8. მაისი 2020

დაისვენე ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაში - საქართველოში

Georgia – Safe Destination! - მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც პანდემიის დაფიქსირებიდან სამ თვეში უკვე ტურისტულ საზღვრებს ხსნის.

დაისვენე ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაში - საქართველოში
დაისვენე ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაში - საქართველოში
ბლოგი და ახალი ამბები
უკუკავშირი

შეზღუდვებით თანაცხოვრება რომ 2020 წლის მთავარ გამოწვევად რჩება ამას უკვე მივეჩვიეთ. ბევრი რამე ვისწავლეთ, ბევრსაც გადავეჩვიეთ. ამიტომაცაა, რომ მსოფლიოს გარკვეულმა ნაწილმა კრიზისი შესაძლებლობად აქცია. დანარჩენი კი გაჩერდა და დინებას მიჰყვა. საქართველომ ყველა მიმართულებით შეძლო თავი გამოეჩინა. მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც პანდემიის დაფიქსირებიდან სამ თვეში უკვე ტურისტულ საზღვრებს ხსნის. კონკურენტუნარიანი უპირტესობა ქვეყანამ კოვიდ19 თან ბრძოლის ეფექტური ბრძოლის მექანიზმებით მოიპოვა.

 

მაშინ, როდესაც მსოფლიო ჯერ კიდევ პანდემიიდან გამოსვლის გზებს ეძებს, საქართველოში ტურიზმის ყველა მოთამაშე:

• განთავსების ობიექტები - სასტუმროები

• კვების ობიექტები - კაფეები, ბარები, რესტორნები

• ტურისტული კომპანიები

• სატრანსპორტო კომპანიები

• გიდები

 

გადამზადებულია უსაფრთხოების დაცვის საერთაშორისო გაიდლაინებით. საქართველოს წამყვანმა სასტუმროებმა საკუთარი სურვილით გამოთქვეს მზაობა 19 000 ზე მეტი კარანტინში მყოფი ადამიანისთვის ემასპინძლათ. ამით ინდუსტრიის წარმომადგენლებმა უსაფრთხოების პირველი და ყველაზე მნიშენლოვანესი ფაზა პანდემიასთან ბრძოლის პარალელურად გაიარეს.

 

Bakhmaro, Georgia 2019

 

მიღებული გამოცდილება

სტუმარ-მასპინძლობის მომსახურების, კვების თუ ტრანსპორტის ობიექტებმა უმნიშვნელოვანესი გამოცდილება მიიღეს ამ პერიოდის მანძილზე. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების გათვალისწინებით დაინერგა და ყოველდღიურ მოხმარებაში ჩაეშვა ყველა ის პირადი ჰიგიენისთვის საჭირო ატრიბუტიკა, რითიც ინფექციის გადაცემის რისკი ნულამდე დაიყვანეს. ამუშავდა ადგილობრივი საწარმოები. ქვეყანამ პირბადეების, ასევე ე.წ კომბინიზონების წარმოება დაიწყო. მომარაგდა სპეციალური ხელთათმანებით და ხალათებით ყველა ის საკარანტინო ზონა, სადაც ინფექციის გავრცელების რისკი სამედიცინო დაწესებულებებს უტოლდებოდა. შემუშავდა სპეციალური ქცევის წესები და ტრენინგების საშუალებით უმოკლეს დროში დაინერგა ყოველდღიურ პრაქტიკაში.

 

1 ივლისამდე, იქამდე სანამ საერთაშრისო საზღვრები გაიხსნება, კიდევ ერთი გადამზადების ფაზა იგეგმება. მეორე ეტაპი უკვე უსაფრთხოების ნორმების დაცვაა, როგორც ვირუსის გავრცელების პრევენციული ზომების გატარება.

 

უსაფრთხო დერეფანი

ტურიზმის ინდუსტრიისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია, ტურისტების უსაფრთხოებაც. მკაცრი რეგულაციები წესდება სასაზღვრო გამშვებ პუნქტებთან: სახმელეთო თუ საჰაერო საზღრები IATA; ICAO; EC; WHO; UNWTO მიერ მოწოდებული გაიდლაინებით შემოწმდება. ამავე სტანდარტებით იხელმძღვანელებენ ფრენებით დაკავშრებული ქვეყნების სახელმწიფოები ე.წ „უსაფრთხო დერეფანი“ს ამუშავებისას. რაც გულისხმობს ქვეყნებს შორის ტურისტების სამედიცინო ბიოგრაფიის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას და რეგულირებას.

