26. August 2019

10 გასაოცარი ადგილი საქართველოში, რაც უნდა ნახო

10 გასაოცარი ადგილი, რომელიც თქვენთვის უნიკალური გამოცდილება იქნება საქართველოში

10 გასაოცარი ადგილი საქართველოში, რაც უნდა ნახო
10 გასაოცარი ადგილი საქართველოში, რაც უნდა ნახო
10 გასაოცარი ადგილი საქართველოში, რაც უნდა ნახო
10 გასაოცარი ადგილი საქართველოში, რაც უნდა ნახო
10 გასაოცარი ადგილი საქართველოში, რაც უნდა ნახო
10 გასაოცარი ადგილი საქართველოში, რაც უნდა ნახო
10 გასაოცარი ადგილი საქართველოში, რაც უნდა ნახო
10 გასაოცარი ადგილი საქართველოში, რაც უნდა ნახო
10 გასაოცარი ადგილი საქართველოში, რაც უნდა ნახო
10 გასაოცარი ადგილი საქართველოში, რაც უნდა ნახო
10 გასაოცარი ადგილი საქართველოში, რაც უნდა ნახო
10 გასაოცარი ადგილი საქართველოში, რაც უნდა ნახო
10 გასაოცარი ადგილი საქართველოში, რაც უნდა ნახო
10 გასაოცარი ადგილი საქართველოში, რაც უნდა ნახო
10 გასაოცარი ადგილი საქართველოში, რაც უნდა ნახო
10 გასაოცარი ადგილი საქართველოში, რაც უნდა ნახო
10 გასაოცარი ადგილი საქართველოში, რაც უნდა ნახო
10 გასაოცარი ადგილი საქართველოში, რაც უნდა ნახო
10 გასაოცარი ადგილი საქართველოში, რაც უნდა ნახო
10 გასაოცარი ადგილი საქართველოში, რაც უნდა ნახო
10 გასაოცარი ადგილი საქართველოში, რაც უნდა ნახო
10 გასაოცარი ადგილი საქართველოში, რაც უნდა ნახო
10 გასაოცარი ადგილი საქართველოში, რაც უნდა ნახო
10 გასაოცარი ადგილი საქართველოში, რაც უნდა ნახო
Blog & News
get in touch

საქართველოში ყველაფერია - სამთო და საზღვაო კურორტები, ურბანულად განვითარებული სივრცეები, სოფლები და ქალაქები, ღირშესანიშნაობები და ისტორიული ძეგლები. ერთი სიტყვით, არჩევანი საკმაოდ ფართოა, რომლებიც მთლიანობაში ნებისმიერ მსურველს საშუალებას აძლევს მისთვის შესაფერისი ტურისტული ადგილ-მდებარეობა.

 

ეკოტურიზმით გატაცებულ ადამიანებს საქართველოში სრული მრავალფეროვნება ხვდება. აქ უამრავი ბალნეოლოგიური კურორტია, რომლებსაც სამკურნალო დანიშნულება აქვთ. ბოლოს კი, ცხადია, საქართველოში უბრალოდ განტვირთვისთვის ინდივიდუალური ტურების მოწყობაც თავისუფლადაა შესაძლებელი. 

 

ამ ზოგადი სურათის უკან, უამრავი ისეთი გასაოცარი ადგილი იმალება, რომელიც ნებისმიერი ადამიანისთვის უნიკალური გამოცდილება იქნება. დასვენება ხომ მხოლოდ სანაპიროზე წამოწოლა არ არის? პირიქით, ადამიანი გაცილებით უფრო რელაქსირებულად გრძნობს თავს მაშინ, როცა დროს აღმოჩენებსა და სიახლეების შემეცნებას უთმობს.

 

ჩვენ წარმოგიდგენთ 10 გასაოცარ ადგილს საქართველოში, რომელიც შეცვლის თქვენს ცხოვრებას და უნიკალურ გამოცდილებას შეგძენთ.

