Please complete the form below with the required information to submit your application for Concierge Tbilisi Gold or Platinum Package membership.
გასტრონომიული ტურიზმის მარგალიტი
ზემო აჭარა
ისტორია მხოლოდ შენობებსა და წიგნებში როდი ცოცხლობს. კულტურის ერთ-ერთი მთავარი სარკე კულინარიაა, რომელიც ერის ერთგვარი გენეტიკური კოდია. მასში არის ასახული მთისა თუ ბარის ცხოვრების წესი და იგრძნობა ყველაფერი, რასაც წინაპრები განიცდიდნენ.
ზემო აჭარა გასტრონომიული ტურიზმისთვის ერთ-ერთი მთავარი მარგალიტია. თუ თქვენ ჯერ კიდევ არ გსმენიათ აჭარის მთის კერძების შესახებ, მაშინ სასწრაფოდ უნდა დაიწყოთ ტურის დაგეგმვა. ზემო აჭარაში თქვენ დააგემოვნებთ ნამდვილ ბორანოს, რომელსაც მთაში სამი სახეობა აქვს: კვერცხი-ბორა, კარტოფილი-ბორა და იაღი-ბორა.
ბორანოს გარდა, თქვენ აქ დააგემოვნებთ სინორის, რომელიც ნადუღისა და საფუარის გარეშე გამომცხვარი პურის თხელი ფენებისგან მზადდება. ამის შემდეგ კი, აუცილებლად უნდა გასინჯოთ ყურუთი და მისი ნოყიერი, თუმცა მაინც ჰარმონიული გემოთი უნდა დატკბეთ.
ზემო აჭარაში სასახელო კერძები არ დაილევა, თუმცა ამ პროცესს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის იქ მცხოვრები ადამიანების სტუმართ-მასპინძლობის ტრადიცია. როდესაც აქ მოხვდებით, თქვენ აუცილებლად სიხარულით შეგეგებებიან, გირჩევენ უგემრიელეს კერძებსა და განახებენ საუცხოო ადგილებს, რაც მთლიანობაში გაგრძნობინებთ, რომ ცხოვრების უნიკალური გამოცდილება საქართველოში ყველა კუთხეშია.