ტოსკანური ქორწილი მზესუმზირებით

გიორგიმ და სოფომ დაქორწინება აგვისტოს მზიან დღეს გადაწყვიტეს. კონსიერჟ თბილისის გუნდმა დამკვეთის სურვილების მიხედვით დაიწყო ქორწილის თემატურ გადაწყვეტაზე ფიქრი და წვეულებაში საშემოდგომო აქცენტები შეიტანა. ბირთვისის აგარაკი ერთი დღით ყვითელი მზესუმზირებითა და დეკორაციებით მოირთო, რამაც ერთგვარად ტოსკანური ქორწილის იერი შესძინა

 

 

  • ხელის მოწერის ცერემონიალი

    ნეფე-პატარძლის ფიცის დადების ოფიციალური ნაწილი სპეციალურად ამ საღამოსთვის საზეიმოდ გაფორმებულ ეზოში გაიმართა. მასიური ხის სკამები მოირთო საშემოდგომო ფერების ქსოვილებითა და მზესუმზირის ყვავილებით, რამაც განუმეორებელი ატმოსფერო შექმნა

  • დეკორაცია

    ბირთვისში აგარაკის მოწყობა დიზაინერთან ერთად სწორი ინვენტარის, დეკორაციებისა და აქსესუარების შერჩევით დავიწყეთ. დახვეწილი, გემოვნებიანი და ლამაზი გარემოს შესაქმნელად გუნდმა აქსესუარების უმეტესი ნაწილი ხელით შეასრულა:

     

    • შეირჩა სანთლების სხვადასხვა კომბინაციები და შეიფუთა ლამაზი ქსოვილებით
    •  
    • მზესუმზირის ყვავილებით დამზადდა საშემოდგომო თაიგულები
    •  
    • მაგიდის გასაფორმებლად სხვადასხვა ზომის ქოთნები ბაფთებით გალამაზდა
    •  
    • ხელის მოწერის ცერემონიალისთვის კალმებიც შეიფუთა
    •  
    • გირლანდა განათებებით ეზოში კიდევ უფრო მყუდრო გარემო შეიქმნა
  • ქეითერინგი

    ქორწილი გასართობი პროგრამის გარეშე არ არსებობს და ჩვენც რაღა თქმა უნდა ვიზრუნეთ მრავალფეროვან პროგრამაზე. სახალისო თამაშების გარდა მზესუმზირების ქორწილში სტუმრებისთვის ცოცხალი მუსიკა და დიჯეის სეტები ჟღერდა

     

    • ქანთრის სტილის ცოცხალი შესრულებით საღამო გააფორმა მუსიკოსმა შოთა ადამაშვილმა
    •  
    • დღესასწაულს საცეკვაო მუხტი შემატაDj-ის მიერ შერჩეულმა გემოვნებიანმა მუსიკამ
  • გასართობი პროგრამა

    ქორწილი გასართობი პროგრამის გარეშე არ არსებობს და ჩვენც რაღა თქმა უნდა ვიზრუნეთ მრავალფეროვან პროგრამაზე. სახალისო თამაშების გარდა მზესუმზირების ქორწილში სტუმრებისთვის ცოცხალი მუსიკა და დიჯეის სეტები ჟღერდა

     

    • ქანთრის სტილის ცოცხალი შესრულებით საღამო გააფორმა მუსიკოსმა შოთა ადამაშვილმა
    •  
    • დღესასწაულს საცეკვაო მუხტი შემატაDj-ის მიერ შერჩეულმა გემოვნებიანმა მუსიკამ

Join Us

Join in our brand

Your details

We are glad you are interested in Concierge Tbilisi membership. Our concierge will contact you shortly.
Previous Next Submit
  • 01
  • 02
  • 03

Personal Information

Contact Information

Service Information

Call back

Your details

Thank you for your interest. Our concierge will contact you
Submit

Personal Information

Close

Concierge Search

Concierge Search

Tour, event or service

Not found information