27. მაისი 2025

კონსიერჟ თბილისი ახლა უკვე ლოს-ანჯელესში

2025 წელს კი კომპანია საქართველოს საზღვრებს გასცდა და ახალი ძალიან საინტერესო ეტაპი დაიწყო - კალიფორნიის შტატში, კერძოდ, ლოს-ანჯელესში.

კონსიერჟ თბილისი ახლა უკვე ლოს-ანჯელესში
კონსიერჟ თბილისი ახლა უკვე ლოს-ანჯელესში
კონსიერჟ თბილისი ახლა უკვე ლოს-ანჯელესში
კონსიერჟ თბილისი ახლა უკვე ლოს-ანჯელესში
კონსიერჟ თბილისი ახლა უკვე ლოს-ანჯელესში
კონსიერჟ თბილისი ახლა უკვე ლოს-ანჯელესში
კონსიერჟ თბილისი ახლა უკვე ლოს-ანჯელესში
კონსიერჟ თბილისი ახლა უკვე ლოს-ანჯელესში
კონსიერჟ თბილისი ახლა უკვე ლოს-ანჯელესში
კონსიერჟ თბილისი ახლა უკვე ლოს-ანჯელესში
კონსიერჟ თბილისი ახლა უკვე ლოს-ანჯელესში
კონსიერჟ თბილისი ახლა უკვე ლოს-ანჯელესში
კონსიერჟ თბილისი ახლა უკვე ლოს-ანჯელესში
კონსიერჟ თბილისი ახლა უკვე ლოს-ანჯელესში
კონსიერჟ თბილისი ახლა უკვე ლოს-ანჯელესში
კონსიერჟ თბილისი ახლა უკვე ლოს-ანჯელესში
ბლოგი და ახალი ამბები
უკუკავშირი

კომპანიაკონსიერჟ თბილისიუკვე 10 წელია ქართულ ბაზარზე ოპერირებს და პრემიუმ კონსიერჟ მომსახურებასთან ერთად, მომხმარებელს ღონისძიებების ორგანიზებას სთავაზობს.

 

2025 წელს კი კომპანია საქართველოს საზღვრებს გასცდა და ახალი ძალიან საინტერესო ეტაპი დაიწყო - კალიფორნიის შტატში, კერძოდ, ლოს-ანჯელესში.

 

კომპანიის თანადამფუძნებელი, ლიზა ხაბაზაშვილი ამჯერად ახალ პროექტს - BEACH NOW - ჩაუდგა სათავეში. ეს არის უნიკალური სერვისი სანაპიროზე დასვენების მოყვარულთათვის, რაც გულისხმობს, რომ ნული ძალისხმევითა და მაქსიმალური კომფორტით შესაძლებელია აღნიშნო მნიშვნელოვანი თარიღები. სწორედ ამ პროექტმა „BEACH NOW“- ახლა პირველი დიდი ნაბიჯი გადადგა და ლოს-ანჯელესის ყველაზე გრანდიოზულ მუსიკალურ ფესტივალს, BeachLife festival 2025- მთავარი პარტნიორის სტატუსით შეუერთდა.

 

ფესტივალი 2-4 მაისს გაიმართა, „რედონდოსსანაპიროზე და მასში მონაწილეობა 40-მდე მსოფლიო დონის არტისტმა მიიღო. მათ შორის იყვნენ: Lenny Kravitz, Sublime, Alanis Morissette, Aloe Blacc და სხვები. სამი დღე - ეს იყო მუსიკის, მზის და სანაპიროს შეუდარებელი ჰარმონია.

 

BEACH NOW ფესტივალზე წარმოდგენილი იყო საკუთარივიპზონით. ფერადი ქოლგები, კომფორტული ლაუნჯ ზონა, ბრენდირებული აქსესუარები, ბარი და სპეციალურად მოწყობილი ფოტო კუთხე - ლოს-ანჯელესისა და კონსიერჟ თბილისის გუნდის ერთობლივი შრომის შედეგად მოეწყო და ფესტივალზე ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ სივრცედ იქცა.

 

მზითა და ოქროსფერი ქვიშით გაჟღენთილი რითმები, ოკეანის მუხტი, ბურგუნდისფერი კომფორტი და ქართული სტუმართმოყვარეობა იდეალური შერწყმა გამოვიდა და ეს მხოლოდ დასაწყისია.

 

კონსიერჟ თბილისის თანადამფუძნებელი, ლიზა ხაბაზაშვილი იმ გზაზე საუბრობს, რომელიც კონსიერჟ თბილისიდან, Beach Now-მდე გაიარა.

