12. მაისი 2020

იდუმალი სვანეთი - იდეალური ადგილი „ციფრული დეტოქსისათვის“

თუ ოდესმე გსმენიათ „ციფრული დეტოქსის“ თაობაზე და გსურთ გონების განტვირთვა, „კონსიერჟ თბილისი“ გიწვევთ დაუვიწყარ მოგზაურობაში იდუმალ, მედიდურ და მომაჯადოვებელ სვანეთში.

იდუმალი სვანეთი - იდეალური ადგილი „ციფრული დეტოქსისათვის“
იდუმალი სვანეთი - იდეალური ადგილი „ციფრული დეტოქსისათვის“
ბლოგი და ახალი ამბები
უკუკავშირი

თუ ოდესმე გსმენიათ „ციფრული დეტოქსის“ თაობაზე და გსურთ გონების განტვირთვა, „კონსიერჟ თბილისი“ გიწვევთ დაუვიწყარ მოგზაურობაში იდუმალ, მედიდურ და მომაჯადოვებელ სვანეთში.

თამარ მეფის აეროპორტში დაშვებისთანავე, თქვენ დაგხვდებათ ჯიპის ტიპის ავტომობილები, რომლებიც წაგიყვანენ „ქორულდი“-ს ტბაზე, სადაც ბუნებაში მიირთმევთ უგემრიელეს სადილს. თქვენ დააგემოვნებთ სვანურ ტრადიციულ კერძებს და ჭაჭას, რომელსაც ადგილობრივები ხუმრობით საუკეთესო „ანტი კორონა ვირუსის“ წამალსაც უწოდებენ. მასში არსებული ალკოჰოლის 80%-ზე მეტი შემცველობის გამო.

სვანეთი

 

უშბა

სადილის შემდგომ „კონსიერჟ თბილისის“ გიდი გაგიძღვებათ უშბის მთის ძირში მდებარე მდელოებისაკენ, საიდანაც კარგად მოჩანს 5 ულამაზესი მყინვარის შეერთების ადგილი. ტურის ამ ნაწილის მძაფრში შეგრძნებებით დასასრულებლად გექნებათ შესაძლებლობა პარაპლანით დაეშვათ მესტიაში, ამ არჩევანს რაღათქმაუნდა თქვენ მოგანდობთ. 

მესტიის ერთ ერთი სვანური კოშკის ეზოში მდებარე კაფეში თქვენ ეზიარებით ნამდვილ ქართულ სტუმართმოყვარეობას, სუფრის ტრადიციას და უგემრიელეს სვანურ კერძებს. ასეთ გარემოში ვახშამი წააგავს შუასაკუნოვან კოშკში ტრაპეზს და კერძებიც უძველესი რეცეპტების მიხედვითაა მომზადებული. მასპინძელი მოგიყვებათ სვანური კულტურის, ტრადიციების შესახებ და თავს როგორც საკუთარ სახლში ისე გაგრძნობინებთ.

სვანეთი, უშგული

 

უშგული

მეორე დღეს თქვენი მოგზაურობა გაგრძელდება სოფელ უშგულში. ევროპის ერთ-ერთი უძველესი და ყველაზე მაღალი დასახლება, სოფელი უშგული, შეტანილია UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში. უშგულიდან ცხენებით დაეშვებით საქართველოს ყველაზე მაღალი მწვერვალის, შხარას მისადგომებთან. სწორედ შხარადან იღებს სათავეს, 231 კილომეტრი სიგრძის, საქართველოს ერთ ერთი ულამაზესი და ენერგო მომარაგების კუთხით სტრატეგიული მდინარე ენგური. ენგურის ჰიდროელექტრო სადგური 1961-1987 წლებში აშენდა და იგი სიმაღლით მსოფლიოში არსებული ბეტონის თაღოვანი კაშხლების ხუთეულშია.

მდინარე ენგურის სათავის მონახულების შემდეგ დაბრუნდებით მესტიაში. ვახშამს მიირთმევთ სასტუმრო „თეთნულდის“ ტერასაზე, საიდანაც იშლება ულამაზესი ხედი კავკასიოის ქედზე. 

ტობავარჩხილის ტბა

 

„ტობავარჩხილის“ ტბა

ეს სამოთხის მსგავსი ადგილი, სრულიად მოწყვეტილია ცივილიზაციას და საფეხმავლო ბილიკებით 2 დღეს მოანდომებთ ასვლას, მაგრამ ყოველი დაფარული კილომეტრი ღირს იმ შთაბეჭდილებებად რასაც „ტობავარჩხილი“ გპირდებათ. გზად ნახავთ ულამაზეს ბუნებას და ამასთანავე კიდევ ერთხელ გაგაოცებთ ქართული სტუმარმასპინძლობის კულტურა, აქ მწყემსები იზრუნებენ თქვენს გემრიელად დაპურებაზე. თქვენ დააგემოვნებთ მთის ყველით მომზადებულ ელარჯს ადგილობრივ ქოხებში. ტობავარჩხილზე ერთი ღამით დაბანაკდებით და ულამაზესი ვერცხლისფერი ტბიდან უცქერთ ვარსკვლავებით მოჭედილ ცას.

მეორე დღეს თქვენი თავგადასავალი გაგრძელდება პატარა ტობავარჩხილის ტბაზე დაშვებით, სადაც ნავით გასეირნებასაც შეძლებთ. ეს მოგზაურობა გაძლევთ უნიკალურ შესაძლებლობას საკუთარ თავზე გამოსცადოთ ცივილური სამყაროს მიღმა ცხოვრება და გაიჯანსაღოთ ორგანიზმი მთის სუფთა ჰაერით. ტობავარჩხილის ტბებზე 2 ღამის გატარების შემდეგ დაბრუნდებით მესტიაში.

სვანეთი

 

მესტიაში ყოფნისას „კონსიერჟ თბილისი“ რეკომენდაციას უწევს სასტუმროს „ფოსტა მესტია“, რომელიც გთავაზობთ კომფორტულ განთავსებას და მაღალი დონის მომსახურებს. კლიენტის შეხედულებისამებრ კომპანია შემოგთავაზებთ სხვა სასტუმროებსაც და მოერგება თქვენს ბიუჯეტს.

 

 

ტურის რეკომენდებული ხანგრძლივობა: 10 დღე

ტრანსპორტირების ტიპი: ჯიპის ტიპის ავტომობილები,  სათავგადასავლო ტურების დროს ცხენები

ვიზიტის რეკომენდებული დროივლისი-სექტემბერი

დაკავშირებული ბლოგი

გაწევრიანება

გაწევრიანდით ჩვენი ბრენდის ქვეშ

დეტალური ინფორმაცია

დიდი მადლობა კონსიერჟ თბილისის საწევრო პაკეტით დაინტერესებისათვის. ჩვენი კონსიერჟი მალე დაგიკავშირდებათ
წინა შემდეგი გაგზავნა
  • 01
  • 02
  • 03

პირადი ინფორმაცია

საკონტაქტო ინფორმაცია

სერვისის ინფორმაცია

უკუკავშირი

მოგვწერეთ თქვენი საჭიროებები. ჩვენი გუნდი მოთხოვნას დაამუშავებს და 48 საათის განმავლობაში დაგიკავშირდებათ

დეტალური ინფორმაცია

დიდი მადლობა დაინტერესებისათვის, ჩვენი კონსიერჟი დაგიკავშირდებათ
გაგზავნა

პირადი ინფორმაცია

დახურვა

ძიება

ძიება

მოძებნეთ სასურველი სერვისი ან სტატია

ვერ მოიძებნა საიტზე ინფორმაცია