11. დეკემბერი 2018

Luxury სერვისი საქართველოში

კონსიერჟ თბილისთან ერთად სურვილებს საზღვრები არ აქვს

Luxury სერვისი საქართველოში
Luxury სერვისი საქართველოში
ბლოგი და ახალი ამბები
უკუკავშირი

ყველა ადამიანს აქვს რაიმე განსაკუთრებული სურვილები, ოცნებები რომელთა განხორციელებაც  თავად უწევს ხოლმე, თუმცა არსებობს ისეთი საკითხებიც, რომელშიც პროფესიონალების დახმარებაა საჭირო. საქმიან ადამიანებს  საკუთარ საქმიანობაში დიდი დისციპლინა აქვთ, რაც მათი წარმატების ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოა, თუმცა ყველაფრის ორგანიზებისთვის ისინიც ვერ იცლიან, რადგან საქმე ბევრია - დრო კი ძალიან ცოტა. უამრავი შეხვედრებისა და ქვეყნისა თუ ქალაქ გარეთ მოგზაურობის ფონზე, საქმიან ადამიანებს  ფაქტობრივად დრო არ რჩებათ იმისთვის, რომ საორგანიზაციო საკითხებში სრულად იყვნენ ჩართულნი. ასეთი რეჟიმის ფონზე რთულია იმის გაკონტროლება, თუ რომელ სასტუმროში მოუწევს მას დაბინავება, როგორ სერვისს შესთავაზებენ მას, რომელი მანქანით მოემსახურებიან და ვინ იქნება მისი პირადი მძღოლი.

 

სწორედ ამისთვის არსებობს ბიზნეს კონსიერჟი და Concierge Tbilisi-ს ლაქშერი სერვისი, რომელიც ფაქტობრივად ყველა გამოწვევას ადეკვატურად პასუხობს. კონსიერჟის ცხოვრების სტილის მართვის   სერვისი გულისხმობს უამრავი მიმდინარე საზრუნავის მოგვარებას, რომელიც ყველაზე წვრილმან და უმნიშვნელო დეტალებსაც კი მოიცავს. ცხოვრების სტილის მართვის მომსახურება, უამრავ პრივილეგიებსა და უპირატესობებს გულისხმობს.

 

Concierge Tbilisi-ს  საუკეთესო ურთიერთობა აქვს გამორჩეულ სასტუმროებთან, რაც კლიენტისთვის გამოიხატება როგორც ფასდაკლებებში, ასევე სხვადასხვა სახის პრივილეგიებში. მაგალითად, თუკი საქმიან ადამიანებს  სასტუმროებში დაბინავება სასტუმროს მიერ დადგენილ დროზე ადრე მოუნდებათ, კონსიერჟი ის ადამიანი იქნება, ვინც Early check-in-ს ისე უზრუნველყოფს, რომ მის კლიენტს ადგილზე მისვლისას ყველაფერი გამზადებული დახვდება. ასეთივე სერვისის უზრუნველყოფა შეუძლია კონსიერჟს სასტუმროს გვიან დატოვების შემთხვევაში, როცა კლიენტს Late Check-out სურს.

 

თუმცა ეს ყველაფერი მხოლოდ დასაწყისია. სურვილებს საზღვრები არ აქვს, მითუმეტეს ისეთი ადამიანებისთვის, ვისაც მუდმივად მოძრაობა უწევთ. დღეს ჯანსაღი ცხოვრების წესი და სპორტული აქტივობა საქმიანი ადამიანებისათვის ერთ-ერთი პრიორიტეტული ცხოვრების სტილია, რაშიც მათი რეჟიმიდან გამომდინარე, მუდმივი ხელშეწყობა და განსაკუთრებული პირობები სჭირდებათ. Concierge Tbilisi-ს სასტუმროებში კლიენტებისთვის სპეციალური დიეტის უზრუნველყოფა შეუძლია, რომელიც დამკვეთებს საშუალებას მისცემს საქმისა და დასვენების პარალელურად, სპორტული კვების რეჟიმი შეინარჩუნონ. ამის პარალელურად კი, კონსიერჟს შეუძლია შეარჩიოს საუკეთესო ფიტნეს ინსტრუქტორი, რომელიც სასტუმროში ყოფნის დროს კლიენტებს პროფესიონალურ ასისტენტობას გაუწევს.

