Присоединяйтесь к нам
კონსიეჟ თბილისის გუნდმა განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის დაკვეთით დაგეგმა და განახორციელა კომპლექსური B2B ფორუმი. ღონისძიების წარმატება მეტწილად დამოკიდებული იყო პრე-ივენთ მარკეტინგულ აქტივობებსა და ფორუმის საჭიროებების შესაბამისი პლათფორმის შერჩევაზე.
კონსიერჟ თბილისს უნდა ემუშავა საქართველოს რეგიონებიდან 15 დამწყებ მეწარმესთან, რომლებსაც არ ქონდათ ვირტუალურ პლათფორმებზე საკუთარი თავის წარდგენის გამოცდილება.
გამომდინარე იქიდან, რომ კონსიერჟ თბილისი ორგანიზებას უწევდა ქართულ ბაზარზე პირველ, ე.წ ჰიბრიდული ფორმატის ვირტუალურ ღონისძიებას, კომპანიამ მოახდინა 25 კაციანი გუნდის მობილიზება. გუნდი მოიცავდა სცენის მენეჯერებს, დიზაინერებს, პროექტის და ფორუმის კოორდინატორებს, მოდერატორებს და სხვა პროფესიონალებს, რომლებიც უზრუნველყოფდნენ დამკვეთისათვის სასურველი შედეგის დადებას.
კონსიერჟ თბილისმა შეარჩია პლათფორმა, რომელზეც წარმოდგენილი იყო სცენა გამომსვლელებისათვის, ონლიან საექსპოზიციო ოთახები და ასევე ინდივიდუალური სივრცე 15 მეწარმის B2B შეხვედრებისათვის.
კომპანიის მარკეტინგის გუნდი აქტიურად მუშაობდა დამკვეთთან არსებული ბრენდირების ახალ ვირტუალურ პლათფორმაზე მოსარგებად და 15 მეწარმისათვის როგორც ბრენდირების ისე სამეწარმეო კატალოგის შესაქმნელად.
კონსიერჟ თბილისის გუნდმა ასევე მოიძია და ღონისძიებაზე მოიპატიჟა წარმოდგენილი მეწარმეების საქმიანობის შესაბამისი 55 ტოპ კომპანია.
Присоединяйтесь к нам
Мы свяжемся с вами