 

 

1. ყვარელი

აატარე დაუვიწყარი უქმეები კახეთში

Kvareli - The virgin forest surrounding the resort, the lake in the front where the small rivers of Bursa and Chagurgula flow into, vast Alazani valley

Kvareli - The virgin forest surrounding the resort, the lake in the front where the small rivers of Bursa and Chagurgula flow into, vast Alazani valley

 

ადგილი, სადაც თავს იყრის ევროპული და აზიური კულტურის ნაზავი, ნებისმიერ მნახველს შთაბეჭდილებებით აავსებს. აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთის რეგიონის ამ ქალაქში თუ მოხვდებით, ჩათვალეთ ჯადოსნური სამყაროს გასაღები გიჭირავთ ხელში და ისღა დაგრჩენიათ, საოცრებათა ქვეყანაში შეაბიჯოთ.

 

ყვარელში თქვენ შეხვდებით საქართველოს ეროვნულ სიმდიდრეებს - ეკლესიებს, მრავალფეროვანი ყურძნის ჯიშების ვენახებს, ღვინის უძველეს მარნებს, საუკუნოვან ტბებსა და მუზეუმებს, ტრადიციულ ოჯახებსა და რაც მთავარია, ქართული კულტურის ყველაზე ავთენტურ სათავეებს.

 

ღვინის დამზადების ქართული ტექნიკა მსოფლიოში გამორჩეულია თავისი ორიგინალურობითა და სიძველით. მისი ისტორია 8000 წლის წინ იწყება და დღემდე შემონახულია. ისტორია რომ უკეთ გაიცნოთ, შეგიძლიათ ესტუმროთ “მეღვინეობა ხარებას”, სადაც დეტალურად გაეცნობით ქართული ღვინის წარმომავლობას. თქვენ შეგიძლიათ ამ საკრალური პროცესის ნაწილი გახდეთ და ადგილობრივ გლეხებთან ერთად ჩაერთოთ ყურძნის კრეფის პროცესში, შემდეგ კი მისი დაწურვაც სცადოთ საწნახელში, ბოლოს კი ქვევრის ტექნიკას გაეცნოთ. როდესაც ღვინოს დაწურავთ და მას ბოთლში ჩამოგისხამენ, ეტიკეტად საკუთარი სახელის მიწერაც შეგეძლებათ, რომელიც მთელი ცხოვრება დაგრჩებათ სამახსოვროდ.

 

ღვინის კულტურით რომ დატკბებით, სხვა საოცრებებისთვისაც დაგრჩებათ დრო. ბოლო წლების განმავლობაში კახეთში ინფრასტრუქტურა იმდენად განვითარდა, რომ არაფრით ჩამოუვარდება წამყვან კურორტებს. თქვენ შეგიძლიათ დაბინავდეთ მაღალი კლასის სასტუმროებში, ისარგებლოთ აუზით, სავარჯიშო დარბაზებით, ეწვიოთ გამორჩეული ქართველი მოაზროვნის, ილია ჭავჭავაძის სახელობის ტბას, გაისეირნოთ ნავით ან წყლის ველოსიპედით, მოიწყოთ ექსკურსიები კახეთის სხვადასხვა ქალაქებში, გახვიდეთ ტყეში სასეირნოდ, გადაიღოთ ულამაზესი ფოტოები, ეწვიოთ ადგილობრივ ოჯახებს და დატკბეთ განთქმული ქართული სტუმარ-მასპინძლობით.

 

 

2. ესტია

სრიალე და მიიღე ადრენალინი სვანეთის მთებში

View from the embrasure window of fort tower koki on georgian town Mestia. Georgia, Svaneti

View from the embrasure window of fort tower koki on georgian town Mestia. Georgia, Svaneti

 

ახლა კი გადავინაცვლოთ ადგილას, რომელიც ყოველი მხრიდან ულამაზესი და უზარმაზარი მთებითაა გარშემორტყმული. გინახავთ როგორ ეფინება ნისლი და ღრუბლები მთლის კალთებს და ცამდე აზვირთულ მწვერვალებს მალავს? ამას საუკეთესოდ სვანეთის ყველაზე გასაოცარი ადგილიდან, მესტიიდან ნახავთ. სანამ დაიძვრებით, გაფრთხილებთ, რომ თბილისი ტანსაცმელი აუცილებლად უნდა მოიმარაგოთ, რადგან სვანეთში ჰაერის ტემპერატურა ზაფხულშიც კი საკმაოდ გრილია.

