ახალგაზრდა მეწარმეების ხელშემწყობი B2B ფორუმი

ჩვენმა გუნდმა განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის დაკვეთით დაგეგმა და განახორციელა კომპლექსური B2B ფორუმი. ღონისძიების წარმატება მეტწილად დამოკიდებული იყო პრე-ივენთ მარკეტინგულ აქტივობებსა და ფორუმის საჭიროებების შესაბამისი პლათფორმის შერჩევაზე.

 

კონსიერჟ თბილისს უნდა ემუშავა საქართველოს რეგიონებიდან 15 დამწყებ მეწარმესთან, რომლებსაც არ ქონდათ ვირტუალურ პლათფორმებზე საკუთარი თავის წარდგენის გამოცდილება.

FAQ

  • რა არის დამსწრეთა მაქსიმალური რაოდენობა ვირტუალურ ღონისძიებაზე?

    კონსიერჟ თბილისი თანამშრომლობს რამდენიმე საერთაშორისო პლათფორმასთან, შესაბამისად გვაქვს იმის შესაძლებლობა რომ ვირტუალურ სივრცეში 10 000-ზე მეტ ადამიანს ვუმასპინძლოთ.

  • რა ტიპის და ფორმატის ვირტუალურ ღონისძიებებს სთავაზობთ კლიენტებს?

    ჩვენ დამკვეთებს ვთავაზობთ 2D და 3D ონლაინ ღონისძიებებს, რაც პირდაპირ კავშირშია ღონისძიების შინაარსთან, არის ეს კონფერენცია, ექსპოზიცია, ახალი პროდუქციის გაცნობა თუ ფორუმი. უკეთესი ონლიან გამოცდილებისათვის რეკომენდაციას ვუწევთ ე.წ ჰიბრიდული ფორმატის ღონისძიებებს, სადაც შერწყმულია ონლაინ და ოფლაინ ელემენტები.

  • რამდენად მოიცავს თქვენი მომსახურება ღონისძიების შინაარსობრივი ნაწილის გამართვას?

    კონსიერჟ თბილისის გუნდმა შეიმუშავა მომსახურების სრული პაკეტი, რადგან დამკვეთების უმრავლესობას არ აქვს ონლაინ ღონისძიებების გამოცდილება და ურჩევნიათ პროფესიონალების რჩევა თუ როგორ გაწერონ სცენარი, მოამზადონ მარკეტინგული მასალები და ვიდეო რგოლები, რაც საბოლოო ჯამში განაპირობებს წარმატებულ ონლაინ ღონისძიებას.

  • საშუალოდ რა დრო ჭირდება ონლაინ ღონისძიების დაგეგმვას?

    ღონისძიების დაგეგმვის დრო პირველ რიგში დამოკიდებულია მის ტიპსა და იმ წინამოსამზადებელი სამუშაოების რაოდენობაზე რაც დამკვეთს ესაჭიროება. საშუალოდ მოსამზადებელი პროცესი 1-3 თვეს მოიცავს, მაგალითისათვის თუ კონსიერჟ თბილისის გუნდი ქმნის ბრენდირებას, აწარმოებს ვიდეო გადაღებებს და B2B ფორუმის დაგეგმვას, მომზადების პროცესი შეიძლენა 2.5 და 3 თვემდე გაგრძელდეს.

მსგავსი პროექტები

  • გამოწვევები:

    • საჭიროებების შესაბამისი საუკეთესო ვირტუალური პლათფორმის შერჩევა და შემჭიდროვებულ ვადებში მისი ადაპტაცია
    • მეწარმეებისთვის ახალი ბრენდირების და პრომო მასალების შემუშავება
    • მცირე ვადებში მეწარმეების მიერ ახალი ვირტუალური პლათფორმის ათვისება
    • დამწყები მეწარმეების მომზადება წამყვალ კომპანიებთან მოლაპარაკებების საწარმოებლად
    • პროდუქციის გამოფენის მოწყობა და ვირტუალ ღონისძიებაზე ცოცხალი ჩართვის გაკეთება
    • ონლაინ და ე.წ ოფლაინ ელემენტების გაერთიანება საინტერესო ვირტუალური ღონისძიების შესაქმნელად
  • გადაწყვეტა:

