გაწევრიანდით ჩვენი ბრენდის ქვეშ
10 მიზეზი, თუ რატომ უნდა აირჩიოთ კონსიერჟ თბილისი
კონსიერჟ თბილისი ყველაზე კარგად იცნობს წარმატებული ადამიანების გამოწვევებს
- ერთადერთი, რომელიც კლიენტებს სთავაზობს დროის დამზოგველ, დახვეწილ და კომპლექსურ მომსახურებას
კარგი ბიზნეს კონსიერჟი მისი მრავალფეროვნებით იცნობაო, ნათქვამია. თანამედროვე ბიზნესმენებს უამრავი საზრუნავი აქვთ, რომელთა მოგვარება მათი მთავარი მისიის, კომპანიის წარმატებულად მართვის ფონზე, ძალიან რთული ხდება. საქმიანი შეხვედრების ორგანიზება, სტუმრების ღირსეულად გამასპინძლება, ეფექტური და შთამბეჭდავი ღონისძიებების დაგეგმვა, დროის მენეჯმენტი - ეს იმ საქმეების მოკლე ჩამონათვალია, რომელზეც პასუხისმგებლობა წარმატებულ ბიზნესმენს ეკისრება. ამის პარალელურად კი, მან უნდა შეძლოს პირადი ცხოვრებისთვის დროის გამოთავისუფლება, კომპანიის გამოწვევებისა და სტრატეგიების დაგეგმვა, ბაზარზე მიმდინარე პროცესების კონტროლი და ა.შ.
ამ ყველაფრის მოხერხება, რა თქმა უნდა შესაძლებელია, მაგრამ მხოლოდ გამონაკლისს შემთხვევებში, თანაც ნაკლებად ეფექტურად. სწორედ იმისთვის, რომ წარმატებული კომპანიებისა და ბიზნესმენების იმიჯი სათანადო სიმაღლეზე იყოს, პარალელურად კი ბრენდის რეპუტაცია სამაგალითო გახდეს, სწორი ბიზნეს კონსიერჟის შერჩევაა საჭირო.
Concierge Tbilisi ყველაზე კარგად იცნობს წარმატებული ადამიანების გამოწვევებს და მათ ყველაზე კომპლექსურ, მრავალფეროვან და რაც მთავარია მათ სურვილებზე და საჭიროებებზე მორგებულ სერვისს სთავაზობს. მნიშვნელობა არ აქვს ბიზნესმენი მაღალი რანგის სტუმრის მისაღებად ემზადება თუ კორპორატიული ღონისძიების გამართვას აპირებს, ყველა საჭირო დეტალის სწორად განსაზღვრა და მოგვარება, Concierge Tbilisi-ზე უკეთ არავის გამოსდის. მისი დახმარებით, ბიზნესმენებს შეუძლიათ იყვნენ მშვიდად და გამოითავისუფლონ დრო ნებისმიერი საქმისთვის, რომელიც წესით ორგანიზაციულ საკითხებზე უნდა დაეხარჯათ.
- პერსონალური საკონსიერჟო მომსახურება. ყოველდღიური საზრუნავის მოგვარება.
ერთია კომპანიისთვის გაწეული საკონსიერჟო მომსახურება, მეორე კი პერსონალური კონსიერჟის დახმარება. ბიზნესმენებს ძალიან ხშირად უწევთ მოგზაურობა, უცხოელ პარტნიორებთან შეხვედრა, მათთვის სწორი და რელევანტური საჩუქრის შერჩევა, ახალი ბაზრის შესწავლა, სამომავლო სტრატეგიებზე ფიქრი და ა.შ. ამ დროს კი, ისეთი საზრუნავი, როგორიცაა ბილეთების დაჯავშნა, სასტუმროსა და რესტორნის შერჩევა, სავიზო საკითხების მოგვარება, დახვედრისა და მანქანის მომსახურების უზრუნველყოფა და სხვა დეტალები, მათ ხელს უშლის მთავარ საკითხებზე ფოკუსირებაში.
სწორედ ამისთვის არსებობს კონსიერჟ თბილისის ექსკლუზიური პერსონალური მომსახურება. პროფესიონალები ბიზნესმენებს დაეხმარებიან ზემოთ ჩამოთვლილი დეტალების მოგვარებაში, შეისწავლიან კლიენტის ვიზიტის მიზნებს, შეარჩევენ საუკეთესო სასტუმროს, რესტორანსა და კერძებსაც კი, გაითვალისწინებენ პარტნიორების ინტერესებს და საჩუქარს ზუსტად ისეთს შეარჩევენ, რომ მასპინძელს დიდხანს არ დაავიწყდეს. კონსიერჟ თბილისი პერსონალური მომსახურების საკითხში დიდ გამოცდილებას ფლობს და პასუხისმგებლობით ეკიდება ერთი შეხედვით ყველაზე უმნიშვნელო დეტალებსაც კი.