 

ზამთარ-ზაფხულ აქ ხალხმრავლობა და ტურისტების დიდი ნაკაში შეიმჩნევა. ზაფხულში ბუნება განსაკუთრებით ლამაზი და მიმზიდველია, ირგვლივ სულ სიმწვანეა, შორეული მთების მწვერვალებიდან კი ბუნებას თოვლი გადმოჰყურებს. ის, რაც აქაურობას განსაკუთრებულს ხდის, სწორედ ველური გარემოსა და ტურისტული ზონების სინთეზია.

 

მესტიის მუნიციპალიტეტში მდებარეობს საქართველოს უმაღლესი მწვერვალი შხარა, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ, მაგრამ წინასწარ შეემზადეთ - ასეთი სანახაობა ცხოვრებაში იშვიათად შეგხვდებათ. აქვეა კიდევ ერთი უმაღლესი მთა თეთნულდი, რომელიც მსოფლიოს წამყვანი მოლაშქრეების სამიზნე არაერთხელ გამხდარა. ეს სწორედ ის ადგილებია, სადაც ბუნების სიდიადეს მთელი სიმძაფრით შეიგრძნობთ.

 

ზამთარში მესტიაში სამთო-სათხილამურო სპორტის მოყვარულების მთელი არმია ჩადის და შეგიძლიათ, თქვენც ერთ-ერთი მათგანი გახდეთ. ულამაზესი და მიმზიდველი სათხილამურო გზა მთა ჰაწვალზეა გაჭრილი, რომლიდანაც მთელი სვანეთი ხელის გულზე იშლება, როდესაც იქ დადგამთ ფეხს, დარწმუნდებით, რომ სიცოცხლე ამისთვის ღირდა.

 

ბუნებით ტკბობის გარდა, მესტიაში შეგიძლიათ ეწვიოთ ადგილობრივ ტრადიციულ ოჯახებს, რომლებიც კარტოფილისა და ყველისგან მომზადებულ ტრადიციულ კერძს, თაშმიჯაბს გაგასინჯებენ. ეს მხარე კიდევ ერთი კერძით, კუბდარით გამოირჩევა, რომელიც ცომისა და ხორცის ნაზავს წარმოადგენს და უნიკალური რეცეპტით მზადდება.

 

აქ შეგიძლიათ გამოსცადოთ კვადრო და Off Road ტურები, შემდეგ კი საუკეთესოდ მოვლილი ცხენები გააჭენოთ. Concierge Tbilisi კი თქვენზე მორგებულ დაუვიწყარ შესაძლებლობებს შექმნის. გექნებათ შესაძლებლობა მოინახულოთ უშგული, სვანური კოშკები, რომლებიც ამ კუთხისთვის დამახასიათებელი საცხოვრებელი შენობებია. არქიტექტურულად უნიკალურ ნიმუშს წარმოადგენს. ნაგებობა ზვავებისგან თავდასაცავად არის შექმნილი.

თუ ნადირობა გიტაცებთ, აქ სეზონზე ნებადართულია ჯიხვზე ნადირობა, რომელიც ნამდვილად შთამბეჭდავი გამოცდილება იქნება თქვენთვის. კლდეებისა და ტყეების მიუვალ ადგილებში დამალული ცხოველი შეეცდება თქვენს გამხიარულებას, ადრენალინის მოზღვავებას იგრძნობთ, როდესაც ნადირი მარათონში გამოგიწვევთ.

 

კონსიერჟის დახმარებით, მესტიაში მოხვედრა თვითმფრინავით და ვერტმფრენითაცაა შესაძლებელი, თუმცა თუ მანქანით მგზავრობას აირჩევთ, არც ამ შემთხვევაში იგრძნობთ დისკომფორტს.

