16. მაისი 2026

ენიო მორიკონეს უკვდავი მელოდიების საღამო

პაოლო ვივალდისა და სიმფონიური ორკესტრის შესრულებით, 21 მაისს, კონსერვატორიის დიდ დარბაზში ლეგენდარული კინომუსიკა გაცოცხლდება.

ენიო მორიკონეს უკვდავი მელოდიების საღამო
ენიო მორიკონეს უკვდავი მელოდიების საღამო
ბლოგი და ახალი ამბები
უკუკავშირი

პაოლო ვივალდისა და სიმფონიური ორკესტრის შესრულებით, 21 მაისს, კონსერვატორიის დიდ დარბაზში ლეგენდარული კინომუსიკა გაცოცხლდება.

 

“კონსიერჟ თბილისის” ორგანიზებით 21 მაისს, (20:00 საათზე,) თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში ენიო მორიკონეს საკულტო მელოდიები განსაკუთრებული აუდიოვიზუალური ფორმატით გაცოცხლდება.

 

სპეციალურად ამ საღამოსთვის საქართველოში ჩამოდის ცნობილი იტალიელი კომპოზიტორი და დირიჟორი პაოლო ვივალდი - მაესტრო მორიკონეს უახლოესი მეგობარი და მისი მუსიკალური სამყაროს გამორჩეული გამგრძელებელი. პაოლო ვივალდი სიმფონიურ ორკესტრთან ერთად შეასრულებს მელოდიებს, რომლებმაც კინოს ისტორიაში მთელი ეპოქა შექმნა და მილიონობით მსმენელის ემოციად იქცა.

 

“კონსიერჟ თბილისის” მიერ ორგანიზებულ მუსიკალურ საღამოზე გაჟღერდება მელოდიები ფილმებიდან:

🎬 Cinema Paradiso

🎬 The Good, the Bad and the Ugly

🎬 Once Upon a Time in America

 

გენიალურ მუსიკასთან ერთად, განსაკუთრებულ ატმოსფეროს შექმნის შთამბეჭდავი ვიზუალური არტი, რომელიც მთელი საღამოს განმავლობაში მუსიკასთან სინქრონში განხორციელდება. სპეციალურად შექმნილი ვიზუალური ელემენტები მაყურებელს კინოსა და მუსიკის უნიკალურ სინთეზში ამოგზაურებს და დაუვიწყარ ემოციურ გამოცდილებას შეუქმნის.

 

მუსიკალური საღამოკონსიერჟ თბილისისორგანიზებით იმართება ხოლო პროექტის მხარდამჭერები არიან საქართველოს კულტურის სამინისტრო, “შემოქმედებითი საქართველოდა იტალიის საელჩო საქართველოში. ღონისძიების განხორციელებას ასევე მხარს უჭერენ: მედია ჰოლდინგიპალიტრადა იტალიური ბრენდიBaldinini“.

 

მსოფლიო კინო-მუსიკას მხოლოდ ერთი დღე დაეთმობა, იჩქარეთ რომ თავადაც გახდეთ ამ უნიკალური საღამოს ნაწილი. ადგილები შეზღუდულია.

 

ბილეთების ყიდვა შეგიძლიათ tkt.ge-ზე http://tkt.ge/EnnioMoricconeMusicEvening

 

📍 თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია
📅 21 მაისი
🕗 20:00

 

 

 

 

 

 

 

 

დაკავშირებული ახალი ამბები

გაწევრიანება

გაწევრიანდით ჩვენი ბრენდის ქვეშ

დეტალური ინფორმაცია

დიდი მადლობა კონსიერჟ თბილისის საწევრო პაკეტით დაინტერესებისათვის. ჩვენი კონსიერჟი მალე დაგიკავშირდებათ
წინა შემდეგი გაგზავნა
  • 01
  • 02
  • 03

პირადი ინფორმაცია

საკონტაქტო ინფორმაცია

სერვისის ინფორმაცია

უკუკავშირი

მოგვწერეთ თქვენი საჭიროებები. ჩვენი გუნდი მოთხოვნას დაამუშავებს და 48 საათის განმავლობაში დაგიკავშირდებათ

დეტალური ინფორმაცია

დიდი მადლობა დაინტერესებისათვის, ჩვენი კონსიერჟი დაგიკავშირდებათ
გაგზავნა

პირადი ინფორმაცია

დახურვა

ძიება

ძიება

მოძებნეთ სასურველი სერვისი ან სტატია

ვერ მოიძებნა საიტზე ინფორმაცია