- პრივილეგიები და ფასდაკლებები მაღალი დონის რესტორნებსა და სასტუმროებში
დიდი პარტნიორული ქსელის დახმარებით, Concierge Tbilisi თავისი კლიენტებისთვის საუკეთესო შემოთავაზებების აკუმულირებას საუკეთესოდ ახდენს. ნებისმიერი ადამიანის სურვილია, მაქსიმალურად მცირე დანახარჯით, საუკეთესო მომსახურება მიიღოს. ერთი შეხედვით შესაძლოა ოქსიმორონად ჟღერდეს მცირე დანხარჯებით მიღებული მაქსიმალური კომფორტი, მაგრამ როცა საქმე პროფესიონალების გუნდს ეხება, ოქსიმორონიც შეიძლება იქცეს ნორმად. Concierge Tbilisi ბიზნესმენებისთვის უზრუნველყოფს უმაღლესი კლასის რესტორნებსა და სასტუმროებში სხვადასხვა პრივილეგიებს, რომლებსაც კლიენტები ფასდაკლებით იღებენ. პრივილეგია შეიძლება იყოს ნებისმიერი სახის - პარკინგის მომსახურებით დაწყებული, სრულიად პერსონალური სურვილების ასრულებით დამთავრებული. როდესაც საქმე კლიენტის კმაყოფილებას ეხება, Concierge Tbilisi-სთვის შეუძლებელი არაფერია.
- ავიაბილეთების შეძენის 24 საათიანი მომსახურება
კონსიერჟის მომსახურების ერთ-ერთი მთავარი პლუსი სწორედ ისაა, რომ ის მუდამ კლიენტის სამსახურშია, მაშინაც კი, როცა ყველაზე ექსტრემალური სიტუაციაა შექმნილი. ბიზნესმენებისთვის არ არის უცხო დაუგეგმავი და სპონტანური მოგზაურობები, მითუმეტეს როცა საქმე კომპანიის წარმატებას ეხება. შესაძლოა სრულიად მოულოდნელად, კლიენტს სხვა ქვეყანაში გაფრენა მოუხდეს, დეტალების მოგვარების დრო კი არ ჰქონდეს. ამგვარ სიტუაციაში უამრავი პრობლემა იჩენს ხოლმე თავს. შესაძლოა თვითმფრინავში არ იყოს ადგილები, ბილეთები ძალიან ძვირი ღირდეს ან უბრალოდ ორგანიზება ვერ ესწრებოდეს. Concierge Tbilisi ასეთი საკითხების მოგვარებაში ნამდვილი ექსპერტია. სანამ კლიენტი სხვა საქმეებითაა დაკავებული, პროფესიონალების გუნდი 24 საათის განმავლობაში იზრუნებენ ბიზნესმენებისთვის ავიაბილეთებისა და სხვა მნიშვნელოვანი დეტალების ორგანიზებაზე. Concierge Tbilisi-ს ყველაფერზე ნაფიქრი აქვს, რა რაოდენობის ბარგი დაჭირდება კლიენტს, ფრენა თუ გადაიდო ქალაქის ტურსაც დააორგანიზებს რომ კლიენტს ნაკლები სტრესი ქონდეს, მგზავრმა ყოველთვის იცის რა მანქანა დახვდება და სად მიიყვანს.
- 12/7-ზე ქოლცენტრი და მონაცემთა კომპლექსური ბაზა ქვეყანაში დაგეგმილ მთავარ ღონისძიებებთან დაკავშირებით
ბრენდის სწორი პოზიციონირებისთვის მნიშვნელოვანია კომპანია მუდმივად ჩართული იყოს ქვეყანაში მიმდინარე მთავარ ღონისძიებებში. იქნება ეს მოდის ჩვენება თუ დიდი საქველმოქმედო კონცერტი, კომპანიის წარმატება დიდწილად არის დამოკიდებული სოციალურ-საზოგადოებრივ მოვლენებში მის ჩართულობაზე. შეუძლებელია ბიზნესმენმა ზუსტად იცოდეს, ქვეყანაში რა, როდის და როგორი ღონისძიებებია დაგეგმილი, თუმცა მისი სურვილი იყოს საზოგადოებრივი აქტიურობა, იქნება ეს სპონსორობის სახით თუ ნებისმიერი სხვა ფორმით. სწორედ ამიტომ, Concierge Tbilisi-სთან პარტნიორობა ნებისმიერი ბიზნესისთვის მომგებიანია, რადგან მათ ყოველთვის იციან რა ხდება ქვეყანაში, როდის არის სწორი კომპანიის ჩართულობა ღონისძიებებში, როგორ უნდა პოზიციონირდეს კომპანია ამა თუ იმ ივენთზე. კომპლექსური ბაზა, რომელიც Concierge Tbilisi-ს აქვს, არც ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიების გამოტოვების საშუალებას არ მისცემს პარტნიორ კომპანიას.
