10. დეკემბერი 2018

ჯადოსნური ახალი წელი მერანში

საახალწლო ზღაპარი სავაჭრო ცენტრ "მერანი"ს მომხმარებლისთვის

ჯადოსნური ახალი წელი მერანში
ჯადოსნური ახალი წელი მერანში
ბლოგი და ახალი ამბები
უკუკავშირი

კონსიერჟ თბილისი მოხარულია გამოაცხადოს თანამშრომლობის დაწყება მერანის სავაჭრო გალერეასთან. პროექტის ფარგლებში ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს სავაჭრო გალერეის ორიგინალური საახალწლო დეკორაციებით მორთვას, მრავალფეროვანი და საინტერესო კულტურული და გასართობი პროგრამის ორგანიზებას

სავაჭრო გალარეის წარმომადგენლებმა არ დაიშურეს ძალისხმევა იმისათვის, რომ საახალწლოდ მოსულ სტუმრებს დაახვედრონ ჯადოსნური გარემო და შეუქმნან სადღესასწაულო განწყობა

17დან 30 დეკემბრის ჩათვლით მერანში მოსულ სტუმრებს დახვდებათ, როგორც მრავალფეროვანი საშობაო დეკორაციები, ისე ექნებათ საშუალება შვილებთან ერთად გახდნენ ძალიან საინტერესო გასართობი პროგრამის ნაწილი, რაც კიდევ უფრო მეტ ხალისს შემატებს საშობაო საყიდლების პროცესს

მერანის გუნდმა იზრუნა სავაჭრო გალერეაში მოსული პატარების მრავალფეროვან გართობაზეც. ბავშვებს შაბათს და კვირას, მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა თამაშებში ჩართავენ მათივე ანიმაციეური ფილმების საყვარელი პერსონაჟები, „რებუსი“ და „თამაშობანა“ მოაწყობენ ხელნაკეთი საშობაო დეკორაციების მასტერკლასებს, პატარებს ასევე უმასპინძლებს სანტა კლაუსი, რომელიც უხვად დაურიგებს ტკბილეულს.  საშობაო პროგრამას სადღესასწაულო ელფერს შესძენს ცეცხლოვანი და ტამტამების შოუ. 17 დეკემბრიდან სამუშაო დღეების განმავლობაში პატარები შეძლებენ ეწვიონ ლეგოს და ქვიშის მაგიდებს, მოიხატონ სახე საყვარელი გმირების გამოსახულებებით და ჩაერთონ ბუშტების მასტერკლასებში

მერანის სავაჭრო გალერეის ეზოში 22-23 და 29-30 დეკემბერს მოეწყობა საშობაო სოფელი, რომლის ფარგლებშიც გაიყიდება საახალწლო ხელნაკეთი ნივთები, ტკბილეულობა და რა თქმა უნდა ცხელი გლინტვეინი მოსული სტუმრების განწყობის ასამაღლებლად

მერანის საახალწლო პროგრამის დეტალური განრიგის სანახავად ეწვიეთ ბმულს.

დაკავშირებული ახალი ამბები

გაწევრიანება

გაწევრიანდით ჩვენი ბრენდის ქვეშ

დეტალური ინფორმაცია

დიდი მადლობა კონსიერჟ თბილისის საწევრო პაკეტით დაინტერესებისათვის. ჩვენი კონსიერჟი მალე დაგიკავშირდებათ
წინა შემდეგი გაგზავნა
  • 01
  • 02
  • 03

პირადი ინფორმაცია

საკონტაქტო ინფორმაცია

სერვისის ინფორმაცია

უკუკავშირი

მოგვწერეთ თქვენი საჭიროებები. ჩვენი გუნდი მოთხოვნას დაამუშავებს და 48 საათის განმავლობაში დაგიკავშირდებათ

დეტალური ინფორმაცია

დიდი მადლობა დაინტერესებისათვის, ჩვენი კონსიერჟი დაგიკავშირდებათ
გაგზავნა

პირადი ინფორმაცია

დახურვა

ძიება

ძიება

მოძებნეთ სასურველი სერვისი ან სტატია

ვერ მოიძებნა საიტზე ინფორმაცია