24. თებერვალი 2020

MICE: ბიზნეს ტურიზმი

MICE მიეკუთვნება სპეციალიზებული ბიზნეს ტურიზმის ნიშას, რომელიც მოიცავს ჯგუფური ტურების სრულ დაგეგმვას, კონფერენციების, სემინარების, პრეზენტაციების და სხვა ღონისძიებების ჩატარებას.

MICE: ბიზნეს ტურიზმი
MICE: ბიზნეს ტურიზმი
ბლოგი და ახალი ამბები
უკუკავშირი

ტერმინი “MICE” აბრევიატურაა, რომელიც ნიშნავს საქმიან შეხვედრებს - Meetings, წამახალისებელ აქტივობებს - Incentives, კონფერენციებს - Conferences და გამოფენებს - Exhibitions. MICE მიეკუთვნება სპეციალიზებული ბიზნეს ტურიზმის ნიშას, რომელიც მოიცავს ჯგუფური ტურების სრულ დაგეგმვას, კონფერენციების, სემინარების, პრეზენტაციების და სხვა ღონისძიებების ჩატარებას. თავის თავად, საქართველოს აქვს უდიდესი პოტენციალი და ყველანაირი რესურსი, რომ MICE ინდუსტრიის კუთხით  ქვეყნის წარმოჩენა და პოპულარიზაცია მოხდეს.

ბოლო დროს ტერმინი ნელ-ნელა იცველბა, უფრო ხშირად უბრალოდ ბიზნეს ტურიზმს ან საქმიანი შეხვედრების ინდუსტრიას იყენებენ ამ სფეროს მოხსენიებისას. (ინგლისურად „mice“ თაგვებს ნიშნავს და კარგ ასოციაციებს არ იწვევს). თუმცა, ამ აბრივიატურაში შედის ყველა ის კომპონენტი, რომლისგანაც შედგება ტურიზმის ეს მიმართულება. როდესაც თქვენი თანამშრომლებისთვის წამახალისებელ ჯგუფურ გასვლას გეგმავთ, ან გინდათ მოაწყოთ დიდი ღონისძიება, რომელიც თქვენი საქმიანობის სფეროს უახლეს მიღწევებს ეძღვნება, სწორედ MICE ტურისტული სააგეონტოები დაგეხმარებიან ყველაფრის დაგეგმვაში და განრიგის შედგენაში. ეს მიმართულება საქართველოშიც ვითარდება, ბევრ სასტუმროს აქვს მსგავსი ღონისძიებების ჩასატარებელი ინფრასტრუქტურა და სერვისი.

 

 

კომპონენტები

ბიზნეს ტურიზმი მოიცავს ბევრ კომპონენტს. ტურაგენტები, რომლებიც ამ სფეროში მუშაობენ, მოგზაურობისას გათვალისწინებულ სრულ სერვისს უნდა გთავაზობდნენ და, ამასთან ერთად, კონფერენციების ჩატარების სრულ უზრუნველყოფა უნდა ხდებოდეს, იქნება ეს პატარა თუ დიდი ჯგუფები, მოკლე ვადიანი თუ ხანგრძლივი ღონისძიებები.

ბიზნეს ტურიზმის სფეროში ჩართული კომპანიები აერთიანებს:

 

  • კორპორატიული შეხვედრების ორგანიზატორებს,
  • სასტუმროებს, რომელიც შეხვედრებით და ღონისძიებებით არის დაკავებული,
  • კონფერენციების ცენტრებს და კრუიზ-ლაინერებს,
  • ქეითერინგის მენეჯერებს,
  • გადაზიდვების ფირმებს,
  • კერძო ტურების ოპერატორებს
  • სატრანსფერო კომპანიებს,
  • სავაჭრო ორგანიზაციებს,
  • ტურიზმის დეპარტამენტებს  
  • ტურიზმის სფეროში ჩართულ პროფესიულ ასოციაციებს

 

ვინაიდან ეს სფერო ორგანიზებას და დაგეგმვას ითვალისწინებს, როგორც წესი ბიზნეს ტურიზმის სააგენტოებს რამდენიმე წლით აქვთ გაწერილი თანამშრომლობა დიდ კორპორაციებთან. დანიშნულების ადგილები კი საკუთარ თავს აპოზიციონირებენ, როგორც MICE ლოკაციები და განსაკუთრებით ხაზს უსვამენ თავის სერვისს ღონისძიებების ჩატარებაში. ხშირად, ამ სფეროსათვის სუბსიდიები  სახელმწიფოდან გამოიყოფა, იმისათვის, რომ ამა თუ იმ ლოკაციამ მიიზიდოს დიდი ღონისძიებების ორგანიზატორები. ვინაიდან ვიზიტორების რაოდენობა ამ შემთხვევაში იზრდება და, შესაბამისად, ეს ახდენს დადებით გავლენას მასპინძელი მხარის ეკონომიკურ განვითარებაზე.

 

ბიზნეს ტურიზმის კლასიფიკაცია

იმისათვის, რომ ზუსტად იცოდეთ ბიზნეს ტურიზმის რომელი მიმართულება გჭირდებათ პირადად თქვენ, ზუსატად უნდა გესმოდეთ ტერმიენბი, რომელიც MICE ტურიზმის აბრევიატურაშია ნახსენები. მაგალითად, შეხვედრებისა და კონფერენციების დაგეგმვის შორის შესაძლებელია დიდ სხვაობა არ იყოს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენს ტურაგენტთან ერთად დაწვრილებით განიხილოთ ყველა თქვენი მოთხოვნა და საჭიროება ბიზნეს შეხვედრის თუ კონფერენციის ჩატარების შემთხვევაში.

