გაწევრიანდით ჩვენი ბრენდის ქვეშ
სტარტაპ გრაინდ თბილისი “Europe-Asia Connect”
2019 წლის 8-10 ნოემბერს თბილისმა უმასპინძლა სტარტაპ გრაინდს “Europe-Asia Connect”, რომელიც რეგიონში სტარტაპების ყველაზე მაშტაბური ღონისძიებაა და მსოფლიოში მესამეა სიდიდით სან-ფრანცისკოსა და ლონდონის მერე. ღონისძიებაზე მოწვეულ სპიკერებს შორის იყვნენ კომპანია „Google”- ის წარმომადგენელი Amrit Dhir და Sheel Mohnot ფინტექ ფონდ - „500 Startups“- დან
„კონსიერჟ თბილისმა“ მაღალ დონეზე განახორციელა ღონისძიება, მათ შორის ორ-დღიანი პარალელური კონფერენციები და გალა ვახშმები. კომპანია შერჩეულ იქნა სახელმწიფო შესყიდვების სატენდერო პროცედურის შედეგად.
FAQ
-
„კონსიერჟ თბილისი“ უზრუნველყოფს სტუმრების განთავსებასა და ტრანსპორტირებას?
ღონისძიებების დაგეგმვის მიმართულების პარალელურად, ჩვენს კომპანიას დანერგილი აქვს ბიზნეს კონსიერჟის მომსახურება. ჩვენი სტუმრები სარგებლობენ პრეფერენციული ტარიფებითა და პრივილეგიებით ჩვენს პარტნიორ რესტორნებში, სასტუმროებში და სატრანსპორტო კომპანიებთან. მათ ყავთ პირადი კონისერჟი ვინც უგეგმავს ბიზნეს ლანჩს, ვახშამს, ან უბრალოდ უგვარებს ყოველდღიურ წვრილმან საზრუნავს.
-
შესაძლებელია „კონსიერჟ თბილისს“ დავუკვეთოთ სპიკერების მოწვევა და მათთან კომუნიკაციის პროცესის მართვა?
ჩვენი გუნდის წევრი და მარკეტინგის ხელმძღვანელი, ერთ ერთი იყო ვინც განახორციელა საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი ( (IBF), შესაბამისად მისი ხელმძღვანელობით მოხდა ყველა მსოფლიო სპიკერის მოწვევა, მათთან მოლაპარაკებების წარმოება და ლოჯისტიკის უზრუნველყოფა. ასევე დაიგეგმა კულტურული და გასართობი პროგრამა.
-
ბიზნეს პროტოკოლი თუ შედის თქვენს მომსახურებაში?
ჩვენი ყველა სტუმარი სარგებლობს საპროტოკოლო მომსახურებით, რაც მოიცავს სტუმრების აეროპორტში დახვედრას, მათ სასტუმროში განთავსებას, სავიზო მომსახურების გაწევას, ყოველდღიური წვრილმანი საზრუნავის მოგვარებას.
მსგავსი პროექტები
-
გამოწვევები:
- ორ-დღიანი, მაღალი რანგის პარალელური კონფერენციების დაგეგმვა, 1700-ზე მეტი ადამიანის მასპინძლობა
- საპროტოკოლო მომსახურების უზრუნველყოფა სტუმრებისა და სპიკერებისათვის
- ერთმანეთის პარალელური ორი სესიის მენეჯმენტი, მათ შორის სცენა და გახმოვანება
- 30-ზე მეტი საერთაშორისო სტუმრის დახვედრა და სასტუმროში განთავსება
- ღონისძიების ბრენდინგის შემუშავება და ყველა პარტნიორის/სპონსორის ლოგოს წარმოჩენა
-
გადაწყვეტა:
„კონსიერჟ თბილისის“ გუნდა არ დაზოგა ძალისხმევა იმისათვის, რომ ერთ თვეზე მცირე ვადაში ჩაეტარებინა მსგავსი მასშტაბის და ქვეყნისათვის სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ღონისძიება. „შოთა რუსთაველის სახელობის თეატრი“ გარდაიქმნა ერთ დიდ სტარტაპ სივრცედ, სადაც გაიმართა სესიები, მოხდა სპონსორების საინფორმაციო კუთხეების მოწყობა და სტარტაპების წარმოჩენა. მთავარ და მცირე დარბაზებში უზრუნველყოფილ იქნა სინქრონული თარგმანი. ამასთანავე თეატრის მთელს ტერიტორიაზე განხორციელდა უწყვეტი ინტერნეტ სიგნალის მიწოდება, იმისათვის რომ დაინტერესებულ პირებს შორის შეხვედრების დანიშვნის ონლაინ პლათფორმას შეუფერხებლად ემუშავა.
ღონისძიებასთან დაკავშირებული ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების მოსაგვარებლად „კონსიერჟ თბილისიდან“ ჩაერთო მენეჯმენტი და კომპანიის ძირითადი გუნდი, რომელიც კურირებდა სესიების და სცენების მართვას, ღონისძიების კვებით და ლოჯისტიკურ ნაწილს, სპონსორებთან და პარტნიორებთან ურთიერთობას და ბრენდირებას.
საერთაშორისო სპიკერებზე მიმაგრებული იყო ცალკე ჯგუდი, ვინც უზრუნველყოფდა მათ დახვედრასა და სასტუმროში განთავსებას.
ღონისძიების მონაწილეებს შორის დიალოგისა და მომავალი თანამშრომლობის წახალისების მიზნით ყოველ საღამოს იმართებოდა ნეთვორქინგ ვახშამი, სადაც ორ ლოკაციაზე გადანაწილებული იყო 1700-მდე ადამიანი.
