გაწევრიანდით ჩვენი ბრენდის ქვეშ
5 რამ, რაც დროის ეფექტურად გამოყენებაში გვიშლის ხელს
ხუთი ყველაზე მეტად გავრცელებული ჩვევა, რომელიც უამრავ დროს გვაკარგვინებს და ჩვენს საქმიანობაზე ცუდად აისახება
ადამიანები ხშირად ვფიქრობთ, რომ ნებისმიერ საქმეს ერთნაირად კარგად გავუმკლავდებით და ყველაფერს მოვასწრებთ, მაგრამ გვიან ვხვდებით ხოლმე, რომ დრო სწრაფად გადის, ჩვენ კი საქმეების ნახევარიც არ გვაქვს გაკეთებული. ეს ყველაზე მეტად წარმატებისკენ მოწოდებულ ადამიანებს ემართებათ, რომლებსაც ერთდროულად ბევრის მოსწრება სურთ, თუმცა საპირისპირო კი გამოსდით. ამიტომ საჭიროა პრობლემის გააზრება და მისი გადაჭრა, რათა ყველაფერი უფრო მარტივად, ეფექტიანად და შედეგიანად გამოვიდეს.
1. ყველაფრის საკუთარ თავზე აღება ამცირებს წარმატების შანსებს - საქმის დელეგირება წარმატებული ადამიანების ყველაზე გამორჩეული უნარია
ჩვენ ყოველთვის არასწორად გვასწავლიდნენ, რომ შრომა მთავარია. სინამდვილეში, ყველაზე მნიშვნელოვანი უნარი, რომელიც ადამიანს უნდა გააჩნდეს, დროის მენეჯმენტია.
სწორედ ამიტომ, პირველ რიგში უნდა განსაზღვროთ, აწონ-დაწონოთ რისი გაკეთება შეგიძლიათ თქვენ რეალურად ყველაზე კარგად და ნაყოფიერად და რა შეუძლია სხვას თქვენზე უკეთ. მაგალითად თუ ბაღიდანაც ბავშვია გამოსაყვანი, სამსახურში ფინანსური გადარიცხვებიც თქვენი მოსაგვარებელია, მანქანა, რომელსაც ტექ-დათვალიერება ჯერ კიდევ არ გაუვლია, მოსაწესრიგებელი გყავთ, არსებობს ამ ყველაფრისგან თავის დაღწევის ხერხები. ავალებთ ოჯახის წევრებს, ახლობლებს, კეთილის მსურველებს, ან ამისთვის უკვეთავთ სპეციალურ მომსახურებას. შედეგი თავად განსაზღვრეთ.
2. სამუშაო საათებში ფეისბუქზე ყოფნა ისეთივე მავნე ჩვევაა, როგორიც ფრჩხილების კვნეტა
დიახ, ეს სწორედ ასეა. ინფორმაციული ქაოსის გამო, რომელიც ფეისბუქშია, თქვენი განვითარებისთვის და საქმისთვის აუცილებელ დროს, უსაფუძვლოდ ანიავებთ.
თუ გინდათ, რომ ეფექტურად გამოიყენოთ სამუშაო დრო, ფეისბუქს უნდა ერიდოთ. პირველ რიგში, შეგიძლიათ გამოიყენოთ კედლის დროებითი დეაქტივაციის ფუნქცია. გააუქმეთ თქვენი კედელი და დაიტოვეთ მხოლოდ მესენჯერი, ამას სულ რამდენიმე წამი სჭირდება.
თუ პროფილის დეაქტივაცია არ გსურთ, მაშინ მეორე შანსიც გაქვთ. გამოიყენეთ Google Chrome-ს დამატებითი ფუნქცია, რომელიც სიახლეების გვერდის (News feed) ბლოკირებას უზრუნველყოფს.
3. ყველაფრის ერთდროულად კეთება, ცუდი იდეაა - ისწავლეთ მნიშვნელოვანი და ნაკლებად მნიშვნელოვანი საქმეების განაწილება
ამ ნაწილში ერთ-ერთი ყველაზე ეფექტურ ხერხს ეიზენჰაუერის მეთოდსაც ეძახიან, რომელიც საკუთარ საქმეებს ოთხ ნაწილად ჰყოფდა. ჩვენ მას გრაფის სახით წარმოგიდგენთ:
თითოეულ მათგანში თქვენ უნდა ჩამოწეროთ ისეთი საქმეები, რომლებიც ზუსტად მიესადაგება მისს სტატუსს. ეს მეთოდი დაგეხმარებათ დააგენერიროთ აუცილებლად და სწრაფად გასაკეთებელი საქმეები და მიჰყვეთ მას თანმიმდევრულად.
