27. აპრილი 2019

საქართველოს კარგად ნაცნობი უცნობი ეკლესიები

უძველეს ეკლესია-მონასტრები, რომლებიც ნებისმიერი ტურისტისა თუ სტუმრის მოწონებასა და ინტერესს იმსახურებს

საქართველოს კარგად ნაცნობი უცნობი ეკლესიები
საქართველოს კარგად ნაცნობი უცნობი ეკლესიები
საქართველოს კარგად ნაცნობი უცნობი ეკლესიები
საქართველოს კარგად ნაცნობი უცნობი ეკლესიები
ბლოგი და ახალი ამბები
უკუკავშირი

ქვეყნის კულტურა რომ კარგად გაიცნო, პირველ რიგში იმ ადგილებს უნდა ესტუმრო, სადაც ისტორია ყველაზე ავთენტურია. იტალიაში ასეთი ადგილები მავზოლეუმებს, რომის იმპერიის ნანგრევებსა და იტალიურ ეზოებს უკავშირდება, პორტუგალიაში კი პორტებსა და სავაჭრო ადგილებს, ხოლო ინგლისში — გოთიკურ შენობებს, ციხესიმაგრეებსა და სასახლეებს. საქართველოში ასეთი ადგილები უძველეს ეკლესია-მონასტრებია, რომლებიც ნებისმიერი ტურისტისა თუ მაღალი რანგის სტუმრის მოწონებასა და ინტერესს იმსახურებს. მათი მთავარი ხიბლი, არქიტექტურასთან ერთად, ის ისტორიები და ლეგენდებია, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში იქმნებოდა.

 

ჩვენ მოგიყვებით საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მდებარე მნიშვნელოვანი და უძველესი ეკლესიების შესახებ, რომლებიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ.

 

სამშვილდე

 

შეიძლება თუ არა ქვეყნის კულტურის წაკითხვა ნანგრევებზე დაყრდნობით? — ამ კითხვაზე პასუხი თუ გაინტერესებთ, სამშვილდის ციხე-ქალაქს უნდა ესტუმროთ.

 

სამშვილდის არსებობის ისტორია ჯერ კიდევ ძვ.წ. IV-III საუკუნიდან იწყება, როცა ის სამშვილდის საერისთავოს ცენტრს წარმოადგენდა. აქ შეხვდებით გამოქვაბულებს, მენჰირებს, სამაროვნებს, ნასახლარებსა და ეკლესიების შემორჩენილ ფრაგმენტებს. ამ ადგილს ისტორიულ კონტექსტს ისიც მატებს, რომ წყაროების თანახმად, ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობებთან არის დაკავშირებული. სამშვილდეში უამრავი ეკლესიაა, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანი  სამშვილდის სიონია. ქართლის ცხოვრების მიხედვით, მისი მშენებლობის იდეა მეხუთე საუკუნეში ვახტანგ გორგასლის დედას, საგდუხტს ეკუთვნის. ტაძრის შემორჩენილ ნაწილზე ისტორიული წარწერებია შემონახული, რომელშიც ის ისტორიული ადამიანები არიან ნახსენები, ვინც სიონის აგებაში მიიღო მონაწილეობა.

 

კალოუბნის წმ. გიორგის ეკლესია

ეკლესია ქალაქ მცხეთის ჩრდილოეთ ნაწილში, შემაღლებულ ადგილას მდებარეობს, თუმცა მის შესახებ უამრავმა ადამიანმა არაფერი იცის. არადა, ის ერთ-ერთი უძველესი ძეგლია, რომელიც მეთორმეტე საუკუნეში აშენდა. ეკლესია ნატეხი ქვით არის ნაშენები და მიუხედავად თავისი მცირე ზომებისა, უამრავ ღირსშესანიშნაობას იტევს. მისი არქიტექტურა ნებისმიერი მნახველის გაოცებას იწვევს, რადგან ეკლესია აერთიანებს ორ ძირითად ნაწილს - ორ სართულიან კოშკისებრ ნაგებობასა და დარბაზს, რომელიც მეთორმეტე საუკუნეშია მოხატული. ნახატები ასახავს სადღესასწაულო ციკლის ხუთ სცენას: ხარებას, მირქმას, შობას, ნათლისღებასა და  ფერიცვალებას.