 

 

3. დაშბაშის კანიონი

მოინახულე კლდეში ნაკვეთი გამოქვაბულები და დატკბი ულამაზესი პეიზაჟებით

 

Dashbashi Canyon, waterfalls and Khrami river in Tsalka region, Georgia

Dashbashi Canyon, waterfalls and Khrami river in Tsalka region, Georgia

 

დაშბაშის კანიონი ერთ-ერთია იმ მაგიური ადგილებიდან საქართველოში, რომელიც თავისი სილამაზითა და მისტიურობით თქვენზე წარუშლელ შთაბეჭდილებას დატოვებს. აქაურობა განსაკუთრებით მიმზიდველია მათთვის, ვისაც ბუნებაში საოცარი ფოტოების გადაღება და შემდეგ დასამახსოვრებელი პიკნიკის მოწყობა უყვარს. დაშბაშის კანიონამდე მისვლა განსაკუთრებულ სირთულეს არ წარმოადგენს, მითუმეტეს თუ ასეთ ადგილებში სიარული დიდ სიამოვნებას განიჭებთ.  როგორც კი კანიონის პირველი კონტურები გამოიკვეთება, მისი სილამაზე ისე მოგაჯადოვებთ, რომ სრულიად დაგავიწყდებათ განვლილი და გასავლელი მანძილი.

 

თქვენ აქ შეხვდებით კლდეებიდან მორაკრაკე ჩანჩქერს, ლოდებზე ლამაზად მცურავ მდინარეს, გამოქავაბულებსა და ტყეს, სადაც პიკნიკის მოწყობაც შეგიძლიათ. როდესაც დაშბაშის კანიონს ნახავთ, მრავალფეროვანი ლანდშაფტი კლოდ მონეს მიერ შესრულებული პეიზაჟი გეგონებათ, ამიტომ იქონიეთ თავისუფალი ადგილი ფოტოებისთვის თქვენს მოწყობილობებში, რადგან ფოტოების გადაღებით ვერასოდეს გაძღებით.

 

დაშბაშის კანიონთან ახლოს მდებარეობს ქალაქი წალკა, სადაც შესაძლებლობა გექნებათ დაბინავდეთ სასტუმროში და დააგემოვნოთ ხრამის წყალსაცავში დაჭერილი კალმახი, კობრი, წვერა და სხვა თევზები, რომლებსაც ქართლელები საუკეთესოდ ამზადებენ.

 

Conierge Tbilisi-სთან ერთად კი, აქ ვიზიტი თქვენი ცხოვრების დაუვიწყარ, უნიკალურ გამოცდილებად შეგიძლიათ აქციოთ.

 

 

 

4. უშეთი

ააგემოვნეთ საუკეთესო მთის კერძები თუშეთში

 

Georgia Tusheti

Georgia Tusheti

 

როდესაც მთებსა და მის კულტურაზე ვსაუბრობთ, არ შეიძლება დავივიწყოთ თუშეთი, რომელიც შესაძლოა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ექსტრემალური და იდუმალი კუთხეც კი იყოს, რომელიც შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში.

 

თუშეთში მოგზაურობა განსაკუთრებულად საინტერესო და ექსტრემალური გზით იწყება, რომელიც შესაძლოა შიშისმომგვრელიც კი იყოს, თუმცა თუ ცოტა ექსტრემალი ხართ, საოცარი განცდა დაგეუფლებათ.

 

თუშეთში გავრცელებულია მეცხვარეობა და მესაქონლეობა, რაც ამ კუთხის კულინარიაშიცაა ასახული. ეს არის მხარე, სადაც საქართველოს მთავარი სიმბოლო, ხინკალი, დაბეგვილი ხორცისაგან მზადდება. აქ მოხვედრა ნიშნავს, რომ თქვენ გექნებათ შესაძლებლობა საკუთარი ხელით ისწავლოთ მისი ცომის მოზელვა, შეხვევა, მოხარშვა და თითოეული ეტაპი თუში ქალების დახმარებით გაიაროთ. 

 

გიფიქრიათ ოდესმე, რომ ევროპაში ზღვის დონიდან ყველაზე მაღლა მდებარე დასახლებული პუნქტი მოგენახულებინათ? მაშინ, თქვენ სწორად ადგილას ხართ, ხოლო თუ არ გიფიქრიათ, მაშინ ბედმა გაგიღიმათ, რადგან თუშეთში მდებარეობს სოფელი ბოჭორნა, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ. სახლები ზედ ბორცვზეა აშენებული და როდესაც თავად იხილავთ, იგრძნობთ, რომ აქ ღამის გატარება და ცაზე ვარსკვლავების ყურება მოგინდებათ.