საქმიანი შეხვედრები

პროფესიული კონფერენციების კონგრესის ორგანიზატორების საერთაშორისო ასოციაცია შეხვედრას უწოდებს ნებისმიერი რაოდენობის ადამიანების ჯგუფის თავყრილობას ერთ ადგილზე კონკრეტული აქტივობისათვის, რომელიც შეიძლება იყოს ან ერთჯერადი ან რეგულარული ხასიათის. მარტივად რომ ვთქვათ, საქმიანი შეხვედრების ტურები გულისხმობს ადამიანების შეკრების ორგანიზებას და ამაში შეიძლება განიხილებოდეს კორპორატიული მოგზაურობა სპორტული ღონისძიების ჩასატარებლადაც.

 

 

კონფერენციები

კონფერენცია ახლოს არის საქმიან შეხვედრასთან იმ კუთხით, რომ აქაც ადამიანების შეკრება იგულისხმება. თუმცა, კონფერენციებზე კონკრეტული მიზნების და კონკრეტული ინფორმაციის გაცვლა ხდება. ასევე, კონფერენციების მოწყობაში შედის განრიგის დაგეგმვა, შეხვდერების და ღონისძიებების მოწყობა ერთი პროფესიული საქმიანობით გაერთიანებული ჯგუფებისათვის.

 

 

წამახალისებელი ტურები

თანამშრომლებისთვის მოწყობილი წამახალისებელი ტურები MICE ტურიზმის ყველაზე არაერთგვაროვანი კომპონენტია. ის არ გულისხმობს აუცილებლად ჯგუფურ ტურებს. წამახალისებელი ტურებით, როგორც წესი, თანამშრომელს საჩუქრის სახით გადაეცემა და ამ დროს არ ტარდება საქმიანი და საგანმანათებლო ღონისძიებები. ეს უფრო არაფორმალური მოგზაურობაა, რომლის მიზანი თანამშრომლის მოტივაციაა კომპანიაში შემდგომი საქმიანობის გაგრძელებისათვის.

 

 

საგამოფენო ტურები

გამოფენების დროს წარმოდგენილია პროდუქტები ან სერვისები და მსგავსი მოგზაურობისას სწორედ ეს ღონისძიებებია ყურადღებსი ცენტრში. შესაბამისად ტურაგენტებს ასევე მოეთხოვებათ თავად გამოფენის ორგანიზება. გამოფენების ჩატარება ხშირად ხდება კონფერენციების და საქმიანი შეხვედრების დროსაც, შესაბამისად ამ დროს ჩართულები არიან ორივე სფეროში მომუშავე აგენტები. კომპანიები იძენენ ახალ კლიენტებს და სთავაზობენ სერვისებს ღონისძიებების მონაწილეებს.

 

 

 

გლობალური ღონისძიებები

ბიზნეს ტურიზმს ბევრი საერთაშორისო ღონისძიება ეძღვნება, განსაკუთრებით წამახალისებელ ტურებს. უმეტესად გლობალურ ღონისძიებებს Questex Travel Group-ი ატარებს (წარსულში MEET). ყოველწლიულ ღონისძიებებს შორის ამ ინდუსტრიაში ყველაზე მნიშვნელოვანია ეს შეხვედრები:

Global Meeting & Incentive Travel Exchange (GMITE): ადრე ცნობილი, როგორც Incentive Travel Exchange (ITE). 2019 წელს ეს კონფერენცია ჩატარდა პარკ სითიში, იუტას შტატში.

Latin America Meeting & Incentive Travel Exchange (LAMITE): ეს კონფერენციები ლათინური ამერიკისი ქვეყნების ბინზნეს შესაძლებლობების განვითარებას ეძღვნება.  2019 წელს ისინი კოსტა რიკაზე, Planet Hollywood Beach Resort-ში შეიკრიბნენ.

 ასევე ტარდება სინგაპურის MICE ტურიზმის ყოველწლიული  შეხვედრები - სინგაპურის MICE ფორუმი, კარიბული ორგანიზაციების შეხვედრა - Caribbean Meeting & Incentive Travel Exchange (CMITE).

 

 

 

 

 

 

დაკავშირებული ახალი ამბები

გაწევრიანება

გაწევრიანდით ჩვენი ბრენდის ქვეშ

დეტალური ინფორმაცია

დიდი მადლობა კონსიერჟ თბილისის საწევრო პაკეტით დაინტერესებისათვის. ჩვენი კონსიერჟი მალე დაგიკავშირდებათ
წინა შემდეგი გაგზავნა
  • 01
  • 02
  • 03

პირადი ინფორმაცია

საკონტაქტო ინფორმაცია

სერვისის ინფორმაცია

უკუკავშირი

მოგვწერეთ თქვენი საჭიროებები. ჩვენი გუნდი მოთხოვნას დაამუშავებს და 48 საათის განმავლობაში დაგიკავშირდებათ

დეტალური ინფორმაცია

დიდი მადლობა დაინტერესებისათვის, ჩვენი კონსიერჟი დაგიკავშირდებათ
გაგზავნა

პირადი ინფორმაცია

დახურვა

ძიება

ძიება

მოძებნეთ სასურველი სერვისი ან სტატია

ვერ მოიძებნა საიტზე ინფორმაცია