გაწევრიანდით ჩვენი ბრენდის ქვეშ
აბასთუმნის უნიკალური კლიმატი ორგანიზმისა და გონების გაჯანსაღებისათვის
თუ თქვენი ორგანიზმი დასუსტებულია და გრძნობთ იმუნური სისტემის გაჯანსაღების საჭიროებას, მაშინ აბასთუმანი საუკეთესო ადგილია Covid-19-ის შემდგომი რეაბილიტაციისათვის.
თუ თქვენი ორგანიზმი დასუსტებულია და გრძნობთ იმუნური სისტემის გაჯანსაღების საჭიროებას, თუ მოგენატრათ უღრანი ტყეები, მთის სუფთა ჰაერი და თვალწარმტაცი პეიზაჟები, მაშინ აბასთუმანი საუკეთესო ადგილია Covid-19-ის შემდგომი რეაბილიტაციისათვის.
აბასთუმანი
გზად ბორჯომშიც შეიარეთ
იმისათვის რომ თქვენი დასვენება მრავალფეროვანი გახადოთ, აბასთუმნისაკენ მიმავალ გზაზე, გთავაზობთ ქალაქ ბორჯომში 3 დღით გაჩერებას. ბორჯომში საოცარი ბუნებით და ჰაერით ნებივრობის გარდა, რაღა თქმა უნდა დააგემოვნებთ ვულკანური წარმოშობის ბორჯომის უნიკალურ მინერალურ წყალს, რომლის ასაკიც მეცნიერთა შეფასებით 1500 წელიწადს მოითვლის. მინერალური წყალი მიწის ზედაპირზე ბუნებრივი წნევის საშუალებით 8-10 კილომეტრის სიღრმიდან ამოდის. ბორჯომი ასევე ცნობილია მინერალური წყლების სპა პროდეცურებით, რაც პოსტ კორონა ვირუსის პერიოდში დაგეხმარებათ სტრესის მოხსნასა და სხეულის გაჯანსაღებაში.
ბორჯომი
ობსერვატორია
აბასთუმანში ჩასულებს, დაგხვდებათ ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს აშენებული და დღემდე მსოფლიო მნიშვნელობის მქონე ობსერვატორია. 1932 წელს ევგენი ხარაძის მიერ აშენებული ობსერვატორია და უნიკალური ტელესკოპი საშუალებას მოგცემთ უთვალთვალოთ ჩვენი გალაქტიკის ცხოვრებას. მეგობრულად განწყობილი მეცნიერები დიდი სიამოვნებით დაგეხმარებიან ამ პროცესში და ამასთანავე უამრავ საინტერესო ამბავსაც გაგანდობენ, მაგალითად სატურნის წრეები სწორედ აბასთუმნის ობსერვატორიიდან გაიზომა, ასევე აქედან შენიშნეს პირველად მერკურის ატმოსფერო. აბასთუმნის ობსერვატორიაში დაგროვილ ცოდნას NASA-ც კი იყენებდა.
„კონსიერჟ თბილისი“ გირჩევთ მინიმუმ 10 დღე დაჰყოთ აბასთუმანში, თქვენი იმუნური სისტემის გაძლიერების პროცესის დასაწყებად. უღრან ტყეებში ხეტიალი, მზის აბაზანების მიღება და მთის კრისტალურად სუფთა ჰაერზე ყოფნა ძალიან მალე დაიწყებს თქვენი სხეულის გაჯანსაღებას და ამასთანავე მოგიხსნით პოსტ Covid-19-ს სტრესს.
ტურის რეკომენდებული ხანგრძლივობა: 14 დღე
ტრანსპორტირების ტიპი: ჯიპის ტიპის ავტომობილები, სათავგადასავლო ტურების დროს ცხენები
ვიზიტის რეკომენდებული დრო: ივლისი-სექტემბერი