- კონტაქტების უნიკალური წრე
არსებობს საქმეები, რომლებიც შეიძლება ცალკეულმა ინდივიდებმა გააკეთონ, მაგრამ არ არსებობს წარმატებული ბიზნესი კონტაქტების დიდი ქსელის გარეშე. Concierge Tbilisi კონსიერჟულ საქმიანობაში ყველაზე დიდ და უნიკალურ პარტნიორულ ქსელს ფლობს, რომელიც ნებისმიერი ბიზნესმენის წარმატებისა და კომფორტის შანსებს მნიშვნელოვნად ზრდის. სწორედ კონტაქტების ფართო არჩევანი არის ის, რაც Concierge Tbilisi-ს განსაკუთრებულს ხდის. რაც ერთი შეხედვით შეუძლებელია, მიუწვდომელია, შეიძლება ერთი მეგობრული ზარით მოგვარდეს და სწორედ ესაა კომპანიის უპირატესობა.
- პროფესიონალების გუნდი
ერთია დაპირება, მეორე კი შესრულება. დაპირებების გაცემა არ არის რთული, თუმცა მათი ასრულება მხოლოდ პასუხისმგებლიან, პროფესიონალ ადამიანებს შეუძლიათ. Concierge Tbilisi-ს გუნდი იმ ადმიანებისგან შედგება, რომლებმაც ზუსტად იციან როგორ შეასრულონ დავალება ისე, რომ კლიენტებს ზედმეტი საფიქრალი აარიდონ თავიდან, შედეგი კი უნიკალური იყოს. აქ დეტალებს დიდ ყურადღებას აქცევენ, ხარისხი კი Concierge Tbilisi-ს სავიზიტო ბარათია. გუნდის მრავალფეროვანი გამოცდილება, მოტივაცია და შეუპოვრობა არის კომპანიის წარმატების მთავარი საიდუმლო.
- მრავალფეროვნება და ჰარმონიულობა
კლიენტების მოთხოვნები შესაძლოა ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდებოდეს და ეს სრულიად ნორმალური მოვლენაა. Concierge Tbilisi-ს სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენს ნებისმიერი სეგმენტის, სფეროსა და ზომის ბიზნესი, რომლებსაც პროფესიონალური მომსახურება ესაჭიროებათ. Concierge Tbilisi-ს ერთნაირად შეუძლია სხვადასხვა პროფილის ბიზნესმენების მოთხოვნების დაკმაყოფილება უმაღლესი საშემსრულებლო ოსტატობით. ეს კომპონენტი მეტყველებს სწორედ იმაზე, რომ Concierge Tbilisi-ს სერვისები მორგებულია ნებისმიერი ინტერესებისა და მოთხოვნების მქონე აუდიტორიაზე. კომპანიისთვის არ არსებობს დიდი და პატარა კლიენტი, ყველა კლიენტი იღებს მასზე მორგებულ, მაღალი ხარისხის მომსახურებას.
- კმაყოფილი კლიენტების მაღალი მაჩვენებელი
რა შეიძლება მეტყველებდეს კომპანიის წარმატებაზე იმაზე უფრო მეტად, ვიდრე კმაყოფილი კლიენტების რაოდენობაა? Concierge Tbilisi-ს მიერ გაწეული მომსახურებით კლიენტების უმრავლესობა იმდენად კმაყოფილია, რომ ისინი საუკეთესო კონსიერჟებს დიდ ნდობას უცხადებენ და მრავალჯერ თანამშრომლობენ მასთან. მისი არსებობის ისტორიაში Concierge Tbilisi-ს არაერთი წარმატებული ღონისძიება დაუგეგმავს, უამრავ წარმატებულ ბიზნესმენთან უთანამშრომლია და რაც მთავარია, დაუმტკიცებია, რომ ამ საქმეში ნამდვილად საუკეთესოა.
- ტრენდის შემქმნელი და ექსკლუზიური სერვისების მიმწოდებელი
Concierge Tbilisi-ს წარმატების საიდუმლო საქმისადმი დამოკიდებულებაშია. აქ ყველა თანამშრომელი თავის თავზე აღებულ პასუხისმგებლობას ისე ეკიდება, როგორც ხელოვნებას და სწორედ ამის გამო, საუკეთესო მომსახურებას ქმნიან. ხელოვნება დეტალებისადმი დიდ ყურადღებას მოითხოვს, რასაც Concierge Tbilisi-ს კონსიერჟებზე უკეთ ვერავინ ახერხებს. ამიტომაც არის, რომ საქართველოს ბაზარზე კომპანია ტრენდის შემქმნელია და მისი ხედვა არაერთი კომპანიის შთაგონების წყარო გამხდარა. Concierge Tbilisi-ს მთავარი მიზანია კლიენტების ცხოვრებასა და საქმიანობაში ჰარმონია შეიტანოს, ამას კი მხოლოდ საუკეთესოები ახერხებენ დაუღალავი შრომითა და მონდომებით