 

როგორც იცითკონსიერჟ თბილისიიყო პირველი ქართული კომპანია საქართველოში, რომელმაც მომხმარებელს კლასიკური საკონსიერჟო მომსახურება შესთავაზა. წარმატებული 10-წლიანი ისტორიის შემდეგ, კონსიერჟის ბიზნეს მოდელი საქართველოს ფარგლებს გასცდა და კალიფორნიაში, კერძოდ ლოს-ანჯელესში დაიდო ბინა. ერთ-ერთი მოგზაურობის დროს სამხრეთ კალიფორნიაში, ახალი შესაძლებლობების ძიებასა და საინვესტიციო პროექტების გაცნობისას, აღმოვაჩინე კომპანია Beach Now , რომელიც 2015 წელს დაარსდა, ლოს ანჟელესის ერთ-ერთ ცნობილ Venice beach“-ზე, იმ მოტივით რომ სანაპიროს მოყვარულებისთვის მაქსიმალური კომფორტი შეექმნა.

 

აღსანიშნავია, რომ კალიფორნიაში ყველა სანაპირო საჯაროა და კერძო სანაპირო ფაქტობრივად არ არსებობს. მეტიც, სანაპიროზე არ ქირავდება .. გასარუჯი სავარძელი ან ქოლგაც კი

 

იქიდან გამომდინარე, რომ ლოს-ანჯელესში მაცხოვრებლებისთვის ოკეანის სანაპიროზე დროის გატარება მათი ცხოვრებისა და კულტურის ნაწილია, „ბიჩ კონსიერჟისიდეა და „Beach Now“- ხედვა საინვესტიციოდ მიმზიდველი გახდა.

 

აი ასე, გადაწყდა, რომკონსიერჟ თბილისი“, იწყებს დივერსიფიკაციას. ასევე პირველივე წუთებიდან გვერდში დამიდგა ჩემი შვილი- მაშო, რომელმაც ბაკალავრის ხარისხი სან-ფრანცისკოს სახელმწიფო უნივერსიტეტში წარჩინებით მიიღო. მან ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება დააგროვა სტუმრების პრემიუმ მომსახურებასა და ღონისძიებების ოპერირებაში და ახლა უკვე ერთობლივად ავიღეთ ჩვენს თავზე ახალი ბრენდის განვითარებაზე ზრუნვა.:)

 

ჩაეყარა საფუძველი ძალიან მნიშვნელოვან და საინვესტიციოდ მრავალმხრივ პერსპექტიულ პროექტს. დაიწერა ბიზნეს გეგმა და დამუშავდა ბრენდის იდენტობა. პროცესი იმდენად აზარტული აღმოჩნდა, რომ ბოლო ექვსი თვეა უწყვეტი რეჟიმით დაიწყო სასიამოვნო ფუსფუსი ორ კონტინენტს შორის.

 

ამასთან მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ „Beach Now“- დაპირება „you show up and we take care of the rest“ ზუსტად ასახავს ქართული სტუმართმოყვარეობის ღირებულებებს. შეიძლება ითქვას, რომ ქართული სტუმარმასპინძლობის სულისკვეთება დღეს უკვე სამხრეთ კალიფორნიაში იკიდებს ფეხს“.

 

ლიზა ხაბაზიშვილი ასევე, განმარტავს, რა არის Beach Now

Beach Now მომხმარებელს სთავაზობს უნიკალურ კონსიერჟ მომსახურებას, რომელიც სრულად უზრუნველყოფს სანაპიროზე კომფორტული და დაუვიწყარი დროის გატარებას.

ეს გამოცდილება შეიძლება შეიქმნას როგორც ორი ადამიანისთვის, ასევე, მეგობრების, თუ ოჯახის წევრებისთვის - იქნება ეს უბრალოდ ერთი დღის გატარება თუ განსაკუთრებული დღესასწაულის აღნიშვნა, ოკეანის სანაპიროზე.

 

BEACH NOW თავის მომხმარებელს ოკეანის სანაპიროზე სთავაზობს დაუვიწყარ კორპორაციულ ღონისძიებებს. ეს შეიძლება იყოს: გუნდური აქტივობები, იოგა მზის ამოსვლისას, კომპანიის პიკნიკები, უფროსების და ბავშვების დაბადების დღეები, იუბილეები, სხვადასხვა შეკრებები, საქორწინო ღონისძიებები, ვახშმები, წვეულებები და სხვა!

