4. მარტი 2019

ვინ არის კონსიერჟი?

ისტორია ოქროს თევზზე

ვინ არის კონსიერჟი?
ვინ არის კონსიერჟი?
ვინ არის კონსიერჟი?
ვინ არის კონსიერჟი?
ბლოგი და ახალი ამბები
უკუკავშირი

ვინ არის კონსიერჟი? 

მეცხრამეტე საუკუნეში მომხდარი ინდუსტრიული რევოლუციის შემდეგ, როცა კერძო ბიზნესმა სახელმწიფოს მონოპოლიები მეტწილად ჩაანაცვლა, უამრავი პროფესია შეიქმნა, ბევრიც დაიხვეწა, განსაკუთრებით კი მომსახურების სფეროში. ამ ეპოქის გამოძახილი იყო სრულიად ახალი ტიპის პროფესიის შექმნაც, რომელსაც კონსიერჟი ჰქვია. მართალია, მას შემდეგ მნიშვნელობა არაერთხელ შეიცვალა და დღეს ფაქტობრივად სულ სხვა საქმეს ასრულებს, თუმცა შინაარსი უცვლელი დარჩა.

 

კონსიერჟი ფართო გაგებით ოქროს თევზია, რომელსაც ნებისმიერი სურვილის შესრულება და პრობლემის მოგვარება შეუძლია. როდესაც ვამბობთ სიტყვა “ნებისმიერს”, ზუსტად ამას ვგულისხმობთ. იქნება ეს სასტუმროს რეზერვაცია, ბილეთების დაჯავშნა, ღონისძიებების მოწყობა, სტუმრების დახვედრა და მათთვის დაუვიწყარი ვიზიტის მოწყობა და  სხვა. ხშირად კონსიერჟები ამბობენ, რომ ყველაფერი შესაძლებელია რაც მორალის, ეთიკისა და კანონის ფარგლებს არ სცდება და სწორედ ეს ყოვლისშემძლეობა გამოარჩევთ მათ და იმსახურებს ასეთ დიდ სიყვარულსა და აღიარებას.

 

ერთი სიტყვით, კონსიერჟი არის ადამიანი, რომელიც საქმიან ადამიანებისთვის აგვარებენ ისეთ საკითხებს, რომელსაც დიდი ენერგია, დრო და მონდომება სჭირდება, რისთვისაც დატვირთული გრაფიკის მქონე ადამიანები ვერ იცლიან.

 

ჯონ დიუი ცნობილი ფილოსოფოსი იყო, რომელიც მიიჩნევდა, რომ ნებისმიერი საკითხი გაცილებით მარტივი ასახსნელია, თუკი მაგალითებს მოვიშველიებთ, ამიტომ მოდით პირდაპირ ამაზე გადავიდეთ.

 

მეცხრამეტე საუკუნეში კონსიერჟის ინსტიტუტი სასტუმროების ბიზნესში გაჩნდა და მისი მოვალეობა VIP სტუმრების დახვედრა და მათი სურვილების შესრულება იყო. იმ პერიოდში განსაკუთრებით პოპულარული იყო რკინიგზის, ქვანახშირის, მშენებლობებისა და სხვა მძიმე ინდუსტრიების ბიზნესი, შესაბამისად მათი წარმომადგენლები ყველაზე საპატიო სტუმრებად ითვლებოდნენ. საზოგადოდ, სიმდიდრე მაშინ ახალი ხილი იყო და შესაბამისად, საქმიან ადამიანებსაც  უცნაური და რთულად შესასრულებელი თხოვნები ჰქონდათ, რის გამოც, საუკეთესო სასტუმროდ ითვლებოდა ის, ვისაც ყველაზე კარგი კონსიერჟი ჰყავდა.

 

ოცდამეერთე საუკუნეში კონსიერჟის ცნება საკმაოდ გაფართოვდა და ის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საქმიანობად ითვლება. იმისთვის, რომ ადამიანი გახდეს კონსიერჟი კონსიერჟი ძალიან ბევრი უნარები სჭირდება. პირველ რიგში, ეს პროფესია მოითხოვს უამრავი მიმართულებით ცოდნის მრავალფეროვნებას, განათლებისა და ინტელექტის მაღალ მაჩვენებელს, ისევე როგორც კომუნიკაციის გამორჩეულ უნარს, დახვეწილ მანერებს და

შინაგან კულტურას.. გარდა ამისა, კონსიერჟი წარმოუდგენელია კარგი ანალიტიკური და კვლევითი უნარების გარეშე.

 

და მაინც, რისი გაკეთება შეუძლია კონსიერჟს

 

როგორც უკვე ვთქვით, ყველაფრის, რაც დამკვეთს სურს. კონსიერჟი პირადი ასისტენტია, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით უწევს დახმარებას დამკვეთს. კონკრეტული სერვისები შეგვიძლია კონსიერჟ თბილისის  მაგალითზე განვიხილოთ.

 

Concierge Tbilisi უკვე ხუთი წელია საქართველოს ბაზარზე ოპერირებს და მის სახელს არაერთი წარმატებული ქეისი და კმაყოფილი კლიენტი უკავშირდება. კომპანიას სამი ძირითადი მიმართულება აქვს: Business Concierge, Concierge Travel და Concierge Events. თითოეული ეს სერვისი მოიცავს სხვადასხვა სახის პრივილეგიებს, მათ შორის ფინანსურსა და ადამიანურ რესურსთან დაკავშირებულს.

 

სულ ეს არის?

 

კონსიერჟი თავად არის ერთგვარი ვირტუალური გასაღები, რომლითაც ყველა კარის გაღება შეგიძლიათ. ამ გასაღების უკან, კი პროფესიონალური სტანდარტებით, უნარებითა და ცოდნით აღჭურვილი გუნდია, რომელსაც შეუძლია მოაგვაროს, მოიპოვოს ან შექმნას ნებისმიერი სახის მომასხურება, რომელიც  გესაჭიროებათ და მეტ ჰარმონიას შემატებს თქვენს ცხოვრებას.

 

ოცდამეერთე საუკენეში დრო ფუფუნებაა, შესაბამისად Concierge Tbilisi გჩუქნით მეტ დროს საყვარელი ადამიანებისათვის, საქმისა და ცხოვრებისათვის. .

დაკავშირებული ბლოგი

გაწევრიანება

გაწევრიანდით ჩვენი ბრენდის ქვეშ

დეტალური ინფორმაცია

დიდი მადლობა კონსიერჟ თბილისის საწევრო პაკეტით დაინტერესებისათვის. ჩვენი კონსიერჟი მალე დაგიკავშირდებათ
წინა შემდეგი გაგზავნა
  • 01
  • 02
  • 03

პირადი ინფორმაცია

საკონტაქტო ინფორმაცია

სერვისის ინფორმაცია

უკუკავშირი

მოგვწერეთ თქვენი საჭიროებები. ჩვენი გუნდი მოთხოვნას დაამუშავებს და 48 საათის განმავლობაში დაგიკავშირდებათ

დეტალური ინფორმაცია

დიდი მადლობა დაინტერესებისათვის, ჩვენი კონსიერჟი დაგიკავშირდებათ
გაგზავნა

პირადი ინფორმაცია

დახურვა

ძიება

ძიება

მოძებნეთ სასურველი სერვისი ან სტატია

ვერ მოიძებნა საიტზე ინფორმაცია