გაწევრიანდით ჩვენი ბრენდის ქვეშ
პროფესიული განათლების ქართულ-გერმანული დღეები
GIZ საქართველოს ოფისმა გამოაცხადა კომპლექსური და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ღონისძიების ტენდერი. „პროფესიული განათლების ქართულ-გერმანული დღეები“ -ის მიზანი იყო წარმოეჩინა საქართველოსა და გერმანიას შორის ხანგრძლივი და ნაყოფიერი თანამშრომლობა საქართველოში პროფესიული განათლების მოდერნიზებაში. მთავარი ამოცანა იყო ათასობით ქართველ და უცხოელ სტუმარს შესაძლებოლა ქონოდა უშუალოდ ენახა თუ რამდენად მრავალფეროვანი შეიძლება იყოს პროფესიული განათლება.
FAQ
-
ღონისძიენის კონცეფციის და სამოქმედო გეგმის დაწერა შედის „კონსიერჟ თბილისის“ კომპეტენციაში?
ჩვენ ვგეგმავთ და ვახორციელებთ ნებისმიერი მასშტაბის ღონისძიებას, შესაბამისად კლიენტისათვის შეთავაზებული მომსახურებები მოიცავს როგორც კონცეფციის შექმნას, ისე ინსტალაციების დიზაინის მოფიქრებასა და მათ აშენებას, ღონისძიების სრულ ლოჯისტიკურ მხარდაჭერას და პარტნიორებთან კოორდინაციას.
-
შესაძლებელია „კონსიერჟ თბილისის“ მიერ ღონისძიების მედია და მარკეტინგული მხარდაჭერის განხორციელება?
ჩვენ კომპანიაში დასაქმებული გვყავს მარკეტინგის და მედია სპეციალისტები, რომელთაც კლიენტთან მჭიდრო თანამშრომლობით შეუძლიათ შესთავაზონ მათ საჭიროებებსა და მიზნებზე მორგებული მედია და მარკეტინგული გეგმები. „კონსიერჟ თბილისის“ კიდევ ერთი მთავარი უპირატესობა არის სოციალური მედიის კარგი ცოდნა.
-
რამხელა ადამიანური რესურსი ჭირდება პროფესიული განათლების დღეების მაშტაბის ღონისძიების განხორციელებას?
მსგავსი მასშტაბის ღონისძიების სამართავად აუცილებელია განხორციელების პროცესში ჩართული იყოს კომპანიის წამყვანი გუნდი და დაქირავებული, მაღალკვალიფიციური კონსულტანტები. ზემოხსენებულ ღონისძიებაზე „კონსიერჟ თბილისის“ მხრიდან ჩართული იყო 20 ადამიანი, მათ შორის ივენთ მენეჯერები, მოხალისეების მართვის მენეჯერები, ლოჯისტიკური დეპარტამენტი, დონორებთან ურთიერთობის კონსულტანტები და ასე შემდეგ. ამას ემატებოდა 50-ზე მეტი დამხმარე ლოჯისტიკური მიმართულებით, დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები, ელექტრიკოსები და ტექნიკური პერსონალი.
მსგავსი პროექტები
-
გამოწვევები:
- დიდი მაშტაბის გარე ღონისძიების და ორი მაღალი რანგის კონფერენციის დაგეგმვა და განხორციელება 2 თვის ვადაშ
- „რესპუბლიკის მოედნის“ გადაქცევა შთამბეჭდავ საექსპოზიციო სივრცედ სადაც 21 პავილიონი განლაგდებოდ
- კლიენტთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად ღონისძიების კონცეფციის გაწერა და ბრენდირების დასრულება
- გამოფენაზე გამოსატანი ნივთების პავილიონების მიხედვით გადანაწილება და მიმზიდველად წარმოჩენა
- გერმანელ და ქართველ პარტნიორებთან კომუნიკაციის პროცესის ეფექტურად წარმართვა
-
გადაწყვეტა:
„კონსიერჟ თბილისმა“ გამოყო 20 კაციანი გუნდი, რომელმაც იმუშავა სამი დიდი ღონისძიების ეფექტურად განხორციელებისათვის. დაიგეგმა გარე მაშტაბური გამოფენა და ორი კონფერენცია.
კომპანიის თანამშრომლებმა კრეატიულ სააგენტოსთან ერთად შექმნეს გამოფენის ვიზუალები, გააცნეს მონაწილე კლასტერებს პავილიონების მიხედვით არსებული ტექნიკური მოთხოვნები. ჩვენმა გუნდმა ასევე იზრუნა სხვადასხვა სიმულაციური აქტივობების მოფიქრებაზე. სამშენებლო, სტუმარმასპინძლობის, ეკო-ტურიზმის, მეტყევეობის, ავეჯის და სხვა ყველა პავილიონში ვიზიტორებს მიეცათ შესაძლებლობა თავად ჩაბმულიყვნენ პროდუქტის შექმნასა თუ ტესტირებაში.
„კონსიერჟ თბილისის“ გუნდის წევრებმა ასევე წარმართეს კომუნიკაცია პროექტში ჩართულ ქართულ და გერმანულ მხარეებთან. პროექტის განმავლობაში ყველა მხარე ზედმიწევნით ინფორმირებული და პროცესში ჩართული იყო.
