7. დეკემბერი 2018

ბიზნეს კონსიერჟი თქვენი ბიზნესის წარმატებისთვის

კონსიერჟ თბილისი არის კომპანია, რომელმაც ზუსტად იცის თუ რა არის საჭირო დასამახსოვრებელი მასპინძლობისთვის

ბიზნეს კონსიერჟი თქვენი ბიზნესის წარმატებისთვის
ბლოგი და ახალი ამბები
უკუკავშირი

შეგიმჩნევიათ ოდესმე როგორ იწყებენ ხოლმე მაღალი რანგის სტუმრები სამადლობელ სიტყვებს? ძირითადად საქმიანი ადამიანებისა  თუ პოლიტიკოსების აღფრთოვანებას თბილი დახვედრა, სწორად შერჩეული ტური, გარემო, საჩუქრები და ინფრასტრუქტურა იწვევს ხოლმე. კლიენტთან თუ ბიზნეს პარტნიორთან ურთიერთობა მხოლოდ საქმისგან როდი შედგება, ის უფრო მეტად ადამიანურ ურთიერთობებსა და პატივისცემაზეა აგებული. კავშირების დამყარება, პარტნიორობა და წარმატებული საქმიანობა პირველი შთაბეჭდილებით იწყება, დაუვიწყარი და ეფექტური მოგონებების შესაქმნელად კი, პროფესიონალების გუნდია საჭირო.

 

თანამედროვე საქმიან ადამიანებს , რომლებსაც ადგილობრივი და უცხოელი პარტნიორები მრავლად ჰყავთ, არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრის ორგანიზება და მასპინძლობა უწევთ. ასეთი შეხვედრები კომპანიის იმიჯსა და წარმატებაზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს, თუმცა ხშირად ისეც ხდება, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით არ მიდის. ეს შეიძლება იყოს არასწორი ორგანიზების, არასაკმარისი ინფორმაციისა თუ უბრალოდ, დროის დეფიციტის ბრალი. როდესაც პარტნიორი ან კლიენტი უკმაყოფილია ვიზიტითა და დახვედრით, მოლაპარაკებებიც საფრთხის ქვეშ დგება.

 

სწორედ ასეთი შემთხვევებისთვის არსებობს Concierge Tbilisi-ს მომსახურება, რომელიც ნებისმიერ კლიენტს პირად საკონსიერჟო  მომსახურებას უწევს. იმისთვის, რომ მნიშვნელოვანი ღონისძიებები და ვიზიტები ძალიან წვრილმან დეტალებშიც კი გათვლილი იყოს, აუცილებელია პროფესიონალებმა შეასრულონ ეს საქმე. Concierge Tbilisi არის კომპანია, რომელმაც ზუსტად იცის თუ რა არის საჭირო ეფექტური და დასამახსოვრებელი მასპინძლობისთვის. კომპანია ორიენტირებულია ისეთი დეტალების მოგვარებაზეც კი, რომელიც სხვას შეიძლებოდა მარტივად გამორჩენოდა, რადგან კომპანიის ფილოსოფიის თანახმად, დეტალები ქმნის დიდებულ გამოცდილებას.

 

ბიზნეს კონსიერჟული მომსახურება, რომელსაც Concierge Tbilisi სთავაზობს კომპანიებს, მოიცავს სტუმრის, ვიზიტისა და ღონისძიების შესწავლას, დაგეგმვასა და განხორციელებას, რაც დამკვეთებს ყოველგვარი ზედმეტი საფიქრალისგან ათავისუფლებს. კომპანიას გააჩნია მაღალი პასუხისმგებლობა და გამოცდილება ამ სფეროში, რასაც მისი კლიენტთა რაოდენობა და დადებითი შეფასებები ადასტურებს.

 

ბიზნეს კონსიერჟი მას შემდეგ, რაც შეისწავლის სტუმრის მთავარ ინტერესებს და განსაზღვრავს მასპინძლობის სრულ გეგმას, რომელიც დეტალებშია გაწერილი, მას თავის დამკვეთს წარუდგენს. თუკი აღმოჩნდება, რომ სტუმარი ან კლიენტი ან თუნდაც ბიზნეს პარტნიორი გატაცებულია ავტორბოლით, ნადირობით, გნებავთ მხატვრობით - ბიზნეს კონსიერჟი უზრუნველყოფს, რომ ვიზიტის ფარგლებში სტუმარი დაესწროს რალის, ან საუკეთესო ველებში ინადიროს, ანდაც საქართველოში გამოჩენილ მხატვართან ერთად ივახშმოს და ხელოვნებაზე ისაუბროს. ინტერესები შესაძლოა შეუზღუდავი იყოს, ზოგიერთ კლიენტს განსაკუთრებული მოთხოვნები ჰქონდეს კერძებთან დაკავშირებით, ზოგიერთს კი სასტუმროსთან. არსებობენ ისეთი სტუმრებიც, რომლებსაც კონკრეტული მოთხოვნა აქვთ ამა თუ იმ ბრენდის ავტომობილზე. რაც არ უნდა იყოს, ბიზნეს კონსიერჟს ასეთი დეტალების გაგება და რაც მთავარია, მოგვარება და უზრუნველყოფა შეუძლია.

