გაწევრიანდით ჩვენი ბრენდის ქვეშ
ეწვიეთ ბახმაროს იმუნური სისტემის გასაძლიერებლად
თუ ოდესმე გიფიქრიათ როგორია სამოთხე, ბახმარო ალბათ ყველაზე მეტად გაამართლებს თქვენს წარმოდგენებს
თუ ოდესმე გიფიქრიათ როგორია სამოთხე, ბახმარო ალბათ ყველაზე მეტად გაამართლებს თქვენს წარმოდგენებს. ეს არის უნიკალური მიკრო კლიმატის მქონე ადგილი, სადაც ზღვიდან მოსული ჰაერის მასები უერთდება მთის კრისტალურად სუფთა ჰავას და წარმოქმნის უნიკალურ ნაზავს. ზღვის დონიდან 2000 მეტრზე თქვენ გარშემორტყული ხართ წიწვოვანი ტყეებით, ულამაზესი მდელოებით და სუნთქავთ სუფთა, ამასთანავე გამაჯანსაღებელ ჰაერს. რა შეიძლება ინატროთ ამაზე მეტი რამდენიმე თვიანი სტრესის და იზოლაციის შემდეგ?
ბახმარო
ბახმაროს უპირატესობები
საქართველოში ხშირად შეხვდებით ადამიანებს, ვისაც ბავშვობაში ბახმაროში დაუსვენია, ყველა ერთხმად დაგიდასტურებთ, რომ მათი იმუნური სისტემა იმდენად გაძლიერდა, რომ ახალგაზრდობის წლებში ფაქტიურად არ შეხვედრიათ სეზონური გრიპი და რესპირატორული ვირუსები.
ბახმარო
თუ ავტომობილით მოგზაურობას გადაწყვეტთ, გვერწმუნეთ გზად ძალიან საინტერესო და თვალწარმტაც ბუნებას იხილავთ. გექნებათ შესაძლებლობა დატკბეთ საქართველოს ბუნების სილამაზით. გაივლით მწვანეში ჩაძირულ სოფლებს. თითქოს ცას მიბჯენის მთებს, უღრან ტყეებს და მთის ჩქარ მდინარეებს, ეს სანახაობა აუცილებლად დაგაყენებთ კარგ განწყობაზე და გიბიძგებთ შემოქმედებითი ფიქრებისაკენ.
„კონსიერჟ თბილისი“ გირჩევთ სულ მცირე ორი კვირის გატარებას ბახმაროში, ხოლო იმისათვის რომ ეს პერიოდი იყოს თავგადასავლებით და ხალისით სავსე ჩვენ გთავაზობთ საცხენოსნო, საფეხმავლო, კვადროციკლის, გასტრონომიულ და სხვა უამრავ საინტერესო ტურს.
ტურის რეკომენდებული ხანგრძლივობა: 14 დღე
ტრანსპორტირების ტიპი: ჯიპის ტიპის ავტომობილები, კვადროციკლი, სათავგადასავლო ტურების დროს ცხენები
ვიზიტის რეკომენდებული დრო:
ივლისი-სექტემბერი