-
შედეგები:
- „რესპუბლიკის მოედანზე“ აშენდა 21 თემატური პავილიონი, მოხდა მათი პროექტის შესაბამისი ბრენდირებაც
- განხორციელდა ღონისძიების ლოჯისტიკური მხარდაჭერ
- „კონსიერჟ თბილისმა“ მოახდინა პავილიონების მიხედვით საინფორმაციო და სიმულაციური ტიპის აქტივობების კოორდინაცია
- შემუშავდა ღონისძიების საერთო ბრენდირება და განისაზღვრა საკომუნიკაციო გზავნილები
- პროექტში ჩართული ყველა დაინტერესებული მხარე წარმოდგენილ იქნა ღონისძიებაზე
- ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს მიეცათ შესაძლებლობა მიეღოთ ინფორმაცია, ჩართულიყვნენ პროდუქტის შექმნის სიმულაციურ აქტივობებში და გასაუბრებოდნენ დარგის წამყვან სპეციალისტებს
-
-
თამარ საყვარელიძე | გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაცია - შრომითი ბაზრის და პროფესიული განათლების დანაყოფის კომუნიკაციის ექსპერტი
„კონსიერჟ თბილისის“ მომსახურების გამოყენებამდე, ჩვენ გავაანალიზეთ ორგანიზაციის შიდა რესურსი და მივედით დასკვნამდე, რომ გვჭირდებოდა პროფესიონალური ივენთ მენეჯმენტ კომპანიის დახმარება, რომელსაც შეეძლო ერთდროულად ემუშავა სხვადასხვა დავალებებზე შემჭიდროვებულ ვადებში და სტრესულ გარემოში. ამასთანავე კომპანიას უნდა ქონოდა სხვადასხვა დონორ ორგანიზაციებთან მუშაობის გამოცდილება.
გუნდის პროფესიონალიზმის მიღმა, აღსანიშნავია ის მეგობრული დამოკიდებულება და ღიმილი, რომლითაც ისინი უმკლავდებოდნენ კომპლექსურ დავალებებს. ჩვენთვის ეს იყო პროფესიული განათლების მიმართულებით ყველაზე მაშტაბური და მაღალი რანგის სამთავრობათაშორისო ღონისძიება, რომელშიც ჩართული იყვნენ სხვადასხვა დაინტერესებული მხარეები, მათ შორის საქართველოს და გერმანიის მთავრობის წარმომადგენლები, კერძო სექტორი და დონორი ორგანიზაციები. „კონსიერჟ თბილისმა“ გაიმარჯვა ტენდერში, ის სრულად შეესაბამებოდა ჩვენს მოთხოვნებს და ქონდა ინტელექტუალური რესურსი, რომ ჩვენთან ერთად შეექმნა და განეხორციელებინა ღონისძიების კონცეფცია.ჩემთვის არ იყო გასაკვირი „კონსიერჟ თბილისის“ ტენდერში გამარჯვება, რადგან მათთან ნამუშევარი მქონდა საქართველოში ევროკავშირის დელეგაციაში კომუნიკაციების დანაყოფის ხელმძღვანელობის დროს. მიუხედავად ამისა გამაკვირვა კომპანიის მოქნილობამ და შესაძლებლობამ ერთდროეულად ემუშავათ ერთმანეთისგან განსხვავებულ დავალებებზე, მოეხდინათ ადაპტირება საკმაოდ სტრესულ გარემოში, რადგან ეს ღონისძიება ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი იყო და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საქართველოში პროფესიული განათლების განვითარებისათვის.
მომავალშიც ყოველგვარი ყოყმანის გარეშე მივმართავ „კონსიერჟ თბილისს“ და ვურჩევ ჩემს მეგობრებს აღნიშნული კომპანიის მომსახურების გამოყენებას.
-
ფრანკლინ როი
" მსოფლიოს მასშტაბით უამრავი საკონსიერჟო სააგენტოა, მაგრამ რთულად წარმოსადგენია გუნდი, რომელიც ამდენი რამის გაკეთებეას შეძლებდა ჩვენთვის. ჩვენი ჯგუფი ძალიან არაორდინალურია და აქვს ძალიან დიდი და ზოგჯერ აბსურდული მოთხოვნები. თქვენ შეძელით და შემოგვთავაზეთ გამოცდილება, რომელიც არასდროს არ დაგვავიწყდება. ჩვენ შეგვიყვარდა საქართველო და ქართველი ხალხი, და ეს სწორედ თქვენი დამსახურებაა. ინვესტირებასაც კი განვიხილავთ, რომ უფრო მჭიდროდ დავუკავშირდეთ თქვენს ულამაზეს ქვეყანას" .
-
Colin M Donohue | სტარტაპ გრაინდ საქართველოს დამფუძნებელი
დღეს საღამოს, კონსიერჟ თბილისის დამსახურებაცაა, რომ ჩვენ შეუძლებელი შევძელით, კომპანიის გუნდმა თავდაუზოგავად იმუშავა და არ შეუშინდა მცირე დროსა და სირთულეებს.„ ღონისძიების წარმატებულ აღსრულებაზე არაერთი კომენტარი მოვისმინე.
ნინო ხირტლაძე, ლიზი ხაბაზაშვილი, ნინო ლაშხი, თქვენ ძალიან შთამბეჭდავი სამუშაო გასწიეთ სტარტაპ გრაინდის წარმატებისათვის, ვიმებოვნებ თქვენი ყველა კლიენტი ჩვენნაირი რთული არ არის. ჩვენ ვაფასებთ თქვენს მიერ გამომჟღავნებულ ზრუნვას მიუხედავად დიდი სტრესია და დაბრკოლებებისა, რაც დაკავშირებული იყო მსოფლიო დონის ღონისძიების განხორციელებასთან.
არაერთი სტუმრისაგან მოვისმინე, რომ ეს იყო საუკეთესო ღონისძიება, რომელსაც კი ოდესმე დასწრებიან!