 

Concierge Tbilisi-ს კიდევ ერთი უპირატესობა  ისაა, რომ მას შეუძლია სრულიად ექსკლუზიური მოთხოვნების დაკმაყოფილება სასტუმროებსა თუ რესტორნებში. ბიზნეს კონსიერჟის დაქირავება ნიშნავს, რომ თქვენ სტუმარს აუცილებლად დახვდება ისეთი მენიუ რესტორანში, რომელიც მისთვის არის სასურველი, სასტუმროში კი ზუსტად ისეთ მომსახურებას მიიღებს, როგორსაც ინატრებდა, ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე. ეს ყველაფერი კი სტუმრისთვის სასიამოვნო სიურპრიზი იქნება, რაც ნათელი შეტყობინებაა მისთვის, რომ მასპინძელი მასზე ზრუნავს.

 

ამგვარი ვიზიტებისას უდიდესი მნიშვნელობა აქვს მოქნილობასაც, რაც გულისხმობს გაუთვალისწინებელი შემთხვევებისა თუ მოთხოვნების უმოკლეს დროში აღმოფხვრა-შესრულებას.  შესაძლოა სტუმარმა საქართველოში აღმოაჩინოს, რომ მოსწონს ქართული ფოლკლორი და მოუნდეს რომელიმე კონცერტზე დასწრება ან თუნდაც ცნობილი ქართული ფოლკლორული გუნდის წევრებთან შეხვედრა. ბიზნეს კონსიერჟი ასეთ შემთხვევებში ყველაზე ოპერატიულად და ხარისხიანად შეძლებს სტუმრის სურვილების ასრულებას.

 

მნიშვნელოვანია ისიც, რომ სტუმრისთვის ყველა საჩუქარი სწორად იყოს შერჩეული, რადგან საჩუქრები დიდ შთაბეჭდილებას ტოვებს მათზე. აქაც, Concierge Tbilisi კვლევისა და ძიების შედეგად, აუცილებლად იპოვნის იმ გადაკვეთის წერტილებს, რომელიც საჩუქრების ზუსტ შერჩევაში დაეხმარება.

 

Concierge Tbilisi-ს მომსახურების მთავარი ხიბლი ისაა, რომ დამკვეთებს მინიმალური დრო მისდით ასეთი საკითხების მოგვარებაში. ისინი ბოლომდე ენდობიან ბიზნეს კონსიერჟს, რომელმაც ზუსტად იცის, როგორ შექმნას დაუვიწყარი დღეები სტუმრებისთვის. ბრენდის წარმატებას ხომ მასთან ასოცირებული საუკეთესო მოგონებები და ემოციები განაპირობებს?!

დაკავშირებული ბლოგი

გაწევრიანება

გაწევრიანდით ჩვენი ბრენდის ქვეშ

დეტალური ინფორმაცია

დიდი მადლობა კონსიერჟ თბილისის საწევრო პაკეტით დაინტერესებისათვის. ჩვენი კონსიერჟი მალე დაგიკავშირდებათ
წინა შემდეგი გაგზავნა
  • 01
  • 02
  • 03

პირადი ინფორმაცია

საკონტაქტო ინფორმაცია

სერვისის ინფორმაცია

უკუკავშირი

მოგვწერეთ თქვენი საჭიროებები. ჩვენი გუნდი მოთხოვნას დაამუშავებს და 48 საათის განმავლობაში დაგიკავშირდებათ

დეტალური ინფორმაცია

დიდი მადლობა დაინტერესებისათვის, ჩვენი კონსიერჟი დაგიკავშირდებათ
გაგზავნა

პირადი ინფორმაცია

დახურვა

ძიება

ძიება

მოძებნეთ სასურველი სერვისი ან სტატია

ვერ მოიძებნა საიტზე ინფორმაცია