 

გარდა ამისა, კალოუბნის წმ. გიორგის ეკლესიიდან მცხეთის ულამაზესი ხედი იშლება, საიდანაც მდინარე მტვკრის კალაპოტი და სხვადასხვა მცირე სოფლების დასახლებები მოსჩანს.

 

წალენჯიხის საკათედრო ტაძარი

 

წალენჯიხაში თუ მოხვდებით, აუცილებლად უნდა მოინახულოთ ეს ტაძარი, რომელიც შემაღლებულ გორაკზე მდებარეობს. მისი არქიტექტურა ნამდვილად მიიპყრობს თქვენს ყურადღებას. ეკლესიის მშნებლობა, ზოგიერთი წყაროს მიხედვით, მეათე საუკუნით თარიღდება, სხვა ვერსიებით კი მეთორმეტე ან მეთოთხმეტე საუკუნეში უნდა იყოს აგებული.  

 

ერთ-ერთი მთავარ ვერსიას თამარ მეფის სახელთან მივყავართ, რომელსაც სვანეთში ასვლისას ტაძრის მიმდებარედ ამალასთან ერთად დასვენება გადაუწყვეტია. სწორედ ამ დროს აღმოაჩინეს ეს მიწა, რომელიც სილამაზით გამოირჩეოდა და თამარ მეფეს ეკლესიის აშენება განუზრახავს. ასე რომ, მის მშენებლობასთან დაკავშირებით უამრავი ლეგენდა არსებობს, რაც კიდევ უფრო მეტად ზრდის საკათედრო ტაძრის მნიშვნელობას.

 

წალენჯიხის საკათედრო ტაძარი გამოირჩევა უნიკალური ნახატებითა და არექოლოგიით, რომელიც ვამეყ I-ის ინიციატივით, კონსტანტინეპოლიდან მოწვეულ დიდებულ მხატვარს, კირ  მანუელ ევგენიკოსს მოუხატავს. კომუნისტური მმართველობის პერიოდში, 70 წლის განმავლობაში, ტაძარი არ ფუნქციონირებდა და დაკეტილი იყო, თუმცა 1988 წელს ღვთისმსახურება აღდგა. ტაძარში დაკრძალულია უამრავი ისტორიული ფიგურა, მათ შორის,  ლევან II დადიანი და მისი მეუღლე ნესტან დარეჯანი.  

 

ლატალის წმ. იონა წინასწარმეტყველის სახელობის ტაძარი

ზემო სვანეთში არსებობს ულამაზესი სოფელი ლატალი, რომელიც ერთადერთი ადგილია, სადაც ქართველების წინაპრებს წმ. იონა წინასწარმეტყველის სახელობის ტაძარი აუგიათ. ერთი შხედვით მისტიური, რთულად მისასვლელი ეკლესია გამოირჩევა თავისი მნიშვნელობით, არქიტექტურითა და ისტორიით. ის მეთოთხმეტე საუკუნეში ააგეს და ამავე პერიოდში მოხატეს. ტაძრის დარბაზში შესვლისთანავე იგრძნობა, რამდენად დიდებულად არის შესრულებული თითოეული ნახატი, რომელიც საუკუნეებმა მნიშვნელოვნად დააზიანა, თუმცა ეფექტურობა არ დაუკარგავს.

 

ლატალის წმ. იონა წინასწარმეტყველის ეკლესია გამოირჩევა უნიკალური ხატების კოლექციებითაც. მაგალითად, აქ ინახება XI საუკუნეში შესრულებული მაცხოვრის ხატი, რომელიც მთლიანად ოქროთი დაფერილი ვერცხლითაა მორთული, მასზე კი დატანებულია სამსტრიქონიანი წარწერა, რომლისგანაც ვიგებთ, რომ ხატი დაკარგული ყოფილა და მისი პოვნის შემდეგ ეკლესიას დაუბრუნდა. ამ ტაძრიდან ძვირფასი ხატების დაკარგვა საუკუნეების განმავლობაში გრძელდებოდა, თუმცა ბოლო რამდენიმე ათწლეულში ისინი აღმოაჩინეს და დააბრუნეს.

