გაწევრიანდით ჩვენი ბრენდის ქვეშ
დააკვირდი კოსმოსს საქართველოდან
აბასთუმანი, ადგილი, საიდანაც ჩვენი გალაქტიკა ყველაზე უკეთ მოჩანს
აბასთუმანი — ადგილი, საიდანაც ჩვენი გალაქტიკა ყველაზე უკეთ მოჩანს. ვარსკვლავები, პლანეტები და ყველა ასტრონომიული მოვლენა სწორედ აქ, ამ ადგილას იყრის თავს. აქ ადამიანები ხშირად იკრიბებიან მზისა და მთვარის დაბნელების საყურებლად, გასართობად და წვეულებების მოსაწყობადაც კი, ხოლო პლანეტებსა და ასტრონომიაზე შეყვარებული წყვილები, აქ ზოგჯერ საქორწინო ცერემონიებსაც იხდიან.
1932 წელს ევგენი ხარაძის მიერ აშენებული ობსერვატორია დღეს უკვე ისტორიულია და მას მსოფლიო მასშტაბით აქვს ავტორიტეტი მოპოვებული.
აბასთუმანი არის ადგილი, სადაც ქართველმა მეცნიერებმა იკვლიეს და აღმოაჩინეს ისეთი ვარსკვლავები, რომლებმაც ასტრონომიაში მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანეს. მათ შორისაა გიორგი თევზაძის აღმოჩენილი ორი კუდიანი ვარსკვლავი “კომეტა". სწორედ აქ გაიზომა პირველად სატურნის რგოლების სისქე და აქ შენიშნეს პირველად პლანეტა მერკურის ატმოსფერო.
აბასთუმანის ობსერვატორიაში შექმნილ ცოდნას დღეს NASA საკუთარი კვლევებისთვისა და მრავალ მილიარდიანი მისიებისთვის იყენებს.
აბასთუმანში რომ მოხვდებით, თქვენც გექნებათ შანსი დააკვირდეთ კოსმოსში მიმდინარე მოვლენებს, ამოიცნოთ ვარსკვლავები და ქართველ მეცნიერების დახმარებით გაიგოთ უფრო მეტი ჩვენი სამყაროს შესახებ. ღამით კი, როცა მზე მესხეთის კალთის მთებს მიეფარება, ცაზე მილიონით ვარსკვლავი გამოჩნდება, რომელთა დანახვასაც თქვენ შეუიარაღებელი თვალითაც შეძლებთ.