 

Beach Concierge ითვალისწინებს ყველა დეტალს; ამინდის პროგნოზიდან დაწყებული, პარკინგის დაქეითერინგითდასრულებული. ასევე, უზრუნველვყოფთ ყველა დეტალს, იქნება ეს კომფორტული ავეჯი, მუსიკა თუ სხვა ნებისმიერი დეტალი, რაც თითოეული დამკვეთის დღეს მართლაც გამორჩეულს გახდის. ჩვენს სტუმრებს შეუძლიათ უბრალოდ აირჩიონ სასურველი დღე, შემდეგ კი თამამად ჩაეშვან მზის სხივებსა და ოქროსფერი ქვიშის სიმშვიდეში და უბრალოდ დატკბნენ ყოველი წამით…”

⁠⁠

კონსიერჟის თანადამფუძნებელმა ამასთან, გაგვანდო Beach Now ისტორია და ის თუ, როგორ მოხდა რებრენდინგი.

 

ბრენდის იდენტობაზე და ლოგოზე იმუშავა ქართულმა კომპანიამ ISTUDIO. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ტატუკა ჭუმბურიძეს და მის გუნდს. ოთხი თვის განმავლობაში, 11-საათიანი სხვაობით კალიფორნიასთან, სხვადასხვა ფოკუს ჯგუფებთან მუშაობით, ბევრი განსხვავებული აზრის თუ კრიტიკის მიუხედავად, რომ ლოგოზე აუცილებლად უნდა მემუშავა LA დიზაინერთან, მან ფანტასტიკურად გაართვა თავი დასმულ ამოცანას. შეიძლება ითქვას, რომ დღეს Beach Now- აქვს ერთ-ერთი გამორჩეული, ახალგაზრდული, პრანჭია და თამამი იდენტობა, რომელიც კარგად გამოხატავს ოკეანის სანაპიროსთან ცხოვრების წესს“.

 

აღსანიშნავია ⁠⁠პირველი მასშტაბური პროექტი და უდიდეს მუსიკალურ ფესტივალთან კოლაბორაცია. ლიზა ხაბაზიშვილმა სირთულეებზე და განწყობებზეც ისაუბრა.

 

„BeachLife Festival უკვე 7 წელია იმართებარედონდოსსანაპიროზე და შეიძლება ითქვას, რომ კალიფორნიელებისთვის წლის ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულია.

 

ფესტივალის ხედვა და მისია თანხვედრაშია Beach Now- მთავარ არსთან. ორივე ბრენდის მთავარი მისიაა, შექმნას დაუვიწყარი მომენტები ზღვასთან, რაც აერთიანებს კალიფორნიის სანაპიროს კულტურას, ცოცხალ მუსიკასა და უნიკალურ გამოცდილებას.

 

ჩვენი ისტორია კი ასე დაიწყო: ერთხელფეისბუქზეშემთხვევით გადავაწყდიბიჩლაიფისრეკლამას და პირველი აზრი, რაც გამიჩნდა იყო, რა კარგი იქნებოდაბიჩლაიფიდა Beach Now დამეგობრებულიყვნენ. რადგან ფესტივალიც აძლევს ადამიანებს დაუვიწყარ ემოციებს, მოგონებებს სიხარულს და განტვირთვის შესაძლებლობას და Beach Now- სულისკვეთებაც სწორედ ეს არის - შექმნას დაუვიწყარი მომენტები ოკეანის სანაპიროზე. შესაძლო კოლაბორაციით დავინტრიგდი, მაგრამ თან ძალიან წარმოუდგენლად მიმაჩნდა ჩვენი, ასე ვთქვათ, დამეგობრება.

 

იქიდან გამომდინარე, რომ კონსიერჟ თბილისის მოტივატორი ფრაზაც არის „No is not an option“, ვიფიქრე, რომ რატომაც არა, უნდა მივცე ჩემს თავს და ახლად რებრენდირებულ ბრენდსაც ამის შესაძლებლობაშევედი მათ საიტზე, შევავსე აპლიკაცია გავაგზავნე და მომივიდა პასუხი. შემდეგ რამდენჯერმე დამიბარეს შეხვედრაზე, მოვუყევი რომ ვიყავი საქართველოში კონსიერჟ თბილისის დამფუძნებელი, დიდი გამოცდილებით სტუმარმასპინძლობის თუ ღონისძიებების ორგანიზების კუთხით და .მოკლედ, მათაც დაინახეს ამ ორი ბრენდის ენერგია და ასე შედგა პირველი მასშტაბური პროექტი -Beach Now-სა და BeachLife ფესტივალის კოლაბორაცია. ეს ახლაც ჰგავს ჩემთვის ჰოლივუდური ფილმის სცენარს- LA-ში ჩამოსული გოგო, რომელსაც ჯერ არ ჰყავს აქ არც მეგობრები, არც ნაცნობები, უცებ უდიდესი კულტურის ნაწილი ხდება; უმოკლეს დროში იცნობს უამრავ ბიზნეს პარტნიორს და ნამდვილად უმტკიცებს საკუთარ თავს რომარა არ განიხილებადა რომ ყველაფერი, რასაც ოცნებობ, შეიძლება, რომ რეალობად აქციო!“

