10. დეკემბერი 2018

ევროპის დღეები

ევროპის დღეები 2018

ევროპის დღეები
ევროპის დღეები
ბლოგი და ახალი ამბები
უკუკავშირი

 2018 წლის ნოემბერში კომაპნაიმ “ConcierGE Tbilisi” წარმატებით დაასრულა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ეგიდით განხორციელებული შვიდთვიანი პროექტი. ევროდელეგაციის პროექტის ფარგლებში თბილისსა და საქართველოს 6 ქალაქში, კერძოდ ბათუმში, ქუთაისში, ლაგოდეხში, ზუგდიდში, მარნეულსა და ახალციხეში მოეწყო ევროპული დღესასწაული ე.წ ევროპული დღეები.

მაისიდან ნოემბრის ჩათვლით ევროდელეგაციის მითითებების გათვალისწინებით “ConcierGE Tbilisi”-მა მოაწყო „ევროპული სოფელი” სამიზნე ქალაქებში, გამართა ღონისძიებისათვის საჭირო ყველანაირი ინფრასტრუქტურა მათ შორის საინფორმაციო ტენტები ევროკავშირის წევრი ქვეყნებისათვის, დაგეგმა და განახორციელა სპეციალური კულტურული პროგრამა და ასევე ბავშვებისათვის განკუთვნილი გასართობი პროგრამა. კომპანიამ  ორგანიზება გაუწია ევროპის დღეების 5 წლიან ისტორიაში საუკეთესო საკვებ ზონას, რომლის ფარგლებშიც წარმოდგენილი იყო მრავალფეროვანი ევროპული სამზარეულო და სარგებლობდა დიდი პოპულარობით ვიზიტორებს შორის.

ევროპის დღეები პირველად გაიმართა 5 მაისს რიყის პარკში. ჩვენს გუნდს ძალიან მაშტაბური სამუშაოების გაწევა მოუწია ლოჯისტიკისა და კულტურული პროგრამის ორგანიზების კუთხით, რადგან აღნიშნულ ევროპის დღეს 16 000 ვიზიტორი ეწვია.

კომაპნაიმ “ConcierGE Tbilisi” ასევე უზრუნველყო ევროპის დღეების მაღალი ხარისხის ფოტო და ვიდეო გადაღება, შესაბამისად ევროდელეგაციას მიაწოდა სოციალური მედიისათვის საჭირო კარგი ხარისხის მასალა.

ევროდელეგაციის მიერ “ConcierGE Tbilisi”-ის უშუალო შესრულებით ორგანიზებულ ევროპულ დღეებს თბილისსა და საქართველოს 6 ქალაქში ეწვია 40 000 სტუმარზე მეტი. ევროდელეგაცია კმაყოფილი დარჩა ღონისძიების როგორც ლოჯისტიკური ისე კულტურული ნაწილის მაღალ დონეზე ორგანიზებით.

დაკავშირებული ახალი ამბები

გაწევრიანება

გაწევრიანდით ჩვენი ბრენდის ქვეშ

დეტალური ინფორმაცია

დიდი მადლობა კონსიერჟ თბილისის საწევრო პაკეტით დაინტერესებისათვის. ჩვენი კონსიერჟი მალე დაგიკავშირდებათ
წინა შემდეგი გაგზავნა
  • 01
  • 02
  • 03

პირადი ინფორმაცია

საკონტაქტო ინფორმაცია

სერვისის ინფორმაცია

უკუკავშირი

მოგვწერეთ თქვენი საჭიროებები. ჩვენი გუნდი მოთხოვნას დაამუშავებს და 48 საათის განმავლობაში დაგიკავშირდებათ

დეტალური ინფორმაცია

დიდი მადლობა დაინტერესებისათვის, ჩვენი კონსიერჟი დაგიკავშირდებათ
გაგზავნა

პირადი ინფორმაცია

დახურვა

ძიება

ძიება

მოძებნეთ სასურველი სერვისი ან სტატია

ვერ მოიძებნა საიტზე ინფორმაცია