 

პოსტპანდემიური ტურიზმისთვის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა კლიმატით, ბალნეოლოგიური მიმართულებებით და გამაჯანსაღებელი კურორტებით აქამდეც იკავებდა წამყვან პოზიციებს საერთაშორისო ტურიზმის ჩარტებში. ამის კარგი მაგალითია 2020 წლის იანვრის მაჩვენებელი, როდესაც რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. ამ დროს ტურისტები საქართველოს, როგორც უნივერსალური შესაძლებლობებისთვის სტუმრობენ. სადაც ზღვაზე დასვენება, სამთო-სათხილამურო კურორტებზე სრიალი, ალპურ ზონებში ხეტიალი და ანტიკური ძეგლების მონახულებაა შესაძლებელი.

 

Lake Toba, Georgia 2019

 

სარეაბილიტაციო კურორტები

ბორჯომს უნიკალური, ბუნებრივ წიაღში წარმოქმნილი ბორჯომის სამკურნალო წყლებისთვის სტუმრობენ. სტალინურ საბჭოეთში პოპულარობით სარგებლობდა წყალტუბოს კურორტი, რომლის რეაბილიტაცია წლების წინ დაიწყეს და დღეს უკვე არსებობს სასტუმროები, გამართული ინფრასტრუქტურით. მინერალურ-რადონული წყლის სამკურნალო თვისებების და კარსტული მღვიმეების გამო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან შეხვდებით წყალტუბოში ტურისტებს. აბასთუმანი, სამთობალნეოლოგიური კურორტი, რომელსაც რომანოვების ფავორიტ კურორტადაც მოიხსენიებენ. წიწვოვანი ტყით დაფარული დაბა, თამამად შეიძლება ნომერ პირველ სარეაბილიტაციო კურორტად დავასახელოთ ფილტვების და ბრონქების სამკურნალოდ.

 

Tskaltubo Spa Resort

 

დაისვენე

კამპანიამ #დარჩისახლში - ალბათ ყველაზე უფრო სოციალურ პასუხისმგებლობასთან ერთად მოთმენა გამოგვიმუშავა. გვასწავლა ჩვენი სურვილების მეორე ხარისხოვანად ქცევა. კოციდ19 არის ვირუსი, რომელიც შიშს გვგვრის იმის გამო კი არა, რომ ჩვენ დაგვემართება, არამედ ვშიშობთ არ დავაინფიციროთ გარშემომყოფები. ამისათვის კი აუცილებელია განტვირთვა. ახალი ძალების მოკრება, ფიზიკური და გონებრივი გადატვირთვა.

 

თუ აქამდე სახლში გამოკეტილები ვისხედით და ვოცნებობდით ორგანიზმის , გონების გაჯანსაღებაზე, იმუნური სისტემის გაუმჯობესებაზე და დაკარგული დროის მაქსიმალურად გამოყენებაზე, ახლა იმაზე ადრე, ვიდრე ჩვენ წარმოგვედგინა მოქმედების ჯერია! რეალურად დაგეგმვის - გადაწყვეტილების მიღების და არჩევანის გაკეთების დროა!

დაკავშირებული ახალი ამბები

გაწევრიანება

გაწევრიანდით ჩვენი ბრენდის ქვეშ

დეტალური ინფორმაცია

დიდი მადლობა კონსიერჟ თბილისის საწევრო პაკეტით დაინტერესებისათვის. ჩვენი კონსიერჟი მალე დაგიკავშირდებათ
წინა შემდეგი გაგზავნა
  • 01
  • 02
  • 03

პირადი ინფორმაცია

საკონტაქტო ინფორმაცია

სერვისის ინფორმაცია

უკუკავშირი

მოგვწერეთ თქვენი საჭიროებები. ჩვენი გუნდი მოთხოვნას დაამუშავებს და 48 საათის განმავლობაში დაგიკავშირდებათ

დეტალური ინფორმაცია

დიდი მადლობა დაინტერესებისათვის, ჩვენი კონსიერჟი დაგიკავშირდებათ
გაგზავნა

პირადი ინფორმაცია

დახურვა

ძიება

ძიება

მოძებნეთ სასურველი სერვისი ან სტატია

ვერ მოიძებნა საიტზე ინფორმაცია