაში-„დელტა“, რომლის სახელსაც უკავშირდება სამხედრო მანქანების „დიდგორი“ და „ლაზიკა“ წარმოება. სტუმრებმა თავად გამოსცადეს აღნიშნული მოდელები. მოგვიანებით სამხედრო თემატიკაზე დაყრდნობილი თამაში „ეარსოფტიც“ კი ითამაშეს ახლო მდებარე ღია სივრცეში. მომავალი სასიძოს გულის მოსაგებად „კონსიერჟ თბილისმა“ მიაკვლია მოკრივე ქალბატონს, რომელიც დაგვთანხმდა მეგობრულ ბრძოლაში მონაწილეობაზე.
სტუმრებს საშუალება მიეცათ დამტკბარიყვნენ ქართული ველური ბუნების სილამაზით ჯუთაში, კაზბეგი, ხოლო საღამოს ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ქვეშ ე.წ „ჭიაკოკონობაც“ კი ეთამაშათ. დელეგაცია ასევე ეზიარა ნამდვილ ქართულ სტუმართმოყვარეობას, როდესაც ისინი მიიწვიეს ადგილობრივ ოჯახში და გაუშალეს ქართული სუფრა, სადაც ყოველი კერძის დაგემოვნებისას იგრძნობოდა რამხელა სიყვარულით მომზადდა ეს საკვები.
ქართველი ხალხის გახსნილობამ, სიმარტივემ და ხალისმა წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა უცხოელ ჯგუფზე, რის შემდეგაც ისინი საქართველოში ინვესტირებითაც დაინტერესდნენ.
-
შედეგები
- სტუმრებმა მათთვის საინტერესო ყველა ადგილი მოინახულეს
- დელეგაციის ყველა წევრმა აღნიშნა, რომ მიიღო წარუშლელი შთაბეჭდილებები
- ყველა მათგანს ქონდა შესაძლებლობა დაეგემოვნებინა სხვადასხვა ქართული კერძები და უგემრიელესი ღვინო
- სტუმრებმა საქართველო იმ იმედით დატოვეს, რომ მალე დაბრუნდებიან და დაათვალიერებენ უამრავ ღირშესანიშნაობას
-
-
ფრანკლინ როი
" მსოფლიოს მასშტაბით უამრავი საკონსიერჟო სააგენტოა, მაგრამ რთულად წარმოსადგენია გუნდი, რომელიც ამდენი რამის გაკეთებეას შეძლებდა ჩვენთვის. ჩვენი ჯგუფი ძალიან არაორდინალურია და აქვს ძალიან დიდი და ზოგჯერ აბსურდული მოთხოვნები. თქვენ შეძელით და შემოგვთავაზეთ გამოცდილება, რომელიც არასდროს არ დაგვავიწყდება. ჩვენ შეგვიყვარდა საქართველო და ქართველი ხალხი, და ეს სწორედ თქვენი დამსახურებაა. ინვესტირებასაც კი განვიხილავთ, რომ უფრო მჭიდროდ დავუკავშირდეთ თქვენს ულამაზეს ქვეყანას" .
-
Colin M Donohue | სტარტაპ გრაინდ საქართველოს დამფუძნებელი
დღეს საღამოს, კონსიერჟ თბილისის დამსახურებაცაა, რომ ჩვენ შეუძლებელი შევძელით, კომპანიის გუნდმა თავდაუზოგავად იმუშავა და არ შეუშინდა მცირე დროსა და სირთულეებს.„ ღონისძიების წარმატებულ აღსრულებაზე არაერთი კომენტარი მოვისმინე.
ნინო ხირტლაძე, ლიზი ხაბაზაშვილი, ნინო ლაშხი, თქვენ ძალიან შთამბეჭდავი სამუშაო გასწიეთ სტარტაპ გრაინდის წარმატებისათვის, ვიმებოვნებ თქვენი ყველა კლიენტი ჩვენნაირი რთული არ არის. ჩვენ ვაფასებთ თქვენს მიერ გამომჟღავნებულ ზრუნვას მიუხედავად დიდი სტრესია და დაბრკოლებებისა, რაც დაკავშირებული იყო მსოფლიო დონის ღონისძიების განხორციელებასთან.
არაერთი სტუმრისაგან მოვისმინე, რომ ეს იყო საუკეთესო ღონისძიება, რომელსაც კი ოდესმე დასწრებიან!
-
თამარ საყვარელიძე | გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაცია - შრომითი ბაზრის და პროფესიული განათლების დანაყოფის კომუნიკაციის ექსპერტი
„კონსიერჟ თბილისის“ მომსახურების გამოყენებამდე, ჩვენ გავაანალიზეთ ორგანიზაციის შიდა რესურსი და მივედით დასკვნამდე, რომ გვჭირდებოდა პროფესიონალური ივენთ მენეჯმენტ კომპანიის დახმარება, რომელსაც შეეძლო ერთდროულად ემუშავა სხვადასხვა დავალებებზე შემჭიდროვებულ ვადებში და სტრესულ გარემოში. ამასთანავე კომპანიას უნდა ქონოდა სხვადასხვა დონორ ორგანიზაციებთან მუშაობის გამოცდილება.
გუნდის პროფესიონალიზმის მიღმა, აღსანიშნავია ის მეგობრული დამოკიდებულება და ღიმილი, რომლითაც ისინი უმკლავდებოდნენ კომპლექსურ დავალებებს. ჩვენთვის ეს იყო პროფესიული განათლების მიმართულებით ყველაზე მაშტაბური და მაღალი რანგის სამთავრობათაშორისო ღონისძიება, რომელშიც ჩართული იყვნენ სხვადასხვა დაინტერესებული მხარეები, მათ შორის საქართველოს და გერმანიის მთავრობის წარმომადგენლები, კერძო სექტორი და დონორი ორგანიზაციები. „კონსიერჟ თბილისმა“ გაიმარჯვა ტენდერში, ის სრულად შეესაბამებოდა ჩვენს მოთხოვნებს და ქონდა ინტელექტუალური რესურსი, რომ ჩვენთან ერთად შეექმნა და განეხორციელებინა ღონისძიების კონცეფცია.ჩემთვის არ იყო გასაკვირი „კონსიერჟ თბილისის“ ტენდერში გამარჯვება, რადგან მათთან ნამუშევარი მქონდა საქართველოში ევროკავშირის დელეგაციაში კომუნიკაციების დანაყოფის ხელმძღვანელობის დროს. მიუხედავად ამისა გამაკვირვა კომპანიის მოქნილობამ და შესაძლებლობამ ერთდროეულად ემუშავათ ერთმანეთისგან განსხვავებულ დავალებებზე, მოეხდინათ ადაპტირება საკმაოდ სტრესულ გარემოში, რადგან ეს ღონისძიება ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი იყო და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საქართველოში პროფესიული განათლების განვითარებისათვის.
მომავალშიც ყოველგვარი ყოყმანის გარეშე მივმართავ „კონსიერჟ თბილისს“ და ვურჩევ ჩემს მეგობრებს აღნიშნული კომპანიის მომსახურების გამოყენებას.