 

ლიზა ხაბაზიშვილმა შეაჯამა ⁠⁠კონსიერჟ თბილისისა და Beach Now- 10 წლის მიღწევები და ამასთან, ისაუბრა 10 წლის იუბილეზეც.

 

თავიდან, როცა აღმოვაჩინე Beach Now და გავიგე მისი ისტორია, მაშინვე რაღაცნაირად მენიშნა, რადგან კონსიერჟ თბილისსაც წორედ 10 წელი უსრულდებოდა წელსმაშინვე ჩემს თავში რაღაცნაირად დავაკავშირე ეს ორი კომპანია და ვიფიქრე, რომ ახლა სწორედ ის დრო იყო, რომ Beach Now -თვისაც ახალი ისტორიის ფურცელი დამეწერა, ახალი სული შთამებერა და ქართული 10-წლიანი გამოცდილება უკვე ამერიკულ რეალობაში გადმომეტანა. ახლა უკვე თამამად შემიძლია ვთქვა რომ ჩემი მეორე ოჯახი -„კონსიერჟ თბილისიდა ჩემი ახლი მეგობარი -Beach Now, ორივე თავისი ისტორიის უმნიშვნელოვანეს ეტაპზე გადავიდნენ და დარწმუნებული ვარ, ახალი დეკადა ორივესთვის კიდევ უფრო წარმატებული და კიდევ უფრო საინტერესო იქნება!“

 

და ბოლოს, რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ლიზა ხაბაზიშვილი აღნიშნავს, რომ საზოგადოებისთვის განსაკუთრებული შეთავაზებების შესახებ ცნობილი მალე გახდება.

 

იქიდან გამომდინარე, რომ Beach Now მაინც სეზონურ ბიზნესად ითვლება (მიუხედავად იმისა, რომ ლოს-ანჯელესში 9/10 თვე სანაპიროს სეზონია), გადავწყვიტე, რომ ეს ბრენდი გასცდეს ოქროსფერ სანაპიროს დავიპსტუმრებისთვის უნიკალური ტურები დავაორგანიზოთ კონსიერჟ თბილისთან კოლაბორაციით.

 

ეს იქნება უნიკალური შესაძლებლობა ადამიანებისთვის, რომ ყველანაირი ძალისხმევის გარეშე ჩამოვიდნენ კალიფორნიაში, ეზიარონ ჰოლივუდურ ცხოვრებას, მოხვდნენ ადგილებში, სადაც მხოლოდ ვარსკვლავები დადიან და შეიქმნან დაუვიწყარი მოგონებები. წინ გვაქვს ლოს-ანჯელესში FIFA მსოფლიო თასი 2026 და ოლიმპიური თამაშები 2028. განსაკუთრებული შეთავაზებები მალე გახდება ცნობილი საზოგადოებისთვის“.

 

მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიეთ ბმულს : www.conciergetbilisi.com ; www.beachnow.me

 

 

დაკავშირებული ახალი ამბები

გაწევრიანება

გაწევრიანდით ჩვენი ბრენდის ქვეშ

დეტალური ინფორმაცია

დიდი მადლობა კონსიერჟ თბილისის საწევრო პაკეტით დაინტერესებისათვის. ჩვენი კონსიერჟი მალე დაგიკავშირდებათ
წინა შემდეგი გაგზავნა
  • 01
  • 02
  • 03

პირადი ინფორმაცია

საკონტაქტო ინფორმაცია

სერვისის ინფორმაცია

უკუკავშირი

მოგვწერეთ თქვენი საჭიროებები. ჩვენი გუნდი მოთხოვნას დაამუშავებს და 48 საათის განმავლობაში დაგიკავშირდებათ

დეტალური ინფორმაცია

დიდი მადლობა დაინტერესებისათვის, ჩვენი კონსიერჟი დაგიკავშირდებათ
გაგზავნა

პირადი ინფორმაცია

დახურვა

ძიება

ძიება

მოძებნეთ სასურველი სერვისი ან სტატია

ვერ მოიძებნა საიტზე ინფორმაცია