გაწევრიანდით ჩვენი ბრენდის ქვეშ
ქველმოქმედება ლილოს მიუსაფართა თავშესაფრისთვის
კონსიერჟ თბილისმა ლილოს მიუსაფართა თავშესაფარში მცხოვრებ ბენეფიციარებს თბილისის მერიის ხელშეწყობით ახალი წელი მიულოცა
თბილისის მერიის ხელშეწყობით ბენეფიციარებს შობა მივულოცეთ. ღონისძიება ანსამბლმა " ქართულმა ხმებმა" მუსიკალური ნომრით გახსნეს. კონცერტის ბოლოს ყველა მათგანი პირადი ნივთებით დასაჩუქრდა. თავშესაფარს კი, უახლესი თანამედროვე ბიბლიოთეკა გადაეცა.
ლილოს მიუსაფართა თავშესაფარი 2015 წლიდან ფუნქციონირებს. ეს არის ადგილი, სადაც იმ ადამიანებს ელიან, ვისაც დედაქალაქში ღამის გასათევი არ გააჩნია. თავშესაფარში დღეს დროებით 115 ადამიანი ცხოვრობს – თბება, იკვებება და იღებს სამედიცინო მომსახურებას.
ადამიანს მიუსაფართა თავშესაფარში დარჩენა 18 თვის განმავლობაში შეუძლია თუ 18-თვიანი ვადის შემდეგ, ბენეფიციარის სოციალური პირობები გაუმჯობესებული არ არის, ის თავშესაფარში რჩება. იქ მოსახვედრი ბენეფიციარებისთვის ერთადერთი კრიტერიუმი არსებობს, რომ საკუთარი თავის მოვლა შეეძლოთ.
დაკავშირებული ახალი ამბები
-
Moulin Rouge
კომპანია „ორი ნაბიჯის“ კორპორაციული წვეულება) -
ენიო მორიკონეს უკვდავი მელოდიების საღამო
პაოლო ვივალდისა და სიმფონიური ორკესტრის შესრულებით, 21 მაისს, კონსერვატორიის დიდ დარბაზში ლეგენდარული კინომუსიკა გაცოცხლდება.) -
კონსიერჟ თბილისი ახლა უკვე ლოს-ანჯელესში
2025 წელს კი კომპანია საქართველოს საზღვრებს გასცდა და ახალი ძალიან საინტერესო ეტაპი დაიწყო - კალიფორნიის შტატში, კერძოდ, ლოს-ანჯელესში.) -
დაისვენე ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაში - საქართველოში
Georgia – Safe Destination! - მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც პანდემიის დაფიქსირებიდან სამ თვეში უკვე ტურისტულ საზღვრებს ხსნის. )