 

სვანეთის მსგავსად, აქაც მრავლად შენიშნავთ უძველეს კოშკებსა და სახლებს, რომლებშიც დღემდე სახლობს ადგილობრივი მოსახლეობა. თქვენ მათთან ერთად შეძლებთ მდელოზე გასეირნებას, მეცხვარეებთან ერთად ცხვრის ფარას გაყოლას, რომლებიც როგორც წესი მთელ გორაზე არიან ხოლმე მოდებულნი. და რაც ყველაზე მთავარია დიკლოს, შენაქოს, ფარსმას და სხვა სოფლების ლამაზი ხედებით ტკბობას.

 

 

 

5. ხიხანის ციხე

ოინახულეთ უძველესი ციხესიმაგრეები და დატკბით უნიკალური ხედებით

 

Ruin of old fortress Khikhani on the top of mountain in Adjara, Georgia

Ruin of old fortress Khikhani on the top of mountain in Adjara, Georgia

 

ყველაზე უცნაურ და თვალის მომჭრელ ადგილას სად ყოფილხართ? - თუ ეს ადგილი ხიხანის ციხე არ ყოფილა, მაშინ ყველაფერი წინ გქონიათ. ის შუასაუკუნეებში აგებული ციხეა, რომელსაც ქართველი მეფეები ყველაზე სტრატეგიულ ადგილად მიიჩნევდნენ ომიანობის დროს. მისი არქიტექტურა, ადგილმდებარეობა და მნიშვნელობა ნათლად გიამბობთ, თუ რაოდენ ხშირად ესხმოდნენ საქართველოს დამპყრობლები.

 

როდესაც აქ მოხვდებით, თავს მთათა სისტემის შუაგულში ამოყოფოთ, რადგან ირგვლივ სულ კლდეები და მთებია შემოხვეული. ციხესიმაგრეში შედის სხვადასხვა ნაგებობები: გალავანი, კოშკები, ეკლესია და სხვადასხვა დანიშნულების შენობათა ნაშთები. აქვეა უცნაური ჭა, რომელიც თავის დროზე თოვლის შესანახად გამოიყენებოდა.

 

აქედან სულ რამდენიმე ათეულ კილომეტრში შეგიძლიათ აჭარის სხვადასხვა ქალაქებში, მათ შორის ბათუმში მოხვდეთ, ხოლო თუ მთაში გსურთ მოგზაურობის გაგრძელება, ადგილობრივი სოფელი თხილვანა უნდა მოინახულოთ.

 

 

6. არტვილი

დააგემოვნეთ მეგრული სამზარეულოს შედევრები და ეწვიეთ მომაჯადოვებელ კანიონს

Martvili canyon in Georgia. Beautiful natural canyon with view of the mountain river, christal blue water and boat ride

Martvili canyon in Georgia. Beautiful natural canyon with view of the mountain river, christal blue water and boat ride

 

მეგრული სამზარეულო, სამეგრელოს ბუნება და მარტვილის კანიონი ის სამკუთხედია, რომელიც თქვენს მოგზაურობას ნამდვილად დაუვიწყარს გახდის. უძველესი ქართული კერძები თანამედროვე ელემენტებით, როგორიცაა ელარჯი, გებჟალია, ხაჭაპური და სხვა საკმარისი იქნებოდა, რომ ეს ადგილი გამორჩეულად ექცია, თუმცა ბუნების სინთეზმა მარტვილი კიდევ უფრო შესანიშნავი გახადა.

 

სამეგრელოში სტუმართ-მასპინძლობა ისტრიული ტრადიციაა, ამიტომ ეს შესაძლებლობა ხელიდან არ უნდა გაუშვათ. Concierge Tbilisi იზრუნებს და შეგახედებთ მეგრელების ოჯახებში, რომლებშიც თქვენ აუცილებლად დაგხვდებათ ისეთი მასპინძელი, რომელიც მოგიმზადებთ, შემდეგ კი თავად გაჩვენებთ როგორ მოამზადოთ ელარჯი. ელარჯი მეგრული ყველით, სულგუნით, ღერღილითა და სიმინდის ფქვილით მზადდება, რაც გარდაიქმნება ერთიან წელვად მასად და უგემრიელესი გემო აქვს. მასთან მეგრელები საუკეთესოდ ახამებენ შემწვარ წიწილს ან ქათამს და ასევე კიდევ ერთ საგანძურს - გებჟალიას, რომელიც რძისგან, ყველისგან და პიტნისგან ამზადებენ.