 

ჭელიში

 

რაჭაში მოგზაურობისას ჭელიშის ეკლესიის მონახულებამ შესაძლოა უდიდესი სიამოვნება მოგანიჭოთ. რაჭისთვის დამახასიათებელი მთებისა და ულამაზესი ბუნების წიაღში აშენებული ეკლესია მეთერთმეტე საუკუნით თარიღდება, თუმცა მასში ღვთისმსახურება მომდევნო საუკუნეების განმავლობაში ვერ ხორციელდებოდა. მისი აღდგენა მეთექვსმეტე საუკუნეში ეპისკოპოსმა მელქისედეკმა აიღო საკუთარ თავზე. მას შემდეგ აქ სამონასტრო ცხოვრება ძალიან გააქტიურდა, თუმცა მეოცე საუკუნის ოციან წლებში კვლავ შეწყდა.

 

ჭელიშს უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს ის ხელნაწერები, რომელიც აქ საუკუნეების განმავლობაში ინახებოდა. 1902 წელს არქიმანდრიტმა ამბროსი ხელაიამ ჭელიშში ვიზიტისას აკლდამა აღმოაჩინა, რომელშიც „მოქცევაი ქართლისაის“ იქამდე უცნობი ნამუშევარი იპოვა, რომელიც შატბერულზე უფრო ვრცელი იყო. ცნობისთვის, შატბერული ხელნაწერი 1888 წელს ექვთიმე თაყაიშვილმა აღმოაჩინა. ამ ორი აღმოჩენის წყალობით, საქართველოს ისტორია მნიშვნელოვნად განივრცო და გამდიდრდა ინფორმაციით.

 

საქართველოში კიდევ უამრავი ეკლესია-მონასტერია, რომელიც თავისი არსით უდიდესია ქართული კულტურისთვის. დაუვიწყარი ისტორიული ექსკურსის ორგანიზება საუკეთესო იდეაა თქვენთვის და თქვენი უცხოელი სტუმრებისთვის, რომლებსაც საქართველოს ისტორიის გაცნობა სურთ.  ამ იდეის განხორციელება, საუკეთესო მარშუტის დაგეგმვა და ორგანიზება დიდ დროს, ენერგიასა და ცოდნას მოითხოვს. თუკი გავითვალისწინებთ თქვენს დატვირთულ და საქმიან სამუშაო რეჟიმს, გეტყვით, რომ არსებობს მარტივი და გონივრული გამოსავალი. Concierge Tbilisi  უკვე რამდენიმე წელია თავისი პარტნიორებისთვის დაუვიწყარ თავგადასავალს ქმნის.  

დაკავშირებული ბლოგი

გაწევრიანება

გაწევრიანდით ჩვენი ბრენდის ქვეშ

დეტალური ინფორმაცია

დიდი მადლობა კონსიერჟ თბილისის საწევრო პაკეტით დაინტერესებისათვის. ჩვენი კონსიერჟი მალე დაგიკავშირდებათ
წინა შემდეგი გაგზავნა
  • 01
  • 02
  • 03

პირადი ინფორმაცია

საკონტაქტო ინფორმაცია

სერვისის ინფორმაცია

უკუკავშირი

მოგვწერეთ თქვენი საჭიროებები. ჩვენი გუნდი მოთხოვნას დაამუშავებს და 48 საათის განმავლობაში დაგიკავშირდებათ

დეტალური ინფორმაცია

დიდი მადლობა დაინტერესებისათვის, ჩვენი კონსიერჟი დაგიკავშირდებათ
გაგზავნა

პირადი ინფორმაცია

დახურვა

ძიება

ძიება

მოძებნეთ სასურველი სერვისი ან სტატია

ვერ მოიძებნა საიტზე ინფორმაცია