    გამომდინარე იქიდან, რომ კონსიერჟ თბილისი ორგანიზებას უწევდა ქართულ ბაზარზე პირველ, ე.წ ჰიბრიდული ფორმატის ვირტუალურ ღონისძიებას, კომპანიამ მოახდინა 25 კაციანი გუნდის მობილიზება. გუნდი მოიცავდა სცენის მენეჯერებს, დიზაინერებს, პროექტის და ფორუმის კოორდინატორებს, მოდერატორებს და სხვა პროფესიონალებს, რომლებიც უზრუნველყოფდნენ დამკვეთისათვის სასურველი შედეგის დადებას.

     

    კონსიერჟ თბილისმა შეარჩია პლათფორმა, რომელზეც წარმოდგენილი იყო სცენა გამომსვლელებისათვის, ონლიან საექსპოზიციო ოთახები და ასევე ინდივიდუალური სივრცე 15 მეწარმის B2B შეხვედრებისათვის.

     

    კომპანიის მარკეტინგის გუნდი აქტიურად მუშაობდა დამკვეთთან არსებული ბრენდირების ახალ ვირტუალურ პლათფორმაზე მოსარგებად და 15 მეწარმისათვის როგორც ბრენდირების ისე სამეწარმეო კატალოგის შესაქმნელად.

     

    კონსიერჟ თბილისის გუნდმა ასევე მოიძია და ღონისძიებაზე მოიპატიჟა წარმოდგენილი მეწარმეების საქმიანობის შესაბამისი 55 ტოპ კომპანია.

  • შედეგები:

    • მოხდა 15 დამწყები კომპანიის ე.წ ბრენდბუქის შექმნა და სოც მედიაში ოპერირების რეკომენდაციების გაწერა
    • მეწარმეებს ჩაუტარდათ ბიზნეს მოლაპარაკებების წარმოების ინტენსიური კურსი, რამაც ტოპ კომპანიებთან ვირტუალური შეხვედრების დროს შემატა მათ თავდაჯერებულობა და უკეთესად წარადგინეს ბიზნესი
    • ვირტუალური ღონისძიება იყო ბრენდირებული და ჯეროვნად წარმოაჩენდა ყველა დაინტერესებულ მხარესა და მეწარმეს
    • B2B ფორუმი შედეგიანი აღმოჩნდა ჩართული მხარეებისათვის. 55-მა მონაწილე კომპანიამ 84 ონლაინ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და შედგა 80 შეთანხმება სამომავლო თანამშრომლობაზე.
    • ონლიან ღონისძიება კარგად გაშუქდა სოც-მედიაში
    • მოწვეულმა კომპანიებმა აღნიშნეს, რომ ვირტუალური პლათფორმა იყო ინტუიტიური, მეწარმეები კარგად იყვნენ მომზადებულები შეხვედრებისთვის
    • მეწარმეებმა სურვილი გამოთქვეს მომავალშიც დაესწრონ ღონისძიებას

გაწევრიანება

გაწევრიანდით ჩვენი ბრენდის ქვეშ

დეტალური ინფორმაცია

დიდი მადლობა კონსიერჟ თბილისის საწევრო პაკეტით დაინტერესებისათვის. ჩვენი კონსიერჟი მალე დაგიკავშირდებათ
წინა შემდეგი გაგზავნა
  • 01
  • 02
  • 03

პირადი ინფორმაცია

საკონტაქტო ინფორმაცია

სერვისის ინფორმაცია

უკუკავშირი

მოგვწერეთ თქვენი საჭიროებები. ჩვენი გუნდი მოთხოვნას დაამუშავებს და 48 საათის განმავლობაში დაგიკავშირდებათ

დეტალური ინფორმაცია

დიდი მადლობა დაინტერესებისათვის, ჩვენი კონსიერჟი დაგიკავშირდებათ
გაგზავნა

პირადი ინფორმაცია

დახურვა

ძიება

ძიება

მოძებნეთ სასურველი სერვისი ან სტატია

ვერ მოიძებნა საიტზე ინფორმაცია