 

გასტრონომიული ტურიზმის შემდეგ, მარტვილში კანიონებს უნდა ესტუმროთ, რადგან აქაურობის დატოვება ამის გარეშე არ გამოვა. ეს არის ადგილი, სავსე ჩანჩქერებითა და გამჭვირვალე წყლით, რომელზეც შეგიძლიათ ნავით გაისეირნოთ, შემდეგ კი საუკეთესო მეთევზეებთან ერთად წახვიდეთ სათევზაოდ, დააგემოვნოთ ადგილობრივი მინერალური წყლები და ბოლოს კი, სამეგრელოში ფართოდ გავრცელებულ, საუკეთესო ჯიშის ცხენებით დაკომპლექტებულ საჯინიბოებს ესტუმროთ. 

 

 

7. სათაფლია

ღმოაჩინეთ დინოზავრების 120 მლნ. ლის წინანდელი ნაფეხურები და ეწვიეთ უძველეს კარსტულ მღვიმეებს

SATAPLIA CAVE, GEORGIA

View of Sataplia Karst Cave in State Sataplia Reserve

 

მართალია, მთლად ართურ კონან დოილის დაკარგულ ქვეყანაში ვერ მოხვდებით, მაგრამ სათაფლია მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული ადგილია, სადაც დინოზავრების 120 მილიონი წლის წინანდელი გაქვავებული ნაკვალევია შემორჩენილი. სად იპოვით სხვაგან ასეთ ადგილს? წარმოიდგინეთ ადგილი, სადაც მილიონობით წლის წინ დინოზავრები სახლობდნენ, დღეს კი თქვენ საშუალება გაქვთ უნიკალური გამოცდილება მოიწყოთ და სწორედ ამ მიდამოებში ისეირნოთ, დაათვალიეროთ ადგილობრივი კარსტული მღვიმეები და იხილოთ გასაოცარი სანახაობა.

 

იმისთვის, რომ კიდევ უფრო წარუშლელი შთაბეჭდილებები დაგრჩეთ, Concierge Tbilisi თქვენთვის სწორედ ამ ტერიტორიაზე შექმნის სადღესასწაულო გარემოს, ხოლო თუ საქმიანი შეხვედრის მოწყობას მოგინდებათ ამ საოცარ ადგილებში, არც ეს იქნება პრობლემა. თქვენ დააგემოვნებთ საუკეთესო ხარისხის ღვინოს, დაათვალიერებთ მუზეუმებსა და საგამოფენო დარბაზებს, ხოლო შუშის პანორამული გადმოსახედიდან იმერეთის ულამაზეს ხედებს დაინახავთ.

 

სათაფლიასთან ახლოს მდებარეობს ნავენახევის მღვიმეც, რომელიც თავისი სილამაზით განსხვავდება ყველა ნაცნობი მღვიმეებისგან. თქვენთვის კონსიერჟი აქ საოცარ ტურებს მოაწყობს, როგორიცაა სპალეოტური, ფოტოტური, საგანმანათლებლო ტური და ამ ყველაფრის შემდეგ, გასაოცარი ვახშამი მღვიმის ტერიტორიაზე.

 

ამ ტერიტორიაზე შესაძლებელია სხვადასხვა კორპორატიული და ცხოვრებისეული ღონისძიებების ჩატარებაც, რომლის ორგანიზებასაც თავის თავზე Concierge Tbilisi აიღებს.