-
შედეგები:
- 1700-ზე მეტი ადამიანი დაესწრო მსოფლიო დონის სტარტაპ ღონისძიებას
- მოხდა ყველა პარტნიორისა და სპონსორის ჯეროვნად წარმოჩენა
- საერთაშორისო სპიკერებსა და სტუმრებს გაეწიათ მაღალი დონის სატრანსპორტო მომსახურება, მოხდა მათი განთავსება წამყვან სასტუმროებში
- ღონისძიება მაღალ დონეზე განხორციელდა, შესაბამისად სპონსორებმა და პარტნიორებმა გამოთქვეს მზადყოფნა მომავალ სტარტაპ გრაინდსაც დაუჭირონ მხარი
-
-
Colin M Donohue | სტარტაპ გრაინდ საქართველოს დამფუძნებელი
დღეს საღამოს, კონსიერჟ თბილისის დამსახურებაცაა, რომ ჩვენ შეუძლებელი შევძელით, კომპანიის გუნდმა თავდაუზოგავად იმუშავა და არ შეუშინდა მცირე დროსა და სირთულეებს.„ ღონისძიების წარმატებულ აღსრულებაზე არაერთი კომენტარი მოვისმინე.
ნინო ხირტლაძე, ლიზი ხაბაზაშვილი, ნინო ლაშხი, თქვენ ძალიან შთამბეჭდავი სამუშაო გასწიეთ სტარტაპ გრაინდის წარმატებისათვის, ვიმებოვნებ თქვენი ყველა კლიენტი ჩვენნაირი რთული არ არის. ჩვენ ვაფასებთ თქვენს მიერ გამომჟღავნებულ ზრუნვას მიუხედავად დიდი სტრესია და დაბრკოლებებისა, რაც დაკავშირებული იყო მსოფლიო დონის ღონისძიების განხორციელებასთან.
არაერთი სტუმრისაგან მოვისმინე, რომ ეს იყო საუკეთესო ღონისძიება, რომელსაც კი ოდესმე დასწრებიან!
-
ფრანკლინ როი
" მსოფლიოს მასშტაბით უამრავი საკონსიერჟო სააგენტოა, მაგრამ რთულად წარმოსადგენია გუნდი, რომელიც ამდენი რამის გაკეთებეას შეძლებდა ჩვენთვის. ჩვენი ჯგუფი ძალიან არაორდინალურია და აქვს ძალიან დიდი და ზოგჯერ აბსურდული მოთხოვნები. თქვენ შეძელით და შემოგვთავაზეთ გამოცდილება, რომელიც არასდროს არ დაგვავიწყდება. ჩვენ შეგვიყვარდა საქართველო და ქართველი ხალხი, და ეს სწორედ თქვენი დამსახურებაა. ინვესტირებასაც კი განვიხილავთ, რომ უფრო მჭიდროდ დავუკავშირდეთ თქვენს ულამაზეს ქვეყანას" .
-
თამარ საყვარელიძე | გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაცია - შრომითი ბაზრის და პროფესიული განათლების დანაყოფის კომუნიკაციის ექსპერტი
„კონსიერჟ თბილისის“ მომსახურების გამოყენებამდე, ჩვენ გავაანალიზეთ ორგანიზაციის შიდა რესურსი და მივედით დასკვნამდე, რომ გვჭირდებოდა პროფესიონალური ივენთ მენეჯმენტ კომპანიის დახმარება, რომელსაც შეეძლო ერთდროულად ემუშავა სხვადასხვა დავალებებზე შემჭიდროვებულ ვადებში და სტრესულ გარემოში. ამასთანავე კომპანიას უნდა ქონოდა სხვადასხვა დონორ ორგანიზაციებთან მუშაობის გამოცდილება.
გუნდის პროფესიონალიზმის მიღმა, აღსანიშნავია ის მეგობრული დამოკიდებულება და ღიმილი, რომლითაც ისინი უმკლავდებოდნენ კომპლექსურ დავალებებს. ჩვენთვის ეს იყო პროფესიული განათლების მიმართულებით ყველაზე მაშტაბური და მაღალი რანგის სამთავრობათაშორისო ღონისძიება, რომელშიც ჩართული იყვნენ სხვადასხვა დაინტერესებული მხარეები, მათ შორის საქართველოს და გერმანიის მთავრობის წარმომადგენლები, კერძო სექტორი და დონორი ორგანიზაციები. „კონსიერჟ თბილისმა“ გაიმარჯვა ტენდერში, ის სრულად შეესაბამებოდა ჩვენს მოთხოვნებს და ქონდა ინტელექტუალური რესურსი, რომ ჩვენთან ერთად შეექმნა და განეხორციელებინა ღონისძიების კონცეფცია.ჩემთვის არ იყო გასაკვირი „კონსიერჟ თბილისის“ ტენდერში გამარჯვება, რადგან მათთან ნამუშევარი მქონდა საქართველოში ევროკავშირის დელეგაციაში კომუნიკაციების დანაყოფის ხელმძღვანელობის დროს. მიუხედავად ამისა გამაკვირვა კომპანიის მოქნილობამ და შესაძლებლობამ ერთდროეულად ემუშავათ ერთმანეთისგან განსხვავებულ დავალებებზე, მოეხდინათ ადაპტირება საკმაოდ სტრესულ გარემოში, რადგან ეს ღონისძიება ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი იყო და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საქართველოში პროფესიული განათლების განვითარებისათვის.
მომავალშიც ყოველგვარი ყოყმანის გარეშე მივმართავ „კონსიერჟ თბილისს“ და ვურჩევ ჩემს მეგობრებს აღნიშნული კომპანიის მომსახურების გამოყენებას.