4. ნუ აქცევთ მუშაობას დამღლელ და გაწელილ პროცესად - გამოიყენეთ პომოდოროს ტექნიკა
ეიზენჰაუერის ცხრილის შედგენის შემდეგ, საქმეს უნდა შეუდგეთ, თუმცა ახლა დროის სწორად განაწილება ხდება საჭირო. ამისთვის არსებობს პრაქტიკაში კარგად გამოცდილი და წარმატებული მეთოდი, რომელსაც პომოდოროს ტექნიკას უწოდებენ.
ერთი კონკრეტული საქმე დაყავით რამდენიმე ნაწილად. მაგალითად, 25 წუთი მუშაობას დაუთმეთ, ხოლო 5 წუთი შესვენებას. დააყენეთ წამწომი, რათა დროს არ გადააცილოთ. ყოველ 25 წუთში შეისვენეთ 5 წუთით, დალიეთ ყავა ან გააკეთეთ ის, რაც გსურთ. შემდეგ მიუბრუნდით საქმეს და ახლიდან დააყენეთ წამზომი.
ყოველთვის, როცა მეოთხედ დარეკავს წამზომი, აიღეთ უფრო დიდი შესვენება, მაგალითად 15 ან 30-წუთიანი.
როგორც კი დაიწყებთ ამ მეთოდის გამოყენებას, შედეგს მალევე დაინახავთ. ის დაგეხმარებათ ნებისყოფის გამომუშევაბაში, უკეთესად კონცენტრირებასა და რაც მთავარია, საქმეების სწრაფად შესრულებაში.
5. გამოუძინებლობა და პასიური ცხოვრება თქვენს ეფექტურობას მინიმუმამდე ამცირებს
ალბათ ხშირად გიგრძვნიათ, რომ ოფისში მისულები მოდუნებულები ხართ და გიჭირთ კონცენტრირება. ვარჯიში აჯანსაღებს ადამიანის სხეულსა და გონებას, რომელსაც პოზიტიურად მუხტავს და ეხმარება გამოწვევებთან გამკლავებაში.
კარგად გამოძინების შემთხვევაში კი, ადამიანი ნაკლებად განიცდის სტრესს, უფრო ენერგიულია და საქმის კეთების სურვილიც გაორმაგებული აქვს. სიზარმაცე, როგორც წესი, სწორედ არასაკმარისი ძილის შედეგია ხოლმე.
თუ ფიქრობთ, რომ თქვენი საქმიანობა იმაზე მეტ დროს მოითხოვს, ვიდრე დღე-ღამეშია შესაძლებელი, გამოსავალი მაინც არსებობს. განსაკუთრებულად საქმიანი და წარმატებული ადამიანები ვერ ახერხებენ ყველა დეტალის ორგანიზებას, ამიტომ ისინი კონსიერჟის მომსახურებით სარგებლობენ. კონსიერჟს შეუძლია პროფესიონალურად მოაგვაროს ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, თქვენ კი მეტი დრო დაგრჩებათ საკუთარ საქმეზე კონცენტრირებისთვის.
დაკავშირებული ბლოგი
-
ბიზნეს კონსიერჟი თქვენი ბიზნესის წარმატებისთვის
კონსიერჟ თბილისი არის კომპანია, რომელმაც ზუსტად იცის თუ რა არის საჭირო დასამახსოვრებელი მასპინძლობისთვის) -
გასტრონომიული ტურიზმის მარგალიტი
ზემო აჭარა) -
ვინ არის კონსიერჟი?
ისტორია ოქროს თევზზე) -
იდუმალი სვანეთი - იდეალური ადგილი „ციფრული დეტოქსისათვის“
თუ ოდესმე გსმენიათ „ციფრული დეტოქსის“ თაობაზე და გსურთ გონების განტვირთვა, „კონსიერჟ თბილისი“ გიწვევთ დაუვიწყარ მოგზაურობაში იდუმალ, მედიდურ და მომაჯადოვებელ სვანეთში. )