 

ხშირად ისეც ხდება ხოლმე, რომ საქმიან ადამიანებს  არამხოლოდ მათთვის, არამედ მათი ბიზნეს პარტნიორებისთვის, მეგობრებისთვის, კლიენტებისთვის, ოჯახის წევრებისთვის და სხვა ადამიანებისთვის სურთ განსაკუთრებული პირობების შექმნა. ლოგიკურია, რომ თანამედროვე საქმიანი ადამიანი  ზრუნავდეს ამ ადამიანების კომფორტზე, რადგან ისინი მისი ცხოვრების ნაწილი არიან. ამ შემთხვევაშიც, Concierge Tbilisi-ს როგორც ცხოვრების სტილის მართვის, ისე ბიზნეს კონსიერჟის სერვისი გამორჩეულ მოპყრობასა და პირობებს შესთავაზებს ნებისმიერ ადამიანს. ბიზნეს კონსიერჟი იკვლევს, რა იქნება მისი დამკვეთისთვის საუკეთესო. მან ზუსტად იცის, როგორი საჩუქარი შეარჩიოს პარტნიორებისთვის, როგორი პერსონალური მომსახურება გაუწიოს მას, როგორი სერვისი დაახვედროს სასტუმროებსა თუ რესტორნებში. სწორედ ამიტომაც არის, რომ Concierge Tbilisi თავისი სერვისით ყველაზე გამორჩეულია ადგილობრივ ბაზარზე.

 

Concierge Tbilisi -ის კიდევ ერთი უპირატესობა  ის არის, რომ მას გარდა სასტუმროებისა და რესტორნებისა, ტრანსპორტირების მოგვარებაც საუკეთესოდ გამოსდის. მნიშვნელობა არ აქვს, დამკვეთის სურვილს ასრულებს თუ მესამე პირის, კონსიერჟს აქვს უნარი გამოიკვლიოს, თუ როგორი მანქანა სურს კლიენტს და სურვილის შემთხვევაში, დაახვედროს მას საუკეთესო ბრენდების ყველაზე ექსკლუზიური მოდელებიც კი. ამასთან, კონსიერჟი უზნრუნველყოფს პროფესიონალ მძღოლს, რომელსაც ენობრივი ბარიერი არ ექნება კლიენტთან და მის ყველა მითითებასა თუ სურვილს საუკეთესოდ შეასრულებს. მანქანების გარდა, თუკი კლიენტს ნავით ან გემით გასეირნება მოუნდება, ბიზნეს კონსიერჟი ამ სურვილის ასრულებაზეც იზრუნებს. რაც შეეხება თვითმფრინავებს, Concierge Tbilisi-ს სერვისის მომხმარებლებს ბილეთებზე და საუკეთესო რეისებზე ხელმისაწვდომობის პრობლემა არასდროს აქვთ, თუნდაც კლიენტმა მოგზაურობა ექსპრონტად მოისურვოს, რადგან კომპანიას თავად აქვს ბილეთების დაჯავშნის მომსახურება.

 

ნებისმიერ ადამიანს უყვარს ლამაზი ხედებისა და ისტორიული სანახაობების ფონზე ვახშმობა და საინტერესო საუბრები პარტნიორებთან და მეგობრებთან ერთად. კონსიერჟ  სერვისის პირობებში, ბიზნეს კონსიერჟს ასეთი ვახშმების დაგეგმვა თავის პარტნიორ რესტორნებთან ერთად საუკეთესოდ შეუძლია. ადგილს მნიშვნელობა არ აქვს, მთავარი სურვილია და ყველაფერი შესაძლებელი იქნება.

 

იმისთვის, რომ შთაბეჭდილებები და გამოცდილება საუკეთესო იყოს, ყველაფერ ზემოთ თქმულს სწორი დაგეგმვა სჭირდება, რასაც უამრავი დრო მიაქვს. შესაბამისად, ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისი ცხოვრების რეჟიმიც ძალიან გადატვირთულია, ძალიან რთულია ყველა დეტალის განსაზღვრა. Concierge Tbilisi-ს  სერვისის უპირატესობა კი ის არის, რომ კლიენტი მხოლოდ ერთხელ, ერთ ადამიანს ურეკავს და დანარჩენს უკვე ბიზნეს კონსიერჟი ან ცხოვრების სტილის მართვის მენეჯერი უზრუნველყოფს ისე, რომ დამკვეთი ყოველთვის კმაყოფილი რჩება

დაკავშირებული ბლოგი

გაწევრიანება

გაწევრიანდით ჩვენი ბრენდის ქვეშ

დეტალური ინფორმაცია

დიდი მადლობა კონსიერჟ თბილისის საწევრო პაკეტით დაინტერესებისათვის. ჩვენი კონსიერჟი მალე დაგიკავშირდებათ
წინა შემდეგი გაგზავნა
  • 01
  • 02
  • 03

პირადი ინფორმაცია

საკონტაქტო ინფორმაცია

სერვისის ინფორმაცია

უკუკავშირი

მოგვწერეთ თქვენი საჭიროებები. ჩვენი გუნდი მოთხოვნას დაამუშავებს და 48 საათის განმავლობაში დაგიკავშირდებათ

დეტალური ინფორმაცია

დიდი მადლობა დაინტერესებისათვის, ჩვენი კონსიერჟი დაგიკავშირდებათ
გაგზავნა

პირადი ინფორმაცია

დახურვა

ძიება

ძიება

მოძებნეთ სასურველი სერვისი ან სტატია

ვერ მოიძებნა საიტზე ინფორმაცია