 

 

8. უნისი

აიჯანსაღეთ ცხოვრება ნუნისის უნიკალური წყლებითა და კლიმატით

 

Nunisi Imereti, Georgia

 

სამკურნალო და საინტერესო - ეს ის ტერმინებია,  რომლითაც კურორტი ნუნისი შეგვიძლია დავახასიათოთ. მის სამკურნალო თვისებებს უნიკალური წყლისა და ჰაერის შერწყმა განსზაღვრავს, რომლის ეფექტიანობასაც ამ ტერიტორიაზე მოხვედრისთანავე იგრძნობთ. თუმცა ეს ყველაფერი არ არის - ლეგენდის თანახმად, საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიადმა მეფემ, დავით აღმაშენებელმა, ნუნისი განსაკუთრებულ პირობებში აღმოაჩინა. თქმულებას თუ დავუჯერებთ, ბრძოლიდან შინისკენ მიმავალი მეფის პირუტყვები მძიმედ ყოფილან დაშავებულნი, ხოლო როდესაც ნუნისის წყლებში ჩაწვნენ, ეამათ და ჭრილობებიც მალე შეუხორცდათ. მეფემ გადაწყვიტა, ნუნისში ეკლესია აეგო და იქაურობა აეთვისებინა.

 

ლეგენდის მიღმა, ნუნისი მართლაც გასაოცარი ადგილია უნიკალური გამოცდილების მისაღებად. თქვენ აქ შესაძლებლობა გაქვთ შუაგულ ტყეში აშენებულ სასტუმროებსა და კოტეჯებში დაბინავდეთ, საიდანაც მუდმივად ისმის ფრინველების ჟრიამული.

 

ამ ტერიტორიაზე უამრავი კლდეები და კლდეში ნაკვეთი მღვიმეებია, რომელსაც, ისტორია როგორც გვასწავლის, მოსასვენებლად და სამალავად იყენებდნენ იმ დროინდელი ქართველები. ტყეში სასეირნოდ გაყვანილია ულამაზესი ბილიკები, დაგუბებულ მდინარეში კი ნავით შეგიძლიათ გაისერინოთ. საღამოს ულამაზესი ხედების ფონზე ვახშამის შესაძლებლობაც გექნებათ.

 

აქ არის უნიკალური ტერიტორია ღონისძიებების მოსაწყობად, შვებულების საინტერესოდ გასატარებლად, სათევზაოდ და ყველაფერი დანარჩენისთვის, რისი კეთებაც მოგინდებათ, რადგან Concierge Tbilisi-სთვის შეუძლებელი არაფერია.

 

 

9. მანისი

ოინახულეთ პირველი ევროპელების ნასახლარი დმანისში

Dmanisi - medieval town with its citadel, public and religious buildings. Archaeological heritage

Dmanisi - medieval town with its citadel, public and religious buildings. Archaeological heritage

 

გაინტერესებთ საიდან იწყება ევროპული საზოგადოების ისტორია? იცით ვინ იყვნენ პირველი ევროპელები? - დმანისი სწორედ ის ადგილია, სადაც ევროპის სუნთქვა იწყება. არქეოლოგებმა 21-ე საუკუნის პირველ წლებში აღმოაჩინეს 1,8 მლნ წლის წინანდელი, ანუ უძველესი ადამიანებისა და ცხოველების ნაშთები, პირველი საბრძოლო იარაღები, რომლის ანალოგიც მსოფლიოში არ მოიპოვება. სწორედ აქ, ამ ტერიტორიაზე სახლობდნენ პირველყოფილი ადამიანები, საიდანაც კაცობრიობა წარმოიშვა.

 

დმანისელ პირველ ევროპელებს ზეზვა და მზია ეწოდათ, რომელთა თავის ქალის მულაჟები ამავე ტერიტორიაზე, მუზეუმშია შენახული და მისი ნახვაც თავისუფლად შეგიძლიათ.

 

დმანისში აღმოჩენილი ნაშთების გარდა, აქ უამრავი მრავალსაუკუნოვანი ისტორიული ძეგლია, რომელთა უმრავლესობა მეექვსე საუკუნიდან მეთორმეტე საუკუნის ჩათვლით შენდებოდა. არ არსებობს არც ერთი მიზეზი, რატომ უნდა გადადოთ დმანისში სტუმრობა. ასეთი იშვიათი სანახაობა მსოფლიოში არც თუ ისე ბევრია, ამიტომ თქვენ შეგიძლიათ იყოთ ერთ-ერთი გამორჩეული, რომელსაც წინაპრების ნასახლარზე ფეხი აქვს დადგმული.

