27. მარტი 2020

Covid_19 - ის ტურისტული ეფექტი, ერთადერთი „მოგზაური“ ჩაკეტილ საზღვრებში

გადაადგილებაზე დაწესებულმა შეზღუდვამ და შესაბამისად კომპანიების დახურვამ ეკონომიკების ჩამოშლის პროცესი დაიწყო.

Covid_19 - ის ტურისტული ეფექტი, ერთადერთი „მოგზაური“  ჩაკეტილ საზღვრებში
Covid_19 - ის ტურისტული ეფექტი, ერთადერთი „მოგზაური“  ჩაკეტილ საზღვრებში
ბლოგი და ახალი ამბები
უკუკავშირი

რამდენიმე თვის წინ ალბათ რთული წარმოსადგენი იყო გაღვიძება სამყაროში, სადაც მოგზაურობა არ იქნებოდა ნებადართული მსოფლიოს მასშტაბით არცერთი ადამიანისთვის, არცერთი მიმართულებით დაშვებული. თუმცა ეს არ არის ერთადერთი შეღზუდვა, რომლის გათვალისწინებით ცხოვრებასაც დღეს ქვეყნები სწავლობენ. ჩინეთში გაჩენილი ვირუსი 4 თვის თავზე მთელს მსოფლიოს მოედო და მილიონობით ადამიანი სახლში გამოკეტა.  გადაადგილებაზე დაწესებულმა შეზღუდვამ და შესაბამისად კომპანიების დახურვამ კი ეკონომიკების ჩამოშლის პროცესი დაიწყო.

 

Covid_19-ის გავრცელება განსაკუთრებით საგანგაშო იმ ქვეყნებისთვის აღმოჩნდა, რომლების მთლიან შიდა პროდუქტში ტურიზმს მნიშვნელოვანი წილი აქვს. მსოფლიო პანდემიის გამოცხადების პარალელურად საჰაერო სივრცეში უკვალოდ გაქრა თვითმფრინავები, გაუქმდა ათასობით ჯავშანი და სასტუმროებთან ერთად დაიკეტა კვების ობიექტები. გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ კორონავირუსის 3-4 თვიანი პერიოდით გაგრძელების პირობებში საერთაშორისო ტურიზმის შემოსავლები, შესაძლოა, 250-დან 400 მლრდ დოლარამდე შემცირდეს. მსოფლიოს ეკონომიკისა და ტურიზმის საბჭო (WTTC) კი ვარაუდობს, რომ პანდემიამ შესაძლოა მოგზაურობისა და ტურიზმის ინდუსტრიაში მთელს მსოფლიოში სამუშაო ადგილები 50 მლნ-ით შეამციროს.

 

წელი უმძიმესი იქნება ავიაციისთვისაც, სადაც აცხადებენ, რომ ასეთი დარტყმა სექტორს 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ არ მიუღია. მექსიკის აკადემიკოსებმა პროცესი ტურიზმისთვის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდ გამოწვევად შეაფასეს.

 

ის ფაქტი, რომ კორონავირუსი უდიდესი გამოწვევაა საქართველოს ეკონომიკისთვის უკვე ცხადია. მიმდინარე თვის განმავლობაში ეროვნული ვალუტამ გაუფასურების ყველა ანტირეკორდი მოხსნა, ფსკერი კი მაინც არ ჩანს. სამაგიეროდ უკვე ვიცით, რომ  ტურიზმის სექტორში არსებული დანაკარგებიდან გამომდინარე, ქვეყნის ეკონომიკური ზრდა მნიშვნელოვნად შენელდება. საინვესტიციო ბანკის Renaissance Capital-ის თქმით, 2020 წელს ზრდა განახევრდება და 2.3% იქნება.

 

რას სთავაზობს ტურიზმის სექტორს მთავრობა:

 

კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეული პრობლემების შემსუბუქების მიზნით საქართველოს მთავრობა ტურიზმის სექტორის ნაწილს ოთხი თვით საშემოსავლო და ქონების გადასახადს გადაუვადებს. ასევე 4-დან 50 ნომრამდე სიდიდის სასტუმროები მთელი საქართველოს მასშტაბით  საბანკო სესხის 6 თვის პროცენტის თანადაფინანსებას მიიღებენ. ცნობილი გახდა ისიც, რომ რესტრუქტურიზაციის პირობებში ტურიზმის სექტორს, დაახლოებით, 100 მლნ ლარის ფინანსური რესურსი დარჩება. გარდა ამისა, ფინანსური ვალდებულებების გადავადება 18 ათას კომპანიასა და 50 ათასზე მეტ დასაქმებულ პირს შეეხება.

 

რას ითხოვს ტურიზმის სექტორი:

 

ქონების, საშემოსავლოსა და ბანკების საშეღავათო პირობების დაწესების გარდა, სექტორი ამჟამად კომუნალური გადასახადების დასაფარად დეპოზიტების გამოყენებაზე საუბრობს.  სასტუმროების და რესტორნების ფედერაციაში აცხადებენ, რომ ვირუსის გამო, სტუმარ-მასპინძლობის სფერო დღეს გადახდისუუნაროა ვინაიდან 95% ან დახურულია, ან საკარანტინო ზონად არის გადაკეთებული, თანამშრომლების ასევე 95% კი უხელფასო შვებულებაში იმყოფება.

 

ქართული ტურიზმის სექტორის წარმოადგენლები აცხადებენ, რომ მსგავსი გამოწვევის წინაშე ამდრომდე არათუ საქართველო, მსოფლიოც კი არ დამდგარა. 2008 წლის ფინანსური კრიზისის და ომის ფონზეც კი დარგს ნიშვნელოვანი ზიანი არ მიუღია. უფრო მეტიც, არსებული განთავსების ადგილების სიმცირის გამო 2008 წლის სექტემბერში გაზრდილ საერთაშორისო ვიზიტორებს ქვეყანა ვერ იტევდა.

 

გამოსავლის გზები:

 

შექმნილ ფონზე საკონსულტაციო კომპანია Reformatics-მა მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა წარუდგინა. ყოფილი ექსპრემიერი ნიკა გილაური ფიქრობს, რომ სწორი ნაბიჯების გადადგმის შედეგად, საქართველოს არათუ არსებული შოკის გავლენის მინიმიზაცია, არამედ, საშუალოვადიან პერიოდში რეგიონულ ეკონომიკაში საქართველოს როლის ზრდაც შეუძლია.

 

გეგმაში ცალკე თავი ეთმობა ტურიზმის სექტორსაც, რომელიც რამდენიმე დაშვებას ეფუძნება: 

 

  • მთავრობის მიერ სასაჩუქრე ვაუჩერების შეძენა სასტუმროებისა და რესტორნებისგან შემდეგი 5 თვის განმავლობაში, ყოველთვიურად ამ ობიექტების სახელფასო ფონდის 50%-ის ოდენობით.

 

  • მთავრობა ახლა აძლევს თანხას ტურისტულ ბიზნესს (მცირესაც და დიდსაც), რათა მოხდეს ამ სექტორში დასაქმებულთათვის 50%-იანი შემოსავლის შენარჩუნება და ამის საფასურად მისგან ყიდულობს სასაჩუქრე ვაუჩერებს, რომლის გამოყენება შესაძლებელია შეძენიდან შემდეგი 12 თვის განმავლობაში.

 

  • სახელმწიფო ვაუჩერებს გამოიყენებს მიმოსვლის შეზღუდვის და საკარანტინო ზომების მოხსნის შემდგომ როგორც შიდა ტურიზმის, ასევე საგარეო ტურიზმის ხელშეწყობისთვის - პირველადი მარკეტინგული ღონისძიებებისთვის, ვაუჩერების ფასდაკლებით გადაცემით ტურისტების პირველ ნაკადზე. 

 

  • ტურისტული სექტორისთის მხოლოდ საგადასახადო და საკრედიტო მორატორიუმი ვერ იქნება საკმარისი თანამშრომლების არდათხოვნისთვის და მსგავსი “ფიუჩერსული” პროგრამა ხელს შეუწყობს სექტორის გაკოტრების პრევენციას და სამუშაო ადგილების შენარჩუნებას.

 

Reformatics-ის გათვლებით, ეს ინიციატივა მთავრობას დაახლოებით 0.2 მლრდ ლარი დაუჯდება. მათივე პროგნოზით, ტურიზმის წილი მსოფლიო მშპ-ში მომდევნო წლებში ორჯერ უფრო მაღალი ტემპით გაიზრდება და 2040 წლისთვის თითქმის გაორმაგდება.

 

გარდა ამისა, Reformatics-ის კვლევა ემთხვევა საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის კვლევას, რომლის მიხედვითაც 2036 წლისთვის, საჰაერო მგზავრთა რაოდენობა გაორმაგდება და  7.8 მილიარდ მგზავრს მიაღწევს.

 

დღეს პროცესებს განსაკუთრებით უმართავს არაპროგნოზირებადი გარემო ქმნის. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას ამდრომდე არ აქვს პასუხი კითხვაზე, როდის შეძლებენ მედიკოსები ვირუსის დამარცხებას, შესაბამისად დარგს სამუცნობიანი განტოლება აქვს ამოსახსნელი, რაც კრიზისს ყველა სხვა წინამორბედისგან უფრო მძიმეს ხდის. 

 

იმედის მომცემია, ის ფაქტი, რომ დღევანდელ მსოფლიოში ეკონომიკის მინიმალური დაზიანების დონით და Covid-19-ის ეფექტური კონტროლით გამოირჩევა სინგაპური და სამხრეთ კორეა, სადაც მოხდა ვირუსზე მასობრივი ტესტირება და ლოკალიზება, ხოლო სამუშაო ძალის ნაწილი დაუბრუნდა სამსახურს.

 

 

 

დაკავშირებული ახალი ამბები

გაწევრიანება

გაწევრიანდით ჩვენი ბრენდის ქვეშ

დეტალური ინფორმაცია

დიდი მადლობა კონსიერჟ თბილისის საწევრო პაკეტით დაინტერესებისათვის. ჩვენი კონსიერჟი მალე დაგიკავშირდებათ
წინა შემდეგი გაგზავნა
  • 01
  • 02
  • 03

პირადი ინფორმაცია

საკონტაქტო ინფორმაცია

სერვისის ინფორმაცია

უკუკავშირი

მოგვწერეთ თქვენი საჭიროებები. ჩვენი გუნდი მოთხოვნას დაამუშავებს და 48 საათის განმავლობაში დაგიკავშირდებათ

დეტალური ინფორმაცია

დიდი მადლობა დაინტერესებისათვის, ჩვენი კონსიერჟი დაგიკავშირდებათ
გაგზავნა

პირადი ინფორმაცია

დახურვა

ძიება

ძიება

მოძებნეთ სასურველი სერვისი ან სტატია

ვერ მოიძებნა საიტზე ინფორმაცია