 

 

10. მწვანე კონცხი

ატკბით ზღვისა და მთების ხედებით. გაისეირნეთ მსოფლიოში გამორჩეულ ბოტანიკურ ბაღში

 

The Botanical Garden of Batumi located at area of Mtsvane Kontskhi (Green Cape), Georgia

The Botanical Garden of Batumi located at area of Mtsvane Kontskhi (Green Cape), Georgia

 

ზღვის ტალღების შხრიალი და ბუნების ხმა, მწვანე კონცხში, ერთმანეთში ჰარმონიულად იზრდება და ნებისმიერ ადამიანს აჯადოვებს. ირგვლივ მხოლოდ სიმწვანეა, ჰორიზონტზე კი შავი ზღვის სანაპიროს გარდა არაფერი მოსჩანს. ეს არის ადგილი, სადაც შესაძლებლობები ყოველი ფეხის ნაბიჯზეა და მხოლოდ თქვენს ფანტაზიაზე დამოკიდებულები, როგორ აითვისებთ მას. ბათუმთან ახლოს მდებარე ზღვისპირა კურორტი გაცილებით მშვიდი და ჯანსაღია თავისი განთქმული ბუნებით.

 

ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ევროპაში გამორჩეული ხეებისა და მცენარეების მთელი ნაკრებია თავმოყრილი. ზედ მწვანე კონცხზე მდებარეობს და იქ მისასვლელად სულ რამდენიმე წუთი გჭირდებათ. ბოტანიკური ბაღიდან იდეალურად მოსჩანს აჭარის ლანდშაფტი, რომელიც თქვენს მოხიბვლას მარტივად შეძლებს. აქედან ზღვის სანაპიროზე მოხვედრა სპეციალური ბილიკითაც არის შესაძლებელი, რომელსაც დამსვენებლები ოცნების გზასაც უწოდებენ.

 

სანაპიროზე ხშირად შეხვდებით საქორწილო წვეულებებს, კლიპებისა და ფილმების გადაღებებისთვის მოწყობილ სპეციალურ მოედნებს, მუსიკალურ ღონისძიებებსა და კორპორატიულ ღონისძიებებს. თქვენ შესაძლოა ერთ-ერთი იყოთ, ვინც სწორედ ამ გასაოცარ ადგილზე შეიძენს უნიკალურ გამოცდილებას, მიირთმევს გემრიელ კოქტეილებს, აჭარულ კერძებს და დაიწყებს ოცნებების ახდენას, რადგან მწვანე კონცხი ყოველგვარი არაორდინალური, გამორჩეული იდეების რეალიზების საშუალებას იძლევა, რომელსაც Concierge Tbilisi შეგისრულებთ.

 

ურბანული გარემოდან მოშორებულ ადგილს ხალისი არ აკლია, რადგან აქ უამრავი მაღალი სტანდარტის სასტუმროა განთავსებული, რომლებშიც საუკეთესო მომსახურების მიღება შეგიძლიათ. თქვენი სურვილისამებრ, Concierge Tbilisi იზრუნებს, რათა სასურველი კერძები, სასურველ დროსა და ადგილზე მიირთვათ, მოიწყოთ იდეალური დასასვენებელი და სამუშაო სივრცე, ხოლო თუ შეხვედრების ორგანიზებას გეგმავთ, კონსიერჟი ისეთ ლოკაციებს შეარჩევს, სადაც ნებისმიერი მოლაპარაკება იდეალურად ჩაივლის.

 

ხოლო, თუკი ურბანული სივრცე და ღამის ცხოვრება გახდება თქვენი დღის წესრიგის ნაწილი, სულ რაღაც 9 კილომეტრის დაშორებით ქალაქი ბათუმი მდებარეობს, სადაც მსგავსი შესაძლებლობები ყოველი ფეხის ნაბიჯზე შეგხვდებათ.

 

Related Blog

Join Us

Join in our brand

Your details

We are glad you are interested in Concierge Tbilisi membership. Our concierge will contact you shortly.
Previous Next Submit
  • 01
  • 02
  • 03

Personal Information

Contact Information

Service Information

Call back

Your details

Thank you for your interest. Our concierge will contact you
Submit

Personal Information

Close

Concierge Search

Concierge Search

Tour, event or service

Not found information